კატეგორია: სამართალი

გახარჯული მილიონები – მიხეილ ჯანელიძეზე მასალები პროკურატურას გადაეგზავნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობისთვის დახარჯული მილიონები შესაძლოა, მიხეილ ჯანელიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მიზეზი გახდეს. ლეონიძის 3 ნომერში საგარეო უწყება ჯერ არ გადასულა, თუმცა, შენობა ბიუჯეტს უკვე, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაუჯდა. ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში კორუფციის რისკების გამო აღმოჩნდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის მიერ გაშიფრული სქემის მიხედვით, […]

ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე Yahoo Sports-ის ჟურნალისტი დენ ვეტცელი წერს. შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის ივლისში,15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. […]

ქობულეთში 16 წლის გოგონა ძმის მიერ თოფიდან გასროლამ მოკლა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 16 წლის გოგონა სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით, სანადირო თოფიდან ტყვია გოგონას არასრულწლოვანმა ძმამ გაისროლა და მას შემთხვევით მოხვდა. მეორე ვერსიით, კი მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი თაროდან ჩამოუვარდა და ტყვია გავარდა. 16 წლის გოგონას ცხედარი ამ ეტაპზე პროზექტურაშია გადასვენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე […]

თურქეთში კანონიერი ქურდი რევაზ ბუხნიკაშვილი („პეწო“) გარდაიცვალა

თურქეთში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 66 წლის ასაკში გავლენიანი კანონიერი ქურდი რევაზ ბუხნიკაშვილი („პეწო“) გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ წერს. გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა, რომელიც ბუხნიკაშვილს 2017 წელს აღმოუჩინეს. გამოცემის ინფორმაციით, ბუხნიკაშვილი ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში 1952 წელს დაიბადა, „კანონიერი ქურდის“ წოდება კი მან 1979 წელს მიიღო. საერთო ჯამში, „პეწო“ ცხრაჯერ იყო ნასამართლევი. ინტერპრესნიუსი

“ქისტაურმა ესროლა ტორიაშვილს, შემდეგ კი არასრულწლოვნების თვალწინ ყელი გამოჭრა” – ქისტაურს 15 წელი მიესაჯა

გასული წლის 29 დეკემბერის, თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. 19 წლის დავით ტორიაშვილის დასახიჩრებულ ცხედარს მხოლოდ 10 დღის შემდეგ მიაგნეს. სასტიკ დანაშაულში ბრალდებული 27 წლის ნიკოლოზ ქისტაურია. როგორც ირკვევა, 19 წლის ბიჭის სადისტურ მკვლელობას თვითმხილველები ჰყავდა. თუმცა პირთა ფართო წრემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა. რეზონანსულ საქმეზე ბრალდებულს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ნიკოლოზ […]

ტერორისტების მხარდაჭერის საქმე – ზურაბ გორნაკაშვილმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული ზურაბ გორნაკაშვილი საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს და საქმის არსებით განხილვას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი ბენიამ განუცხადა, საკუთარი პოზიცია გორნაკაშვილმა სასამართლოზე დააფიქსირა. როგორც ცნობილია, ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულ ორ პირთან – ზურაბ გორნაკაშვილთან და ბადურ ჩოფანაშვილთან სახელმწიფო ბრალდებას საპროცესო შეთანხმების პირობები უკვე შეთანხმებული ჰქონდა. ორივე ბრალდებულს სამწლიანი რეალური სასჯელი და ასევე […]

ავთანდილ ხურციძეს ამერიკის სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული მოკრივის ავთანდილ ხურციძესთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. ხურციძის წინააღმდეგ განაჩენს მანჰეტენის სასამართლოში რამდენიმე საათში გამოაცხადებენ. ოჯახის წევრები სპორტსმენის უდანაშაულობაზე საუბრობენ და სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან. 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაცის შედეგად 33 დაკავებულს შორის ავთანდილ ხურციძე ერთ-ერთია, ვისაც  გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა.  მათ შორისაა კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული […]

“ვინც მე მედავება, მეექვსე ცოლს გაშორდა” – თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებ, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. „თვენახევარი ტყუილად ვარ დაკავებული. მესამე სასამართლოა ვიმეორებ, რომ ჩემს დაქვემდებარებაში არ არიან ბრალდებულები. ერთი დეპუტატია, მეორე ნათესავი. მე უშიშროების მეცნიერებათა აკადემია, პოლიციის აკადემია […]

საქართველო რუსი ბიზნესმენის რუსეთში ექსტრადირებას აპირებს

რუსი ბიზნესმენის, ანტონ აგაფონოვის ექსტრადირების შესახებ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. თავად აგაფონოვი ამბობს, რომ რუსეთში მას წამება ემუქრება. რუსეთის მოქალაქე, მის დევნაში ფსბ-ს ადანაშაულებს. აგაფონოვის ადვოკატები უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების ევროსასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. ბიზნესმენი ამბობს, რომ მის საქმეში რუსი გენერალი ფიგურირებს, რომელიც მისი ბიზნესპარტნიორი იყო და ქვეყანა თავის დროზე სწორედ ამ ზეწოლის გამო […]

დინამოს სტადიონთან მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, დინამო არენასთან, ცაბაძის 9 ნომერში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. სროლა თბილისის ცენტრში ერთი საათის წინ მოხდა. მამაკაცს ერთი ტყვია ფეხის არეში აქვს მოხვედრილი. ის საავადმყოფოში მეზობლებმა გადაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაჭრილი ცაბაძის ქუჩის მცხოვრებია. მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.