ნარკოდანაშაულისთვის ცირკთან დაკავებული ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი ოთარ იაშაღაშვილია

ნარკოდანაშაულისთვის ცირკთან დაკავებული ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი ოთარ იაშაღაშვილიაეკონომიკის სამინისტროს იმ მაღალჩინოსნის ვინაობა, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 2 პირთან ერთად დააკავეს, კურიერისთვის ცნობილი გახდა.
ოთარ იაშაღაშვილი, სხვა დაკავებულებთან ერთად, სამართადამცველებმა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს აიყვანეს, როცა ერთ-ერთი მათგანი ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ახდენდა.

დაკავებული ოთარ იაშაღაშვილი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, უახლოესი გარემოცვის წევრია. იაშაღაშვილი იურიდიულ დეპარტამენს ჯერ ფინანსთა, მოგვიანებით კი ეკონომიკის სამინისტროში ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, შსს-მ თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა.