შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფონდო ბირჟაზე თაღლითობის და კიბერდანაშაულის ბრალდებით „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ხუთი თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინეს. დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა […]
კატეგორია: სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მესამედ დაიბარეს
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე მესამედ დაიბარეს. მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში დღეს ელოდებიან. მაჩალიკაშვილი უწყებაში დაბარება ტერორიზმის მხარდაჭერის მუხლით მიმდინარე საქმის გამოძიების ფარგლებში ხდება, მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო უწყების გააქტიურებას მასზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს. “ჩემი წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც სისულელე მათქმევინონ. იმიტომ რომ, არის ხოლმე, როცა […]
თბილისში მოზარდებმა ყავის სახლი გაქურდეს – ვიდეო
თბილისში ყავის სახლი Dom Kofe-ს ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ყავის სახლის უსაფრთხოების კამერებით გადაღებული მასალა, რომელზეც ობიექტის კარის შემტვრევის და გაქურდვის მომენტია ასახული, სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ორი სავარაუდოდ არასრულწლოვანი პირი ჩანს. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მათივე […]
მკვლელობა ქარელში – ჯარისკაცი სანადირო თოფით მოკლეს
მკვლელობა ქარელში – სოფელ ხვედურეთში მე-13 ბატალიონის ჯარისკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცს ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს. ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ტარიელ ონიანს რუსეთიდან აძევებენ – ვიდეო
რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა ხელი მოაწერა ბრძანებას,, რუსეთიდან რუსული კრიმინალური სამყაროს ლიდერობის მთავარი პრეტენდენტის ტარიელ ონიანის გაძევების შესახებ. ონიანი კრიმინალურ წრეებში ცნობილია სახელით როგორც ტარო. მინისტრმა ბრძანებას ხელი 6 აგვისტოს მოაწერა, რუსულ მედიაში კი ინფორმაცია 14 აგვიტოს გავრცელდა. ე.წ „კრიმინალურ ავტორიტეტს“ დოკუმენტი შსს-ს წარმომადგენელმა განსაკუთრებული რეჟიმის #6 კოლონიაში „შავ დელფინში“ გააცნო, რომელიც სოლ-ილეცკში […]
ვარკეთილში მოკლული გია ფეიქრიშვილის ცოლი თეა ბარსონიძე დააკავეს
8 აგვისტოს ვარკეთილში მოკლული გია ფეიქრიშვილის მეუღლე თეა ბარსონიძე პოლიციამ დააკავა – ამის შესახებ დრონი.ჯი-ს სანდო წყარომ აცნობა. მისივე თქმით, საქმე მკვლელობის თანამონაწილეობას ეხება. დრონი.ჯი შეეცადა ინფორმაციის შსს-სთან გადამოწმებას, თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. შეგახსენებთ, რომ გია ფეიქრიშვილი საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს, მისი მეგობარი კი დაჭრეს. რაც შეეხება მეუღლეს, რომელიც […]
“უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი” – რატომ ჩამოიხრჩო თავი 18 წლის მათე კვარაცხელიამ
რამდენიმე დღის წინ 18 წლის მათე კვარაცხელია გვიან ღამით, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. შსს-ში ადასტურებენ, რომ ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვნის მუხლით დაიწყო. 16 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე მათე კვარაცხელიამ Facebook-ის პირად გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ კარგი იქნებოდა, ადამიანი მართლა ისე ცხოვრობდეს, თითქოს ეს მისი უკანასკნელი დღე იყოს. […]
სკანდალი გორში – გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები “გორმედის” რეანიმაციაში შეიჭრნენ
გორში, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 60 წლის მამაკაცის გარდაცვალებას პაციენტის ახლობლების მხრიდან საავადმყოფოს მედპერსონალის მიმართ აგრესია მოჰყვა. გარდაცვლილის ნათესავები რეანიმაციულ განყოფილებაში შეიჭრნენ. პაციენტის ოჯახის წევრები მამაკაცის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებდნენ და ემუქრებოდნენ. სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. აღნიშნული პირი ,,გორმედში“ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გათენებისას შეიყვანა. კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, მთელი დღის […]
31 წლის მამაკაცმა ზემო ალვანში თავი მოიკლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში 31 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. „წლების განმავლობაში „ლიბერთი ბანკში“ მუშაობდა. ბოლოს სამსახურიდან წამოვიდა. დედა საზღვარგარეთაა სამუშაოდ. აქ მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა“, – უთხრა „რეგინფოს“ ზემო ალვანში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ზურაბ ყიზილაშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რეგინფო
“ძალიან ბევრი საზიზღრობა ვიდეო გადამაღებინა და გამაგზავნინა. შემდეგ ამ ვიდეოებით დამიწყო შანტაჟი” – რა წერილი დაუტოვა ნატა ბოლქვაძემ თვითმკვლელობამდე დედას
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი თვითმკვლელობის გახმაურებულ ფაქტზე ნატანებში მცხოვრები მევლუდ თეზიაშვილი დააკავა. 16 წლის ნატა ბოლქვაძის თვითმკვლელობის ამბავი 15 აგვისტოს გახდა ცნობილი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მოზარდი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ შესაძლოა ვითმკვლელობის მიზეზი ახალი ინტერნეტთამაში გამხდარიყო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გოგონას მამაკაცი სექსუალურ ნიადაგზე აშანტაჟებდა. მევლუდ თეზიაშვილი მოზარდმა ფეისბუქის […]










