კატეგორია: სამართალი

”დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი” – თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვეს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კვლავ პატიმრობაში რჩება. სხდომა აბაზოვისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი არიან აბაზოვის ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები ტრანსფარანტებით – ,,დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი”, ,,გათავისუფლდეს პატიმრობიდან”. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სასამართლოს თემურ აბაზოვის პატიმრობაში დატოვების მტკიცებულებები და არგუმენტები არ ჰქონდა, აქედან […]

გიორგი ელგანდაშვილი – ”ჭუბერის და ხაიშის მოსახლეობამ საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას”

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ჭუბერსა და ხაიშში სპეცრაზმის მობილიზების საჭიროება გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ელგანდაშვილმა განაცხადა. „ბოლო პერიოდში გაიზარდა ხე-ტყის უკანონოდ ჭრის შემთხვევები, შესაბამისად, […]

თემურ აბაზოვი დაკავებაში კვირიკაშვილის მთავრობას ადანაშაულებს

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პროკურატურას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და აღნიშნავს, რომ უწყება საქმის გამოძიებას აჭიანურებს. ამის შესახებ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. „ბევრი შეცდომა დაუშვა პროკურატურამ, იყო შიშის ფაქტორი, ზაზა სარალიძის გამოსვლები. მაშინდელ ქვეყნის პირველ პირებს დაუკავშირდნენ. იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვმეგობრობდი და მაშინდელმა პირველმა პირებმა უთხრეს, მიდით ბოლომდეო. […]

ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს მაღალჩინოსნების დაკავებას – ”დღის ბოლოს საგამოძიებო სამსახური გააკეთებს განცხადებას”

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური. „ეს არის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ხის მორები და ფიცრები, შეიძლება გაგიკვირდეთ იმპორტის ხელშეწყობა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური. ხე-ტყეს სჭირდება დაცვა და დღევანდელი დღეც ამის დასტურია, სვანეთში მიმდინარე ღონისძიება სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება, […]

პოლიციის მობილიზაცია და დაპირიპირება სვანეთში

ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას შესაბ ფინანსური პოლიციის საგამძიებო მოქმედებებს სვანეთში – ხაიშსა და ჭუბერში დაპირიპირება მოქყვა, რის გამოც რაიონში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანა გახდა საჭირო. შსს-ში დამატებითი 1000-ზე მეტი პოიციელის შეყვანას ადასტურებენ თმცა ამ დროპითვის დაკავებული არავინ არის. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ინფორმაცით გამოვლენილია ხე-ტყის მასშტაბური უკანონო მოპოვების ფაქტები, თუმცა დამატებით დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. […]

პოლიციელს, რომელმაც ფოთში ნაზიმ გუზანოვი მოკლა, მოსამართლე ნატრული აკობიამ პატიმრობა შეუფარდა

ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულის სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბრალდებულის უფლებადამცველმა შუამდგომლობა პოლიციელის გირაოს სანაცვლოდ გამოშვების შესახებ დააყენა, თუმცა მოსამართლე ნატრული აკობიამ არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის სამეგრელო -ზემო სვანეთის პროკურორის, დავით პაპავას განმარტებით, საქმეში არსებული რამდენიმე მოწმე და ამოღებული ნივთმტკიცება იძლევა იმის საფუძველს, […]

აშშ-ში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

მრავალმილიონიანი თაღლითური სქემა – აშშ-ში თაღლითობისთვის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.თაღლითური დაჯგუფება ინტერნეტ აუქიონზე მანქანების გამყიდველებად ასაღებდნენ თავს და ფიქტიური კომპანიების საშუალებით დაზარალებულებისგან არარსებული ავტომობილების სანაცვლოდ თანხას იღებდნენ. ნიუ-იორკის შტატის პროკურატურის ინფორმაციით, სულ დაკავებულია დაჯგუფების 11 წევრი.

“სადარბაზოში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა” – განზრახ მკვლელობი მცდელობისთვის 20 წლის ბიჭი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 22 ივლისს, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ცივი […]

“ბრალს არ აღიარებს და არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ თვლის”- რა უთხრა მალხაზ კობაურმა ახალ ადვოკატს

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი ალუდა ბუჩუკური მალხაზ კობაურს გლდანის # 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, კობაური ბრალს არ აღიარებს და არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ თვლის. მისივე თქმით, კობაურს სამართალდამცველები ისევ დაკითხავენ. “ამ ეტაპზე თავს ვიკავებ ყოველგვარი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან, ვიდრე გამოძიებას არ მიაწვდის სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას. […]

თორნიკე კაჭარავას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სიძის მეგობარ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თორნიკე კაჭარავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.