სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა დღეს მიიღო. ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა. საქმის პროკურორ არჩილ ბედუკაძის განცხადებით, საქმეში ახალი გარემოებები და მტკიცებულებები […]
კატეგორია: სამართალი
“მას ჩემთვის დანა არ დაურტყამს… ბოძიდან ჩამოვვარდი” – დაზარალებულ დ.ჭ-ს ცრუ ჩვენებისთვის 3 წელი მისცეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ჭ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს: „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მ.მ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალი ედებოდა დ.ჭ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში, […]
კაცი, რომელმაც ბიძაშვილი მოკლა და თავი მოიკლა, ყოფილი პოლიციელი იყო
კაცი, რომელმაც დღეს ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, ის შსს-ის ყოფილი თანამშრომელი იყო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირებისას მოხდა. შელაპარაკების დროს კაცმა უმისამართოდ გაისროლა, ტყვია კი არსებული ინფორმაციით, შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა, რის გამოც მსროლელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით […]
კასპში მამაკაცმა ბიძაშვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
კასპში, სოფელ ნოსტეში, მამაკაცმა ბიძაშვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირების დროს მოხდა. შელაპარაკების დროს კაცმა უმისამართოდ გაისროლა და ტყვია შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა, რის შემდეგაც მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ბათუმში სიმამრმა სიძე დაჭრა
25 აგვისტოს, ღამით, ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ურთიერთშელაპარაკება მელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში სიძე-სიმამრს შორის მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სწორედ სიმამრის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის კლინიკა “მედცენტრში”, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც ამავე საავადმყოფოში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულს მუცლის არეში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის […]
ნარკოდანაშაულისთვის ცირკთან დაკავებული ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი ოთარ იაშაღაშვილია
ეკონომიკის სამინისტროს იმ მაღალჩინოსნის ვინაობა, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 2 პირთან ერთად დააკავეს, კურიერისთვის ცნობილი გახდა. ოთარ იაშაღაშვილი, სხვა დაკავებულებთან ერთად, სამართადამცველებმა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს აიყვანეს, როცა ერთ-ერთი მათგანი ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ახდენდა. დაკავებული ოთარ იაშაღაშვილი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, უახლოესი გარემოცვის წევრია. იაშაღაშვილი იურიდიულ დეპარტამენს ჯერ ფინანსთა, მოგვიანებით კი ეკონომიკის სამინისტროში ხელმძღვანელობდა. […]
რუსი გენერლის მიერ შეკვეთილი მკვლელობა – ვინ არის პატიმარი, რომელმაც გუგეშაშვილს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა
თადარიგის ყოფილმა პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა მისი შვილის მკვლელობის შესახებ ივლისის თვეში „ნიუპოსტს“ სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა, დოდო გუგეშაშვილი აცხადებდა, რომ მის ადვოკატს, გელა ნიკოლეიშვილს ერთ-ერთმა პატიმარმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. თუმცა დოდო გუგეშაშვილს პატიმრის ვინაობა არ დაუსახელებია. დღეს ცნობილი გახდა, რომ ეს პატიმარი რამაზ მარგოშვილია, აღნიშნული ინფორმაცია დღეს „კურიერმა“ გაავრცელა. პატიმარი, რომლის ვინაობასაც […]
ნარკოტიკების გასაღებისთვის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია. “ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული ი. გ., 1981 წელს დაბადებული გ. შ. და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელი – 1983 წელს დაბადებული […]
ბათუმში ბომბები აღმოაჩინეს
ბათუმში, ე.წ. გოროდოკის დასახლებაში, სადაც შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, დასაქმებულმა პერსონალმა გათხრების დროს საბრძოლო მასალასა და ჭურვებს მიაგნო, რის გამოც მუშაობა დროებით შეწყდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ რუსული სამხედრო ბაზა ფუნქციონირებდა, სავარაუდოდ, სწორედ ამ ბაზის კუთვნილება იყო აღმოჩენილი საბრძოლო მასალა. ტერიტორია, სადაც გამნაღმველები მუშაობენ, ლენტით არის შემოსაზღვრული, მიმდებარედ კი სამუშაოები გრძელდება. პირველადი მონაცემებით, საბრძოლო მასალა […]
ქვეყნის მასშტაბით ტყეს 63 კომპანია ჩეხავს
თანდათან ირკვევა, რომ მსხვილი კომპანიები უფრო მეტ ტყეს ანადგურებენ, ვიდრე მოსახლეობა. არადა, წლების განმავლობაში ხე-ტყის ჩეხვა სწორედ ხალხს ბრალდებოდა და შეშის მოპოვება ლამის ეკოლოგიურ კატასტროფად ფასდებოდა. ბოლო 3 წელიწადში 63 ლიცენზირებულმა კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 12 მლნ კბ/მ-ზე მეტი ხე მოჭრა. ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით მოჭრილი ხის მერქნის სანაცვლოდ ბიზენსკომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტში (2018 წლის […]










