კატეგორია: სამართალი

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ჯარიმები გაიზრდება

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ადმინისტრაციული ზომები შესაძლოა, გამკაცრდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge  ავრცელებს. მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. ცვლილება ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. როგოც შს სამინისტროში განმარტავენ, მოქმედი კანონით ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების 6 თვის ვადით შეჩერებას […]

დაკარგული გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურებიც იმყოფებიან, ნაპოვნია

ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, გაბონის სანაპიროსთან დაკარგული გემი ნაპოვნია. ტანკერი 7,000 ტონა საწვავით ამერიკულმა თანამგზავრებმა აღმოაჩინეს და ოვენდოს პორტშია შეყვანილი. გემზე საქართველოს 17 და რუსეთის 2 მოქალაქე იმყოფებოდა. 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, დაკარგული იყო. გემთან – […]

140.000 დოლარის გატაცებისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქეს 9-9 წელი მიესაჯა

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ, ყაჩაღობის ჩადენისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე – ჰ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ […]

მერკელის ჩამოსვლისას აეროპორტში ჟურნალისტი ზაზა სვანაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლისას, ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა სცადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, სვანაძე არ დაემორჩილა სამთავრობო დაცვის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, არღვევდა უსაფრთხოების ზომებს, რკინის მესერზე გადახტა და აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მგზავრთა მოფრენის დარბაზში შესვლას აპირებდა. ჟურნალისტი სამთავრობო დაცვის წარმომადგენლებმა შეაჩერეს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს […]

ბოტანიკურ ბაღში 35 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, განიხილება სხვა ვერსიებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტის შესწავლის მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. მამაკაცის ცხედარი გუშინ საღამოს აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ორი ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გარდაცვლილი […]

ლევან ხაბეიშვილი სუსში დაიბარეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. ხაბეიშვილი სუს-ში ხვალ, 2 საათისთვის უნდა მივიდეს. საუბარია სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაწყებულ მოკვლლევაზე, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ, სარესტორნო ხარჯებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯულ თანხებს ეხება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით დღეს სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში ზვიად კუპრავა გამოიკითხა.

კასრში იარაღის შენახვისთვის თურქ ქალს 5 წელი მიესაჯა

მოსამართლე ლევან გელოვანმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფემბე ოზლემ ოლგუნს „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმეზე“. „ჩემ წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულებები. მაგალითად, ბინის ჩხრეკა დაიწყო 13:45 საათზე, პოლიციელმა კი პროცესზე თქვა, რომ ოპერატიული ინფორმაცია იმ დღეს, 14:30 საათზე მიიღეს. გთხოვთ, ნუ დამაკარგვინებთ სამართლის მიმართ ნდობას,“ – აღნიშნა ფემბე ოლგუნმა საბოლოო სიტყვაში. „ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ […]

კლინიკა „ლანცეტის” დამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი გლდანის მკაცრი ტიპის ციხეში გადაიყვანეს

კლინიკა „ლანცეტის” დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ფარმან ჯეირანლი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ფარმან ჯეირანლის ადვოკატების თქმით, მსჯავრდებული პირი ყოველგვარი დისციპლინური გადაცდომის გარეშე იხდიდა სასჯელს, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, რატომ გადაიყვანეს უფრო მკაცრი ტიპის დაწესებულებაში. ფარმან ჯეირანლის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელებაა. „იურისტებისთვის ეჭვგარეშეა, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ყველანაირი ნორმის […]

ზვიად კუპრავა სუსში დაიბარეს – როგორ დახარჯა ხელისუფლებამ რესტორნებში 6 თვეში 4 მილიონი

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც გაირკვა, სამართალდამცველები შაბათის კურიერში გასული სიუჟეტის თემით დაინტერესდნენ, სადაც თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი. საქმე ეხება 4 მილიონი ლარის გაფლანგვას, რომელიც კუპრავას ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებმა სარესტორნო მომსახურებისათვის დახარჯეს. „სისხლის სამართლის საქმეში ოფიციალურ დევს ამის დამადასტურებელი მასალები, თუ როგორ მიირთმევენ 4 მილიონ ლარს ხელისუფლების მაღლი თანამდებობის პირები, […]

ადვოკატი კეკენაძე – “შსს და პროკურატურა გიორგი ჭანტურიას ოჯახს პირადი მასალებით აშანტაჟებენ”

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ოჯახი სახელმწიფო უწყებებს შანტაჟში ადანაშაულებს. ადვოკატის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები ჭანტურიების ოჯახსა და მათ გარემოცვას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებით ემუქრებიან, სანაცვლოდ კი მათგან ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას ითხოვენ. უფლებადამცველის თქმით, ამასთან დაკავშირებით მათ უკვე მიმართეს სხვადასხვა უწყებებს და სახალხო დამცველს, თუმცა, უშედეგოდ. „ყოველგვარ […]