კატეგორია: სამართალი

საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბავშვებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ახალშობილებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილი. მათ შორისაა საქართველოს მოქალაქე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად სულ დაკავებულია ცხრა ადამიანი. საქართველოს მოქალაქე ერთი ადამიანია, დანარჩენები კი ბულგარეთის მოქალაქეები არიან. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩვილი ბავშვებით სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ვაჭრობდა. სამართალდამცველებს კონტაქტი ჰქონდათ 40 წლის ქართველთან, რომელმაც ცოლქმრად წარმოდგენილ ოფიცრებს […]

პედოფილიის 44 ეპიზოდში ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვნებთან სქესობრივ კავშირს ფარულად იღებდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომლის დეტალები საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. „პრაიმტაიმის“ მკითხველი პირველად  შეიტყობს პედოფილიის შემზარავ ისტორიას, რომელსაც ათობით დაზარალებული არასრულწლოვანი ჰყავს, მათგან ყველაზე უმცორისი 10 წლის, ყველაზე უფროსი კი 14 წლის არის. საქმის მთავარი ფიგურანტი 43 წლის ლიფტიორია, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებთან სქესობრივ კავშირს ძირითადად ლიფტში ამყარებდა. არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე ამ საქმის განხილვამ […]

მეშახტეების დაღუპვის ფაქტზე შსს-მ 7 პირი დააკავა

ტყიბული, პშსს-ს ცნობით, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით დაკავებულია 6 პირი. დაკავება, ტყიბულში, მინდელის შახტში 5 აპრილს მომხდარს უკავშირდება. შსს-მ დააკავა კიდევ ერთი პირი, რომელიც 2 ივნისს მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, რის გამოც 2 მუშა დაიღუპა. საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებულები არიან მინდელის სახელობის შახტის დირექტორი – ა. ა., ამავე შახტის მთავარი […]

სროლა გორში – ახალგაზრდა ქეიფის დროს დაჭრეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თანასოფლელები ერთად ქეიფობდნენ. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ შეიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მოგვიანებით დაჭრილი ახალგაზრდას ჩაუტარდა ოპერაცია თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს […]

მუსა ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მუსა ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის სასამართლოს მოსამართლემ, რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მუსა ხანგოშვილს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და ძალადობა ედება ბრალად. ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან, დაახლოებული ხანგოშვილი ბრალს არ აღიარებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. რუსთავი 2

მიხეილ ხუბუტია – “ეს რატომ ჩაიდინე შვილო, რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?!”

ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია სოციალურ ქსელში შვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. “ეს რატომ ჩაიდინე შვილო, შენ ხომ მზრუნველი, კეთილი და განათლებული იყავი, რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?!” – წერს ხუბუტია. ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი, ნიკოლოზ ხუბუტია, მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის კარი […]

“სუს-ის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოზაშვილს ბრალი შეიძლება დაუმძიმდეს” – პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადება

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ მალხაზ ტოხოზაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. განცხადება ამის შესახებ, საქმის პროკურორმა გააკეთა. პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, დაკავებულს ოფიციალურად ბრალი საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი, თუმცა ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტერორისტულ ორგანიზაციაში დახმარებისა და მასში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს. „გამოძიება მიმდინარეობს ასევე, სხვა მიმართულებით, ეს გახლავთ, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და მისი დახმარების ფაქტზე. შესაბამისად, მომავალში იმისდა მიხედვით, თუ […]

“რაიან სმიტი სხვა კაცმა აწამა და მოკლა” – სმიტების მკვლელობის სკანდალური დეტალები

ახალი და სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი ხადის ხეობაში მოკლული ამერიკელი სმიტების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში. სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის 19 წლის მალხაზ კობაურის ადვოკატი „ნიუპოსტთან“ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რაიან სმიტი სიკვდილამდე ნაცემი და ნაწამებია. ალექსანდრე კობაიძე ბრალდებულის ჩვენებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გარდაცვლილ რაიან სმიტს კონფლიქტი მოუვიდა უცნობ პირებთან, რომელიც მისი მკვლელობით დასრულდა. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ დაზიანებების […]

სუს-მა მალხაზ ტ. დააკავა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ.-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული პირი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო […]

ბახმაროში დამსვენებლებმა პოლიციელი ცემეს – 4 პირი დააკავეს

ბახმაროში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციელი სცემეს. “გურიის მოამბისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. კურორტზე, ერთ-ერთ უბანზე მყოფი დამსვენებლები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი სუფრასთან მყოფ ახალგაზრდებს შორის დაიწყო. სხვა დამსვენებლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისული სამართალდამცველებიდან კი ერთერთი ჩხუბში მონაწილეებმა სცემეს. ჩხუბის მონაწილე 4 პირია დაკავებული. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე […]