კატეგორია: სამართალი

ზურაბ ვარდიაშვილი – “პოლიციაში ჩემზე თავდამსხმელების ფოტოების ამოცნობა მთხოვეს”

ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში “ლიბერალის“ რედაქტორზე თავდასხმასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. ზურაბ ვარდიაშვილს გამომძიებლებმა ფოტოები უჩვენეს, თუმცა მან სავარაუდო დამნაშავეების ამოცნობა ვერ შეძლო. „დამატებითი დეტალები არ ვიცი. მთხოვეს ამომეცნო, მაჩვენეს ფოტო-სურათები გამოძიებამ თავიდანვე იცოდა, რომე მე თავდამსხმელების სახეების თვალის შევლებაც ვერ შევძელი. გამომძიებელმა მითხრა, რომ არ მინდა მოვლენებს გავუსწროთ, აი ხვალ დილით რომ გაიღვიძებ და დარეკავ, გეტყვით, რა პასუხსაც […]

ნიკა გვარამია – “ერთ ბიზნესმენს ქუმსიშვილთან ყოველთვიურად 70 ათასი დოლარი მიჰქონდა, მას მისტერ 10 პროცენტს ეძახდნენ”

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „ომეგა ჯგუფსა“ და თამბაქოს ბიზნესის წილების გადანაწილებაზე საუბრობს. დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ თამბაქოს წილების გადანაწილებაში ყოფილი მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ, მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილი. „ქუმსიშვილს უცხოელებშიც კი პირად საუბრებში „მისტერ 10 პროცენტი“ ჰქვია, ის ყველგან წილში იყო, პრაქტიკულად, რა თქმა უნდა, არა ქუმსიშვილი, მისი სახით მაღალი სუბსტანციები,“ – […]

გორში პოლიციელი სცემეს – ქალაქის ცენტრში სამართალდამცველები არიან მობილიზებული

„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, რამდენიმე მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა გორში, ქალაქის მთავარ გამზირზე, სტალინის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები ამ წუთებშიც მუშაობენ. დამატებითი დეტალები უცნობია, შსს მომხდარის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოგვიანებით გეგმავს.

რუსეთში ქართველი ბიზნესმენი ბადრი შენგელია ჩაცხრილეს

ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟსკის რაიონში გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი ბადრი შენგელია ჩაცხრილეს. მის კუთვნილ მერსედესის მარკის ავტომობილს მინიმუმ 6 ტყვია აქვს მოხვედრი8ლი. ავტომობილი თვითმხილველებმა შეამჩნიეს, მათი თქმით, გარდაცვლილს ტყვია თავში აქვს ნასროლი. ბადრი შენგელია ცნობილია იმით, რომ მისი ჩვენების საფუძველზე დაააკავეს სანკტ-პეტერბურგის „ღამის გუბერნატორი“, „ტამბოვის“ დაჯგუფების ლიდერი ვლადიმერ ბერსუკოვ-ტუმარინი. შენგელია მოწმედ გამოდიოდა სასამართლოში საგამოძიებო კომტეტის პოლკოვნილ მიხაილ […]

ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი ცემეს – თავდამსხმელებს ის სხვა ზურაბ ვარდიაშვილში აერიათ

ჟურნალ “ლიბერალის” რედაქტორს ზურაბ ვარდიაშვილს შაბათს, 15 სექტემბერს, თავს დაესხნენ და სცემეს. ვარდიაშვილის თქმით, მას 5-7 კაციანი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს. ზურაბ ვარდიაშვილის თქმით, თავდამსხმელები მისი კუთვნილი მანქანით დაინტერესდნენ, რომელსაც ყიდის და მის სანახავად მიდიოდნენ. მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა. “როგორც ჩანს, ეს იყო ადგილსამყოფელის დადგენის მიზეზი. დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი […]

ბუტა რობაქიძის სასამართლოზე ზაზა ბაქრაძემ და გურამ დონაძის ახლობელმა იჩხუბეს

დიდუბის პანთეონთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ერთ-ერთი ბრალდებული ზაზა ბაქრაძე და ბრალდებულ გურამ დონაძის ახლობელი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ამოიწურა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის თავის დანაშაულს აღიარებს. ამასთან, ბაქრაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დანაშაული სხვა ბრალდებულებსაც აქვთ ჩადენილი. […]

რეკეტი ივანიშვილის სახელით და ბიზნესის გადანაწილების სქემა – რაზე საუბრობენ ზაზა ოქუაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი

ახალი სკანდალური ჩანაწერები და “კურიერის” ექსკლუზივი – „იბერიას“ და „ომეგა“ ჯგუფის საქმეში ივანიშვილის გვარი გამოჩნდა. “კურიერს” ხელში ჩაუვარდა მორიგი სკანდალური ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორც ცდილობს ხელისუფლება, გააკონტროლოს სიგარეტის ბიზნესი და გადაინაწილოს “ომეგა ჯგუფის” წილები, რომელიც ტელეკომპანია “იბერიას” მთავარი დამფინანსებელია. ახალ აუდიო ჩანაწერში ნათლად ისმის სახელი “ბიძინა”, ასევე “უფროსი”. სანდრო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ საუბრის მთავარი […]

 თბილისში “თიბისი ბანკის” ფილიალში მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს

თიბისი ბანკის გორგასლის ფილიალში უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო და ხანძარი გააჩინა. არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, სამართალდამცავებმა კი დამნაშავე უკვე დააკავეს. “შემოვიდა და დაიყვირა, “ვინც გაასწრებთ, გაიქეცითო”, დააგდო მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი გააჩინა” – აცხადებს თვითმხილველი.

დღეს პროკურატურა ლევან ყიფიანს გამოკითხავს

საქართველოს მთავარი პროკურატურა სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს დღეს, ხოლო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსთბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ფარულ აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებით გამოკითხვაზე არიან დაბარებული. „რაც შეეხება 14 სექტემბრის ჩანაწერს, რა თქმა უნდა გამოძიება ამ ჩანაწერით დაინტერესდება. რამდენიმე დღის წინ და 14-ში გავრცელებული ჩანაწერები ერთიან კონტექსტში განიხილება. […]

სამეგრელოში გიორგი კვარაცხელიამ დის ქმარი გოჩა შენგელია მოკლა

მკვლელობა მოხდა სამეგრელოში, სოფელ რუხის მცხოვრებმა გიორგი კვარაცხელიამ საკუთარი დის ქმარი, 35 წლის გოჩა შენგელია მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა კვარაცხელიას სახლში მოხდა, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რომლის დროსაც ბრალდებულმა საკუთარ სიძეს ცივი იარაღით გული არეში ჭრილობა მიაყენა. გოჩა შენგელია ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ნიუპოსტი