ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია მიმდინარე კვირას ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, შს მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს გამოკითხავს. ამასთან, ამავე კვირაში გამოიკითხებიან მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გ.ჯ. და გ.ბ.
კატეგორია: სამართალი
იტალიაში 31 წლის ქართველი კაცი ქალის ცემის გამო დააკავეს
იტალიელმა პოლიციელებმა საქართველოს მოქალაქე 31 წლის კაცი ქალის ცემის ბრალდებით დააკვეს. იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ ქალაქ კარპიში ყოფილ მეგობარ ქალს სახეში მუშტი დაარტყა. შემთხვევა დააფიქსირეს სასტუმროს ვიდეოკამერებმა, სადაც მსხვერპლი მუშაობს. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ვიდეომტკიცებულებები. იტალიელმა სამართალდამცავებმა დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს. ნეტგაზეტი
თელავში ძმამ ძმა დაჭრა
თელავში ძმამ ძმა დაჭრა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამე მოხდა, რასაც წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. დაპირისპირების დროს 50 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით კისრის არეში დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით პრობლემებს უკავშირდება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს სოფელ გაჩიანში. როგორც გაირკვა, პოლიცია და ახლობლები მას რუსთავში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ. მამაკაცი საკუთარ ავტომობილთან ნახეს გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პირველადი დათვალიერებით მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი
თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს გაუპატიურებისა და კიდევ 6 ახალი ბრალი წაუყენეს
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. გაირკვა, რომ მამინაცვალს, რომელსაც 25 წლის გერის, თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავებიან, 7 ახალი ბრალი წაუყენეს, მათ შორისაა გაუპატიურება. გამოძიება 50 წლის მამაკაცს, თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, […]
ძარცვა და დაჭრა ისანში – პოლიციამ ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძარცვის, პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 2 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა 2001 წელს დაბადებული ი.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით, ხოლო 1998 წელს დაბადებული მ. ბ. პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობით ხელის შეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს-მ, […]
ძარცვა ისანში – დაჭრეს 1 ახალგაზრდა
ძარცვის მცდელობის დროს ისანში, ქეთევან წამებულის 65 ნომერში ერთი ახალგაზრდა დაჭრეს. კაცმა ჩანთა წაართვა ქალს და გაქცევის დროს მას იქვე მყოფი ახალგაზრდები დაედევნენ. წინააღმდეგობის გაწევისას, მძარცველმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა ერთ-ერთ ბიჭს. ადგილზე პოლიცია და ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვმიტანილი კი დანაშაულის ადგილზე რჩება. მას სამართალდამცველები პოლიციის მანქანაში კითხავენ. იმედინიუსი
ტრანსგენდერი ქალი ამანდა სამმა ქართველმა სამხედრომ სცემა
საქართველოს შეირაღებული ძალების სამი სამხედრო ტრანსგენდერი ქალის ცემაშია ბრალდებული. მძიმე დაზიანებები ტრანსგენდერ ქალს, კურიერის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამმა სამხედრომ მიაყენა. სექსმუშაკ ამანდას ჯარისკაცები თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ორთაჭალაში მის სამუშაო ადგილას იმყოფებოდა. ტრანსგენდერი ქალის მტკიცებით, შეირაღებული ძალების მთვრალი თანამშრომლები მისმა იდენტობამ გააღიზიანა. მამაკაცები რომ ნამდვილად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ, ამას თავად დაზარალებული სექმუშაკიც ადასტურებს. […]
ავღანეთში 4 ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ ამერიკულმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო
ავღანეთში დისლოცირებული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ ამერიკის შეირაღებული ძალების სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს. ბაგრამის სამხედრო ბაზიდან კურიერს წყარო უყვება, რომ ქართველი სამხედროებს ქურდობაში სდებენ ბრალს. წყაროს ცნობით, ქართველმა ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ნივთები მოიპარეს, რომელიც შემდეგ, ჩხრეკის დროს, მათ ყაზარმებში იპოვეს. ნივთების ნაწილი ბაზის ტერიტორიიდან იყო გატანილი და […]
საბერნეთში ქართველი ჩემპიონი შმაგი სონიშვილი, იგივე ტარიელ ზინდირიდისი, დააკავეს
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის დასაკავებლად ათენის გარეუბანში სპეცოპერაცია ჩატარდა. ბერძენმა სამართალდამცველებმა 23 ბინის გაქურდვის ბრალდებით საბერძნეთში მცხოვრები 31 წლის ქართველი სპორტსმენი ტარიელ ზინდირიდისი, იგივე შმაგი სონიშვილი აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს დაიჭირეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი კიდევ ერთი ქართველი, რომელსაც ბრალად ასევე სახლების ძარცვა ედება. ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ის ხელსაწყოები ამოიღეს, რომლის დახმარებით ქართველები ბინებში აღწევდნენ. სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია […]










