ფარული აუდიოჩანაწერით, რომელიც გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მასალებში დევს, ირკვევა, რომ ბრალდებულის ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ავტომატურ იარაღს და ვაზნებს ბრალდებული გიორგი ჭანტურია სახლში ინახავდა. „ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება მთავარი მოწმის ჩვენება, სადაც ის ყვება, რომ 15 იანვარს გიორგი ჭანტურია მოკლულის კაბინეტიდან იარაღით ხელში გამოვიდა. ფარული საგამოძიებო მოექმედებების შედეგად საქმეში დევს რამდენიმე მტკიცებულება, მათ […]
კატეგორია: სამართალი
გიორგი ჭანტურიას ბრალი წარუდგინეს
გიორგი ჭანტურიას ბრალი წარუდგინეს, – ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. “მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებიდან გამომდინარე შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამ დრომდე ჩვენ მტკიცებულებები არ გვქონდა გადმოცემული. ახლა გადმოგვეცა. გამომძიებელმა დაიწყო გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა. ჩვენი სურვილი იყო, რომ დეტალურდ მიგვეწოდებინა გამოძიებისთვის ინფორმაცია. […]
ვარკეთილში მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა. “2018 წლის 8 აგვისტოს ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის 25-ე კორპუსის სადარბაზოში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები 1989 წელს დაბადებული ც.გ.-ს დასაკავებლად. პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ საღამოს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულია 41 წლის მამაკაცი. ასევე, […]
ხორავას ქუჩის მკვლელობაზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულები სასამართლომ გაათავისუფლა
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული სამივე პირი დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლომ დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა, რომელიც დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა და მათ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. რუსთავი 2
ვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლის კი დაჭრეს
ვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორიs სიტყვიერ შელაპარაკებას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა. როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად მოხდა. რაც შეეხება დაჭრილს, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა,. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – მკვლელობის შემთხვევაში, სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან […]
ადვოკატი ანი კეკენაძე – ”გიორგი ჭანტურია უდანაშაულოა, შსს ცირკს და მასკარადს დგამს”
გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ანი კეკენაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და შსს „ცირკს და მასკარადს დგამს“. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციასთან განუცხადა, სადაც საქმის მასალების გადასაცემად მივიდა. როგორც პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებმა მას საქმის მასალები არ გადასცეს და ამის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ საქმის მასალების ასლები […]
ნათია მეზვრიშვილი – ”სამსონ ქუთათელაძე გიორგი ჭანტურიამ მოკლა”
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალ ქუთათელაძის გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1981 წელს დაბადებული გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე […]
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ჭანტურიას სახლიდან სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სახლიდან სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს. ადვოკატების თქმით, იარაღი ჩადებულია და ჭანტურიას არ ეკუთვნის. ჭანტურია ქუჩაში, სახლთან ახლოს დააკავეს. „იარაღი ჩადებულია. ბოლო სამი დღე, სახლი დაკეტილი იყო, არავინ იმყოფებოდა. არის შესასვლელი ეზოდან, საიდანაც ამ იარაღის შეტანა შესაძლებელია“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. სამსონ ქუთათელაძის […]
კორცხელის საქმეზე ბრალდებულებს ფულადი ჯარიმები დააკისრეს
კორცხელის საქმეზე ბრალდებულები ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გიორგი გოგიძეს 3000 ლარის გადახდა დაეკისრა, გიორგი გიგაურს 4000 ლარის, ნოშრევან წურწუმიას – 5000, კობა ტყეშელაშვილს – 6000, ვლადიმერ გეგეშიძეს კი 7000 ლარის. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებამდე აღნიშნა, რომ სპორტსმენებს სასჯელი შეცვლილი მუხლით – 125-ის პირველი ნაწილით შეფარდათ, რაც ცემას […]
საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით ქართველი ემიგრანტი ნინო ინაიშვილია დაკავებული
საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ქართველი ემიგრანტი ნინო ინაიშვილია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში არ ყოფილა. დაკავებულის მეზობლების თქმით, ის საბერძნეთში ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სულ დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრი აიყვანეს. გამოძიება დაკავებულებს ახალშობილებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. დაკავებულთა უმეტესობა ბულგარელები არიან.ათენის ერთ-ერთ გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა კონტაქტი დაამყარეს 40 წლის ქართველ […]









