თბილისის საქალაქო სასამართლომ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულ ლ.ა.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ლ.ა.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. […]
კატეგორია: სამართალი
ფოთში აფეთქებისას დაშავებული კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული კაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ადასტურებენ. “კაცი ფოთის კლინიკიდან კატასტროფის სამსახურმა გადმოიყვანა, დიაგნოზით დაუზუსტებელი ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანება, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შეშუპება, ტრავმული სისხლჩაქცევა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი. ავადმყოფს ჩაუტარდა ტრეპანაცია, პლევრის ღრუს დრენირება, წინამხრის […]
“შენ და გულორდავამ ჩემი ყ… გამიკეთეთ, ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ”- სავარაუდო კორუფციული გარიგება ზუგდიდის მერის მონაწილეობით
ახალი დეტალები და სკანდალური ჩანაწერი ზუგდიდის მერის, სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ. “კურიერი” ავრცელებს ფარულ ჩანაწერს სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. როგორც “ნიუპოსტს” წყარო უყვება, ბიზნესმენმა 3 ობიექტის გადაცემის სანაცვლოდ, ზუგდიდელ მაღალჩინოსნებს თანხა გადაუხადა. თუმცა ზუგდიდის მერმა და სხვა მაღალჩინოსნებმა დანაპირები ვერ შეასრულეს, რამაც ბიზნესმენის უკმაყოფილება გამოიწვია. ჩანაწერში […]
გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით დაახრჩვეს
ექსპერტ-კრიმინალისტები გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის ფეხსაცმლის ზონრით არის დამხრჩვალი. გამოძიება გარდაცვალების სხვა შესაძლო ვერსიებზეც მუშაობს. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, ის გადაკვალიფიცირდეს. რუსთავი 2
რუსთავში 30 წლის მამაკაცმა თავში ტყვია დაიხალა – მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
რუსთავში 30 წლამდე მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა. მამაკაცი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ახლობლებმა იპოვეს, რის შემდეგაც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობის მიზნით თავის არეში სანადირო თოფიდან მოახდინა გასროლა. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადის. ინფორუსთავი
კიევში „ქართული ლეგიონის“ პრესოფიცერი, ისრაელის მოქალაქე ბარ ბონენი მოკლული იპოვეს
კიევში „ქართული ლეგიონის“ პრესოფიცერი, ისრაელის მოქალაქე, 36 წლის ბარ ბონენი თავის ბინაში მოკლული იპოვეს. ამის შესახებ Facebook-ზე „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა დაწერა. გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად უკრაინული პოლიცია თვითმკვლელობას ასახელებს, თუმცა როგორც მამულაშვილი წერს, ბონენი “თავს არ მოიკლავდა”. მისი თქმით, ამ ვერსიას ბევრი ფაქტი ეწინააღმდეგება. იმედინიუსი
პროკურატურამ ლევან ყიფიანის და ზაზა ოქუაშვილის საუბრის ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო
“იბერიას” საქმე – მთავარ პროკურატურამ ფარულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერს. სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ფიგურირებს.სანდო წყაროს მტკიცებით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ესაუბრება. ჩანაწერში ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ “ომეგა ჯგუფის” პრობლემებს სწორედ მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი 2 მილიონს ითხოვდა. “12 სექტემბერს, ქ.თბილისის […]
მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს ციხიდან უშვებენ
“ცენტრ პოინტი” M2-სთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს. როგორც “ინტერპესნიუსს” “ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩადებული წინაპირობების 80% შესრულებულია, დარჩენილ 20%-ს კი “ცენტრ პოინტი” უახლოეს 10 დღეში შეასრულებს. რჩეულიშვილის თქმით, 10 დღეში M2 სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს, ამის პარალელურად კი მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება და ისინი საპატიმროს […]
თავდაცვის სამინისტროს იურისტ დავით ღვინიაშვილს სავალუტო ჯიხურის გაძარცვას ედავებიან
თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, დავით ღვინიაშვილს, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სავალუტო ჯიხურის გაძარცვას ედავებიან. 32 წლის ღვინიაშვილის საქმის განხილვა სასამართლომ უკვე დაიწყო. საქმის მასალებით დგინდება, რომ სამინისტროდან გამოსული დავით ღვინიაშვილი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სავალუტო ჯიხურს თავს დაესხა და დიდი ოდენობით თანხა გაიტაცა. კურიერს ხელში ჩაუვარდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ჩვენება, რომელიც თავად დეტალურად აღწერს, როგორ […]
კმარა აბუჩად აგდება! – სარალიძე და მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ
შვილმოკლული მამები საპროტესტო აქციების განახლებას 10 სექტემბრიდან. ამის შესახებ მათ პარლამენტთნ ბრიფინგი ჩაატარეს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მისი შვილის მკვლელებს მფარველობს. „პირდაპირ განაცხადა ხელისუფლებამ რომ მკვლელი არ არსებობს და მკვლელს ვერ მისცემენ პასუხისგებაში და არა მარტო მკვლელს, არამედ თითქოს საქმე […]










