ტარიელ ონიანს რუსეთიდან აძევებენ – ვიდეო

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა ხელი მოაწერა ბრძანებას,, რუსეთიდან რუსული კრიმინალური სამყაროს ლიდერობის მთავარი პრეტენდენტის ტარიელ ონიანის გაძევების შესახებ. ონიანი კრიმინალურ წრეებში ცნობილია სახელით როგორც ტარო. მინისტრმა ბრძანებას ხელი 6 აგვისტოს მოაწერა, რუსულ მედიაში კი ინფორმაცია 14 აგვიტოს გავრცელდა.

ე.წ „კრიმინალურ ავტორიტეტს“ დოკუმენტი შსს-ს წარმომადგენელმა განსაკუთრებული რეჟიმის #6 კოლონიაში „შავ დელფინში“ გააცნო, რომელიც სოლ-ილეცკში მდებარეობს, სადაც ის ამჟამად 10-წლიან სასჯელს იხდის. ერთ წელზე ნაკლებ დროში ონიანმა ციხე უნდა დატოვოს და შსს-ს ხელმძღვანელის ბრძანების თანახმად ვალდებულია მყისვე დატოვოს რუსეთი. ინტერნეტში ვიდეო ვრცელდება, სადაც ასახულია ონიანის რეაქცია კოლოკოლცევის ბრძანებაზე.