ზუგდიდში, რესტორან „არგოს“ ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. იმედინიუსი
კატეგორია: სამართალი
ლაშა გოგიას გამოკითხვა 9 საათი გაგრძელდა – სუსმა 1 პირი დააკავა
ზუგდიდის ყოფილმა მერმა მოდულის შენობა გვიან ღამით დატოვა. ლაშა გოგიას გამოკითხვა 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გამოკითხვის დეტალებზე ყოფილ მაღალჩინოსანს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. მისი თქმით, განცხადებას ის ხვალ გააკეთებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს […]
ბერ-მონაზონ გერასიმე კვარაცხელიას ბრალად ედება, რომ ყოფილ სიდედრს ჩანგლით კლავდა, ყოფილ ცოლს კი დანა ესროლა
35 წლის ბერ-მონაზონი გერასიმე კვარაცხელია დაკავებულია. ბერს გამოძიება ყოფილი ცოლის და სიდედრის განზრახ მკვლელობის მცდელობაა. საქმის მასალების მიხედვით, სასულიერო პირი რამდენიმე დღის წინ სანზონაში ყოფილ სიდედრთან სახლში მივიდა და მისი არასრულწლოვანი შვილების წაყვანა სცადა. ყოფილი სიდედრი ირწმუნება, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ბერი მის მოკვლას გადატეხილი ჩანგლით აპირებდა, თუმცა, შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოასწრო. დაპირისპირების მიზეზად ყოფილი […]
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ საკრებულოს წევრებს აგინა – გარჩევა ზუგდიდის სასაფლაოზე და ჩხუბი მერის კაბინეტში
სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერი ზუგდიდის მერიაში სავარაუდო კორუფციაზე – კურიერის მოპოვებული ჩანაწერი ერთ საათსა და 40 წუთს გრძელდება. აუდიოფაილიდან, რომელიც ზუგდიდის მერის კაბინეტში ჩაიწერა, დგინდება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნესმენებს ქრთამს ართმევენ. თავდაპირველად ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ ქრთამი ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას, რეგიონის გუბერნატორს, ლევან შონიას და ვიცე-მერს, გია გულორდავას, გადაუხადა. ირკვევა, რომ ბიზნესმენს ზუგდიდში სამი ტერიტორიის – […]
ოზურგეთში დაკავებული თ.ც. საკუთარი იარაღითაა დაჭრილი – სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული თ.ც., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2001 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და […]
სუსმა სამი ჰაკერი დააკავა, რომლებიც მართვის მოწმობაზე გამსვლელ პირებს ეხმარებოდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი ამ გზით მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში მოქალაქეებს არაკანონიერ დახმარებას უწევდნენ. კერძოდ, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდაზე გამსვლელ პირებს გადასცემდნენ სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას: მიკროკამერას და მიკროყურსასმენს, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით […]
“ფული უნდა გავანაწილოთ”- ახალ სკანდალურ ჩანაწერში “იბერიას” საქმეზე ანზორ ჩუბინიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი ფიგურირებენ
„იბერიას“ საქმეზე „კურიერმა“ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას 3 მილიონი მისცენ. ჩანაწერში, რომელშიც რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები ისმის. ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის […]
სისხლიანი გარჩევა ოზურგეთში – მერვეკლასელი ბიჭი დანით დაჭრეს
რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის ცენტრში, ჭადრების ბაღში, 15 წლის ბიჭი დაჭრეს. მოზარდს ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ სისხლიან შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია.
თბილისში 16 წლის მოზარდი დაჭრეს – დაკავებულია 20 წლის მამაკაცი
თბილისში 16 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, გვიან ღამით, მოზარდები კარტს თამაშობდნენ, რომლის დროსაც შელაპარაკება დაიწყო, რაც ბიჭის დაჭრით დასრულდა. მოზარდი ბარძაყის არეშია დაჭრილი. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ჩაიუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამჟამად, მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაჭრის ფაქტზე შს სამინისტრომ 20 წლის მამაკაცი […]
„საქართველოს დარაჯი“ – ადამიანთა დაჯგუფება თბილისის ქუჩებში ტურისტებს აჩერებს და მათგან პასპორტებს ითხოვს
„საქართველოს დარაჯი“ – ამ სახელწოდებით ადამიანთა ჯგუფი, თბილისში გამოჩნდა. ჯგუფის მიზნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს. უწყებამ გამოძიება უკანონო ფორმირებების შექმნის მუხლით დაიწყო. თბილისში “საქართველოს დარაჯის” გამოჩენის შესახებ ინფორმაცია ცნობილი, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეო კადრების საშუალებით გახდა. ფეისბუქ-მომხმარებელი ჰყვება, რომ “საქართველოს დარაჯის” წევრები აღმაშენებლის გამზირზე ჯარისკაცის შარვლებით, შავი მაისურებით მოძრაობენ, აჩერებენ ტურისტებს და პასპორტებს სთხოვენ. […]









