კატეგორია: სამართალი

პატრულმა ეზოში 14 ძირი კანაფი დათესა – მას 4-დან 7 წლამდე ციხე ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატრულ-ინსპექტორი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პატრულ-ინსპექტორის საცხოვრებელი სახლის ეზოდან დათესილი 14 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი, დამხმარე სათავსოდან ერთი ძირი, ხოლო სახლის მანსარდიდან დიდი ოდენობით გასაშრობად გამზადებული კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული […]

„შვილის მკვლელი ხარ, შვილი მოკალი და მეც მომკალი“ – ვეფხია ბაქრაძის შვილმა და თაკო გამრეკელაშვილის დედამ სასამართლოზე იჩხუბეს

25 წლის თაკო გამრეკელაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლო ხმაურით დაიწყო. პროცესზე ერთმანეთს მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილი და მოკლულის დედა ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი სასამართლოს დერეფანში მოხდა. დაპირისპირებული მხარეები მანდატურმა გააშველა. ვეფხია ბაქრაძეს გერის, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მკვლელობაში ადანაშაულებენ. მას განზრახ მკვლელობის მუხლით ასამართლებენ. ამ წუთებში ბრალდებული დახურულ პროცესზე სასამართლოს […]

სუსი ოზურგეთში მაღალჩინოსნების საქმეს იძიებს – მილიონობით ლარის ზარალი სახელმწიფოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოზურგეთის თემთა გამგეობის მაღალჩინოსნებს სახელმწიფოსათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენებას ედავება და ოზურგეთის მერიისაგან დაუყოვნებლივი ზომების მიღებას ითხოვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოზურგეთის ყოფილ გამგებელს, არჩილ ყაზაიშვილს, მის მოადგილეს ბადრი გობრონიძეს, ასევე მაღალჩინოსნებს გერმანე ჭანუყვაძეს, გოჩა აბაშმაძეს, მალხაზ გორგოშიძეს და სოფელ შრომის (ჩირე) მიწების აუქციონის წესით გამასხვისებელ სააუქციონე კომისიის მთლიან შემადგენლობას სახელმწიფოსათვის დაახლოებით […]

ნათია გაბოძე – “ბავშვებმა ნახეს, ვეფხიამ დანა როგორ ჩაარტყა თაკოს, როგორ ეხვეწებოდა ჩემი შვილი, არ მომკლაო”

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედამ, ნათია გაბოძემ სასამართლოს მისი ყოფილი ქმრის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. როგორც მან დაკითხვის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ვეფხია ბაქრაძემ მისი შვილი ბავშვების თვალწინ მოკლა. „გამოძიებით კმაყოფილი ვარ. ჩემთან კითხვები ჰქონდათ ძალადობაზე და ბავშვების მდგომარეობაზე. დამტკიცდა, რომ ბავშვები ნამდვილად ესწრებოდნენ. სასამართლოს მივაწოდე […]

“გიორგი ჭანტურიას იარაღზე დენთის და მისი დნმ-ის კვალი არ არის” – ახალი გარემოებები გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას უფლება დამცველი აცხადებს, რომ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ადვოკატ ლექსო კობაიძის განცხადებით ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ყოფილი პროკურორის სახლიდან ამოღებულ იარაღებზე და ტანსაცმელზე, მისი დნმ-ის კვალი არ არის. ამასთანავე ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლას ახდენს: „პასუხია მოსული, რომ მის ტანსაცმელზე არანაირად არც დენთის კვალი ან სხვა ბიოლოგიური მასა […]

ვეფხია ბაქრაძის მიერ თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის სასამართლო იწყება

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება. მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან. საქმის მასალების თანახმად, ვეფხია ბაქრაძემ ახალგაზრდა გერი განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლოვანების თვალწინ მოკლა. საქმეში არსებული ჩვენებებიდან ირკვვევა, რომ ყელგამოჭრილი დედის გადარჩენას, 3 და 6 წლის ბავშვები ცდილობდნენ. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, მოკლულის და, თათია გამრეკელაშვილი წერს, რომ პირველად 5 წლის […]

წერეთელზე საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ – თავდამსხმელი კ.ტ. დააკავეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. სამართალდამცველებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული კ.ტ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა კ.ტ. იმ დროს დააკავეს, როცა […]

საბერძნეთში ქართველი ქალი მასაჟს აკეთებდა და კლიენტებს ძარცვავდა

საქართველოს მოქალაქის დანაშაულებრივი ქმედებები ხანიაში მას შემდეგ გამოააშკარავდა, რაც ერთ-ერთმა კლიენტმა სახლში ფარული ვიდეო კამერა დაამონტაჟა. ის სახლებში დადიოდა და ხალხს სპეციალურ სერვისს, მასაჟს სთავაზობდა, ამის პარალელურად კი მათ გაძარცვას ახერხებდა. 52 წლის ქართველი ქალი კლიენტებს თავს პროფესიონალ მასაჟისტად აცნობდა და მათთან სახლებში მიდიოდა. როდესაც ერთ-ერთ მათგანთან ბოლოს მივიდა, კლიენტმა მისი მახეში გაბმა გადაწყვიტა და […]

ჯარისკაცი ხვიჩა შარაშენიძე თ.ც.-ს გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს

შსს-მ გაუპატიურების მცდელობისთვის ხვიჩა შარაშენიძე დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-11 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ხ.შ., გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ბრალდებულმა, 1988 წელს დაბადებული თ.ც.-ს გაუპატიურება სცადა. მსხვერპლმა ხ.შ.-ს წინააღმდეგობა […]

საზარელი დანაშაული თბილისში – 13 წლის გერის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის მამაკაცი დააკავეს

თბილისში საზარელი დანაშაული მოხდა. არსებული ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცმა 13 წლის გერი გააუპატიურა. ბრალდებული ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. შუახნის მამაკაცი, მოზარდის ბებიის განცხადების საფუძველზე, 27 აგვისტოს დააკავეს. ქალბატონის მტკიცებით, ბავშვზე სექსუალური ძალადობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა. შსს-ს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 […]