Bm.ge-სთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროში, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში სხვადასხვა საკითხით ინტერესდება და შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს იწყებს. Bm.ge-ს წყაროს ცნობით, საგამოძიებო სამსახური, ამ ეტაპზე, დოკუმენტების გამოთხოვას გეგმავს. “ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროკურატურის გამომძიებლები აღნიშნული უწყებებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვით შემოიფარგლებიან. მოვლენათა განვითარება სწორედ იმ მასალების შესწავლაზეა დამოკიდებული”, – აცხადებს წყარო. […]
კატეგორია: სამართალი
სასამართლომ კომპანია “ბადაგონის” დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული ქონებები დააყადაღა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელე შპს “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის” მოთხოვა დააკმაყოფილა. მოსამართლე ანა ჩოგოვაძის გადაწყვეტილებით, კომპანია “ბადაგონის” დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას მის სახელზე აღრიცხული უძრავ-მოძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა აეკრძალა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ეს ქონებებია: სს „ბადაგონში“ 100%-იანი აქციები, რომელიც აღრიცხულია გიორგი სალაყაიას სახელზე თბილისში, გაზაფხულის # 15 ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება […]
”მალხაზ კობაურმა გამომძიებელს სმიტების მკვლელი 2 პირის გარეგნობა აღუწერა” – რას ამბობს ადვოკატი გირგვლიანი
ხადას ხეობაში, ამერიკელების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური გამომძიებლებმა საკანში დაკითხეს. კობაურის უფლებადამცველის დავით გირგვლიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამომძიებლებს ის ორი ადამიანი აღუწერა, რომლებმაც, მისი თქმით, ეს მკვლელობა ჩაიდინეს. „მან სრულიად კონკრეტულად და დეტალურად აღწერა ის გარემოება, რა ვითარებაშიც შეხვდა ამერიკელ ოჯახს. ასევე, თუ როგორ მოვიდა ხადას ხეობაში ეს ორი უცნობი პიროვნება. […]
პროკურატურა – ”ვერ გეტყვით, ქუმსიშვილი და ალავიძე გამოძიებასთან თანამშრომლობენ თუ არა”
მთავარი პროკურატურა ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2018 წლის მარტის თვიდან მოყოლებული, საქართველოს პროკურატურაში ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეორე შემთხვევაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე. „გამოკითხვაზე […]
სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს გამომძიებელი საკანში კითხავს
სმიტების ოჯახის მკვლელობა ხადას ხეობაში – ბრალდებულ მალხაზ კობაურს ამ წუთებში საკანში კითხავენ. გამომძიებელი ბრალდებულთან საკანში დაახლოებით ერთი საათის წინ შევიდა. კობაურის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული გამოძიებას იმ ორი პირის გარეგნულ მახასიათებლებს აღუწერს, რომლებმაც ბექაურის განცხადებით მკვლელობა ჩაიდინეს. ადვოკატი აცხადებს, რომ მალხაზ ბექაური დამნაშავე არ არის და მკვლელობა დაკავებულის თვალწინ ორმა უცნობმა მამაკაცმა ჩაიდინა.
წითელი ავტომანქანის მძღოლი შესაძლოა ცრუ ჩვენებისთვის დააკავონ?
ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე არ გამორიცხავს, რომ ცრუ ჩვენებისთვის ადმიანები კიდევ დააკავონ. ლონდარიძე ყურადღებას ამახვილებს წითელი ავტომანქანის მძღოლზე, ნიკოლოზ იორდანაშვილზე, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რამდენიმე დღის წინ გამოკითხა. ადვოკატის თქმით, იორდანაშვილის საუბარში გარკვეული წინააღმდეგობები იკვეთება. მისივე თქმით, კიდევ არაერთი პირი იძლევა ცრუ ჩვენებას: “არსებობს არაერთი სავარაუდო ნიშანი იმისა, რომ კიდევ არაერთი პირი იძლევა ცრუ […]
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. დ.ღ.-ს მშობლებმა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს. როგორც ბრალდებულის დედა ამბობს, არასრულწლოვანს არავითარი ცრუ ჩვენება არ მიუცია და შესაბამისად, ის ბრალს არ აღიარებს. “არავითარი ცრუ ჩვენება არ მიუცია. ყველაფერს სასამართლოში ისაუბრებს. ბრალს არ აღიარებს. სასამართლოზე ის თქვა, რაც მოხდა და დაინახა”, […]
თურქეთში თარხან ბათირაშვილის ცოლი დააკავეს
სტამბოლში ISIS-თან დაკავშირებული 5 პირი, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაურის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის ცოლი სედა დუდურკაევა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. ოფიციალური უწყებებმა 19 ივლისს განაცხადეს, რომ ამ პირების დაკავება 4 ივლისს განხორციელდა. სედა დუდურკაევა ჩეჩნეთის ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის ასუ დუდრკაევას შვილია. დუდურკაევი თანამდებობიდან რამზან კადიროვმა გაათავისუფლა, მას შემდეგ, […]
აფხაზეთში რუსი ბიზნესმენი გაიტაცეს და მის გამოსასყიდად 3 მილიონი დოლარი მოითხოვეს
პეტერბურგელი ბიზნესმენი, ჰოლდინგ პოლიგრაფოფორმლენიეს გენერალური დირექტორი მაქსიმ იაკოვლევი გაიტაცეს. ის თავის საქმეებთან დაკავშირებით, ახალ ათონში იმყოფებოდა, როდესაც გამტაცებლები დაესხნენ თავს. გუდაუთის რაიონში, ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამტაცებლებმა მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 18 ივლისს 200 მილიონი რუბლი (3 მილიონ დოლარზე მეტი) მოითხოვეს. აფხაზეთის “გენერალური პროკურატურის” წარმომადგენლის, დაურ ამიჩბას თქმით, იაკოვლევი როგორც დამსვენებელი კი არა, როგორც […]
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი: “2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის […]









