კატეგორია: სამართალი

ადვოკატი მანელიძე – ”თორნიკე კაჭარავა თავს დამნაშავედ არ ცნობს”

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული თორნიკე კაჭარავა არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად, მანელიძე დეტალებზე საუბარს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ადვოკატის განმარტებით, კაჭარავას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი. „ბრალდების არც ერთ ნაწილში თორნიკე თავს დამნაშავედ არ ცნობს. […]

ადვოკატი გირგვლიანი: „აღარ ვაგრძელებ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დაცვას“

ადვოკატი დავით გირგვლიანი​ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღარ დაიცავს. ამის შესახებ ადვოკატმა პირველ არხს განუცხადა. სავარაუდოდ, ადვოკატმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მედიით გავრცელდა ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმადაც, ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი, მიბჯენით არის მოკლული. „საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო […]

მინდია გოგოჭურის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს

სამართალდამცველებმა თორნიკე კაჭარავა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულის სახით არის დაკავებული. კაჭარავა თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე აიყვანეს. „თბილისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულია წარსულში არაერთგზის ნასამართლები, 1989 წელს დაბადებული თ.კ. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 236-ე მუხლით“, – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში. თორნიკე კაჭარავა პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა […]

გლდანში „BEKO“-ს მაღაზია გაძარცვეს

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე მდებარე „BEKO“-ს მაღაზია გაძარცვეს. წაღებულია 15 მობილური ტელეფონი. ზარალი დაახლოებით 22 ათას ლარს შეადგენს. „BEKO“-ში აცხადებენ, რომ დანაშაული არასრულწლოვანთა დაჯგუფებას უკავშირდება. ისინი აღნიშნავენ, რომ დღემდე მაღაზია კიდევ ორჯერ გაძარცვეს, თუმცა არცერთი საქმე გამოძიებული არ არის.

ლორა სმიტი გაუპატიურებულია, 4 წლის ბავშვს კი მიბჯენით ესროლეს – რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში

ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ კურიერმა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მოპოვება შეძლო. ეს არის დოკუმენტი,  რომელმაც დაადგინა, რომ ლორა სმიტთან მკვლელობაში ბრალდებულმა სექსუალური კავშირი დაამყარა. დასკვნა სკანდალურია და წერია, რომ 4 წლის კაელებ სმიტს თოფი მიბჯენით აქვს ნასროლი და თავის ქალა ფრაგმენტირებული იყო. ექსპერტებს თავის ქალის ფრაგმენტების შესწავლა მოუწიათ. დასკვნაში წერია, რომ ბავშვის გენეტიკური მასალა […]

რა დოკუმენტი გადაუგზავნა ქუმსიშვილმა საგამოძიებო სამსახურს

გახდა თუ არა ყოფილი პირველი ვიცე პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნილი წერილი პროკურატურაში მისი გამოკითხვის მიზეზი?! BM.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც 2018 წლის 12 თებერვლით თარიღდება და რომელსაც ხელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი აწერს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნილი ოფიციალური დოკუმენტის დანართი 128-გვერდიანია, მაგრამ […]

ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დ.ღ.-ს პატიმრობა შეეფარდა – მოზარდების მკვლელობის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელა. სასამართლომ ბარლდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დ.ღ.-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საუბარია 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეზე, რომელიც ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. მას სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ედავებიან. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახეთ გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ დაცვის მხარის […]

ზაზა სარალიძე: პროკურატურა ისევ ცდილობს მკვლელებს ხელი დააფაროს

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ ზაზა სარალიძესთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომლის ფარლგებშიც ზაზა სარალიძემ მისი შვილის მკვლელობის საქმის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრძოლაა საჭირო, რათა მომავალმა თაობამ სამართლიან ქვეყანაში იცხოვროს. „მკვლელები ისევ გარეთ დადიან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი მონაცემებითაც პროკურატურა ისევ ცდილობს, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს. ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, […]

იგოეთთან ავარიის შედეგად მძღოლიც დაიღუპა

დღეს დილით იგოეთთან მომხდარი ავარიის შედეგად მძღოლიც დაიღუპა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვებით გზაში გარდაიცვალა. ავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 55 კმ-ზე, ცენტრალური ავტობანის, იგოეთის მონაკვეთთან მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსში მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა. შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]

რატომ დაემუქრა მინდია ლავასოღლი ეკა კვესიტაძეს – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლი (მინდია გორაძე) დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით.სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ […]