პეტერბურგელი ბიზნესმენი, ჰოლდინგ პოლიგრაფოფორმლენიეს გენერალური დირექტორი მაქსიმ იაკოვლევი გაიტაცეს. ის თავის საქმეებთან დაკავშირებით, ახალ ათონში იმყოფებოდა, როდესაც გამტაცებლები დაესხნენ თავს.
გუდაუთის რაიონში, ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამტაცებლებმა მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 18 ივლისს 200 მილიონი რუბლი (3 მილიონ დოლარზე მეტი) მოითხოვეს.
აფხაზეთის “გენერალური პროკურატურის” წარმომადგენლის, დაურ ამიჩბას თქმით, იაკოვლევი როგორც დამსვენებელი კი არა, როგორც მსხვილი ბიზნესმენი გაიტაცეს. მისივე განცხადებით, შემთხვევა ივნისის დასაწყისში მოხდა.
არსებული ცნობით, იაკოვლევი, აფხაზეთში ბინზესსაქმეებისთვის ჩავიდა. ბიზნესმენს მხოლოდ აფხაზეთში შეეძლო ჩასვლა, რადგან მას შემდეგ, რაც ყოფილმა ყირგიზმა პარტნიორმა უჩივლა, იაკოვლევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ყირგიზული გამოცემა კაკტუს 2017 წლის თებერვალში აცხადებდა, რომ ბიზნესმენ იაკოვლევს უკვე ინტერპოლითაც ეძებდნენ.
ამბები

