ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს პროკურატურის წარმომადგენლები გამოკითხეს. კომისიის წევრების შეკითხვებს თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიების საპროცესო ხელმძღავნელობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გაბოძე პასუხობდნენ. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, მირზა […]
კატეგორია: სამართალი
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ, მიხეილ კალანდიას გამოჰკითხავს
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი დღეს ორ მოზარდს გამოჰკითხავს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მიხეილ კალანდიაა, თუმცა კომისიის წევრები ამ თემაზე არ საუბრობენ. რამდენიმე არასრულწლოვნისგან განმარტებები კანონმდებლებმა მანამდე უკვე მოისმინეს. მათი შეფასებით, გაურკვეველია, თუ რატომ აცხადებდა გამოძიება, რომ მოზარდები მათთან არ თანამშრომლობდნენ. კომისიის წევრები იმ საგამოძიებო ღონისძიებებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც არ ჩატარებულა. „როდესაც […]
კომპიუტერული თამაშის მსხვერპლი – გურჯაანში 26 წლის ანზორ სეფიაშვილს ეძებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 19 ივლისის შემდეგ, 26 წლის ანზორ სეფიაშვილს ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, ის შესაძლოა ერთ-ერთი კომპიუტერული თამაშის მსხვერპლი გამხდარიყო., რადგან მისი დაკარგვის პირველი შემთხვევა არ არის. მათივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს კონფლიქტი არავისთან ჰქონია თუმცა, ბოლო სამი თვის განმავლობაში ის არავის ეკონტაქტებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანზორ სეფიაშვილის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მალხაზ კობაურს სახაზინო ადვოკატი ალუდა ბუჩუკური დაიცავს
ხადის ხეობაში სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ისევ ის სახაზინო ადვოკატი დაიცავს, რომელსაც საქმე თავდაპირველად დაეწერა. ალუდა ბუჩუკური საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კერძო ადვოკატმა დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა. ადვოკატი 19 წლის მწყემსს, გლდანის ციხეში 24 ივლისს მოინახულებს. შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გაყვება თუ არა დაცვის მხარე თავდაპირველ ვერსიას, რომელზეც ბრალდებული საუბრობდა. კობაური ამბობდა, რომ სმითები […]
პოლიციელი, რომელმაც ფოთში ნაზიმ გუზანოვი მოკლა, დააკავეს
პოლიციელი, რომელმაც დღეს დილით ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს, ნაზიმ გუზანოვს, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დაკავებულია – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის […]
მიხეილ შაყულაშვილი – ”მირზა სუბელიანმა მითხრა, რომ მკვლელობა 51-ე სკოლასთან მისი შვილის და შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა”
”ზვიად ფხაკაძესთან კომისიის სხდომის შემდეგ ჩვენც გაგვიჩნდა გარკვეული კითხვები”, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, კომისიის წევრები დაინტერესდნენ, თუ რატომ განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ის, რომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის დაჭრის მომენტში იმყოფებოდა ფარდულიან 8-9 […]
გიორგი გაბოძე – ”ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს მიხეილ კალანდიას ვიცავ, მისი დაცვის არანაირი სურვილი არ მაქვს”
”ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს მიხეილ კალანდიას ვიცავ, მისი დაცვის არანაირი სურვილი არ მაქვს”, – ამის შესახებ თბილისის პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი გაბოძემ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გაბოძეს და “ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს შორის დიალოგი წარიმართა იმასთან დაკავშირებით, უნდა წაეყენებინა თუ არა პროკურატურას ბრალი მ.კ.-სთვის დანაშაულში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით. პროკურორი აცხადებს, რომ […]
პოლიციელმა ფოთში 20 წლის ნაზიმ გუზანოვი მოკლა
ფოთში პოლიციელის მიერ დაკავებისას მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია – ის 1998 წელს დაბადებული ნაზიმ გუზანოვია, 20 წლის მამაკაცი წარსულში რამდენიმეჯერ ნასამართლევია. „კურიერის“ ცნობით, გუზანოვი 26 მაისს პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 19/177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით იქნა მიცემული. მას ბრალად თიბისი ფეის ჩასარიცხი აპარატის ჯგუფურად ქურდობის მცდელობა ედებოდა. ნაზიმ გუზანოვს პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ის მოგვიანებით […]
სროლა ფოთში – მამაკაცი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, პოლიციელმა მოკლა
ფოთში მამაკაცს, რომელიც თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა. თავის არეში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტს სამართალდამცველი შეესწრო. დაკავებისას პოლიციის თანამშრომელს დამნაშავემ, წინააღმდეგობა გაუწია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. რაც შეეხება სამართალდამცველის მხრიდან სროლის ფაქტს, შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება […]
“მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი თავისი ხელით დაახრჩო” – სმიტების მკვლელობის ახალი დეტალები
სმიტების მკვლელობის ახალი დეტალები – ლორა სმიტი გაუპატიურების შემდეგ სავარაუდოდ მკვლელმა თავისი ხელით დაახრჩო. აქამდე ვრცელდებოდა ვერსია, რომ ლორა სმიტი მაშინ დაიღუპა, როდესაც გაქცევას ცდილობდა და ხევში ჩავარდა. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა კაილები სმიტის ცხედართან ერთად ადგილზე სმიტების ფოტოაპარატიც იპოვეს, სადაც ერთ-ერთ ფოტოში იარაღით მწყემსია გადაღებული. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის ნაწილის მიხედვით, უკვე დადასტურებულია, […]










