საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სოფელ მსხალგორის სიახლოვეს არსებულ მთებში, კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება მათთან 26 ივლისს შევიდა და ურთულესი რელიეფის გამო შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება. პროცესში 27 ივლისს, გამთენიისას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
კატეგორია: სამართალი
ავარია ზესტაფონთან – დაღუპულია მოტოციკლისტი
ზესტაფონთან ახლოს ავარია მოხდა. მოტოციკლისა და ავტომანქანის შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. დაშავებული 30 წლამდე ასაკის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმარი დააკავა
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ცოლ-ქმარი დააკავეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ცოლ-ქმარი, 1968 წელს დაბადებული გ.გ. და 1964 წელს დაბადებული ი.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული […]
მიხეილ კალანდია შეიძლება დააკავონ – დეკანოზ შიო მენაბდის შვილმა მიხეილ კალანდია დავით სარალიძისთვის ჭრილობების მიყენებაში დაადანაშაულა
დავით სარალიძის მკვლელობის ან დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით შესაძლოა, უახლოეს დღეებში მიხეილ კალანდია დააკავონ. არასრულწლოვნის მკვლელობიდან, თითქმის, 8 თვის შემდეგ მირზა სუბელიანის ახლო ნათესავის წინააღმდეგ მტკიცებულებები დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიპოვა. „კურიერის“ ინფორმაციით, დანაშაულში კალანდიას მონაწილეობაზე ახსნა-განმარტებები კომისიის წევრებს სისხლიანი დაპირისპირების უშუალო მონაწილეებმა მისცეს, მათ შორის არის დეკანოზ შიო მენაბდის შვილი. მოზარდი კიდევ ოთხ არასრულწლოვანთან ერთად ხორავას […]
შოაიფ ბორზიევს 13 წელი მიესაჯა, რამაზ მარგოშვილს – 12, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს – 11, ზურაბ იდოიძეს – 10
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შოაიფ ბორზიევს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რამაზ მარგოშვილს – 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს – 10 წლით. ასევე 13 წელი მიესაჯა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალდებულ რუსლან შავაძეს, რომელიც ამჟამად ძებნაშია. ადვოკატები აცხადებენ, რომ განაჩენს […]
ნარკოდანაშაული შესაძლოა, სიკვდილით დასჯადი გახდეს – ოკუპირებულ აფხაზეთში საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. დეპუტატებმა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებას პირველივე მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის მიხედვით, არაღიარებულ რესპუბლიკაში ნარკორეალიზატორებს სიკვდილით დასჯიან ან სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. ასევე, ბრალდებულის საკუთრებაში არსებული ქონების კონფისკაცია მოხდება. ცვლილების ინიციატორის ე.წ. დეპუტატ დიმიტრი დბარის განმარტებით, ეს კანონი გავრცელდება მხოლოდ ნარკომოვაჭრეებზე და არა რიგით ადამიანებზე, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ. გარდა ამისა, […]
„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე ბაჩო და დათა ახალაიების, ასევე მეგის და ლევან ქარდავების გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“, ციხეში პატიმართა წამებისა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულებისთვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის ფაქტთან დაკავშირებით არსებულ საქმეზე ბ.ა., […]
“პოლიციელი ივანე ჯავახიშვილი პოლიციელებმა ცემეს და სამხრეები ჩამოაგლიჯეს”
დაცვის პოლიციის თანამშრომელი გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს – ივანე ჯავახიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს შსს-ს თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტში გენინსპექციის რამდენიმე თანამშრომელი მონაწილებდა, რომლებმაც ჯავახიშვილს ფორმიდან სამხრეები ჩამოახიეს. ჯავახიშვილი სამართალდამცველებმა უწყებაში დისციპლინური სამართალწარმოების გამო დაიბარეს, რადგან დაწყებულია გამოძიება მისი მხრიდან მეუღლის მიმართ მუქარაზე. „კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა მეუღლესთან, მაგრამ არავითარი ისეთი. […]
ბათუმში ლ.კ.-მ 4 პირი დაჭრა – სისხლიანი გარჩევა ანბანის კოშკთან
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, ღამით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა […]
ანტალიაში 17 წლის ქართველი ტურისტი ნ.ბ. ტანსაცმლის მოპარვისთვის დააკავეს
თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ მანავგათის პოლიციამ 17 წლის ქართველი ტურისტი ნ.ბ დააკავა. როგორც თურქული მედია წერს, საქართველოს მოქალაქე სავაჭრო ცენტრიდან ტანსაცმლის მოპარვაშია ბრალდებული. რამდენიმე ხნის წინ მან სავაჭრო ცენტრის გასახდელში ტანსაცმელს დამაგრებული ჩიპები მოხსნა და სავაჭრო ობიექტიდან ისე მოიპარა. მისი ეს ქმედება სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მოგვიანებით საქართველოს მოქალაქე ისევ დაბრუნდა აღნიშნულ სავაჭრო ცენრტრში, მას თან […]










