შინაგან საქმეთა სამინისტრო ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათი განმარტებით, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია. „გამოძიება გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს და ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
კატეგორია: სამართალი
ადვოკატი – “რაიან სმიტი მკვლელებს იცნობდა, მათმა ხეობაში ნახვამ შეაშინა… მალხაზი იმიტომ არ მოკლეს, რომ ყველაფერი ამ ბავშვს დაბრალებოდა”
სმიტების ოჯახი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატი, დავით გირგვლიანი ამბობს, რომ მკვლელებს რაიან სმიტს იცნობდნენ. როგორც „ნიუპოსტს“ გირგვლიანმა განუცხადა, მკვლელობის დღეს, სავარაუდოდ, ნაცნობები შეხვდნენ, რომელთა დანახვამაც მოკლული მამაკაცი შეაშინა. „ვადასტურებთ ორი უცხო მამაკაცისა და შავი ფერის ავტომობილის არსებობას, ხეობაში იმყოფებოდა ის ორი ადამიანი, რომლებმაც მოკლეს სმიტების ოჯახი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის მკვლელობის თვითმხილველი […]
თბილისში, ელიას უბანში 20 წლის ახალგაზრდა მოკლეს
თბილისში, ელიას უბანში 20 წლის ახალგაზრდა მოკლეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მკვლელობამდე მალხაზ კობაური ლორა სმიტს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა – ადგილობრივები მწყემსის ჩაქოლვას აპირებდნენ
პროკურატურას სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ტელეფონი და სხვა მწყემსების ჩვენებები, აქვს, სადაც დაკავებული მწყემსის ბრალეულობა ნათლად იკვეთება. ეკონომისტი ირაკლი ლატარია „რეზონანსთან“ ყვება, რომ ადგილობრივი მწყემსების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს ტელეფონში გარდაცვლილი ლორა სმიტის ფოტოები ჰქონდა და ის მათ აჩვენებდა, თითქოს მისი მეგობარი გოგო იყო.მწყემსებმა გარდაცვლილი ქალი მას შემდეგ ამოიცნეს, რაც მათთან პოლიცია მივიდა და დაკარგული […]
“კოკა კობალაძეს სახეზე დანა დაადეს და უთხრეს, თუ არ იტყოდა, თვალს ამოუგდებდნენ”
გუშინ საღამოს თათა დავითულიანმა ფეისბუქში მისი შვილის, 20 წლის კოკა კობალაძის პოლიციელების მიერა სასტიკად ცემის შესახებ დაწერა. ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასტიკად ნაცემია და მას პოლიციის თანამშრომლები მათთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდნენ. ამის შესახებ 1tv.ge წერს. „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. სასტიკად არის ნაცემი. როგორც […]
ვაკის პარკში ფეხბურთის ქომაგებმა იჩხუბეს – დააკავეს 3 ადამიანი
ვაკის პარკში პოლიციამ სამი პირი დააკავა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანია დაკავებული, რომლებიც ფეხბურთის ქომაგები არიან. უწყების განმარტებით, დაპირისპირება სწორედ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მოხდა. “დაკავებულია სამი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით, 166- და 173- მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს”,- განაცხადეს შსს-ში. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში რჩებიან. […]
დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ვაჟის მკვლელობისა უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ
თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ვაჟის მკვლელობისა და მისი მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. ამის შესახებ IPN წერს. როგორც დოდო გუგეშაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის თქმის საფუძველს აძლევს რამდენიმე წლის წინ განვითარებული მოვლენები, რომელიც მისი მხრიდან საზღვრის კვეთას ეხება. კერძოდ, მისი თქმით, 2015-2017 წლებში საზღვარი გადაკვეთა უკრაინის მიმართულებით, ხოლო […]
ვინ აჩეხა სამხედრო ხიშტით 25 წლის ლუკა ფალიანი – სისხლიანი გარჩევა მესტიაში
მესტიაში, სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ახალგაზრდის ოჯახის წევრები პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობენ. სისხლიანი გარჩევა მესტიის შუაგულში, იქ მოხდა, სადაც უამრავი ტურისტი გადაადგილდება. 25 წლის ლუკა ფალიანი უმძიმეს მდგომარეობაში მესტიის საავადმყოფოში მიიყვანეს, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. სამი სავარაუდო თავდამსხმელიდან ჯერ არცერთი არ არის დაკავებული. 25 წლის ლუკა ფალიანს მკვლელმა სასიკვდილო ჭრილობა პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მიაყენა. მოკლულის ოჯახმა არ იცის, რა გახდა […]
პროკურორი ყაზარაშვილი – ”ნასვამმა მალხაზ კობაურმა რაიან სმიტს ჯერ ზურგში ესროლა, მერე თავში, შემდეგ ბავშვს ესროლა და დედას გამოეკიდა”
პროკურორის ინფორმაციით, სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა სამართალდამცველებს მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი თავად აპოვნინა. როგორც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, უშუალოდ ბრალდებულმა მიუთითა პოლიციელებს ის ადგილი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი და სხვადასხვა ნივთი გადამალა. ამასთან, პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ბრალდებულის მიერ სასამართლოზე გაჟღერებულ ვერსიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კობაური ისეთ დეტალებზე საუბრობს, რომ შეუძლებელია, ეს დეტალები […]
სმიტების ოჯახმა საქართველოში ჩამოსვლამდე ტრაგედია გადაიტანა – „მახსოვს რომ შევხვდით შავებში დადიოდა“
სმიტების ოჯახმა საქართველოში ჩამოსვლამდე ტრაგედია გადაიტანა. მათ მცირეწლოვანი შვილი დაეღუპათ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. საქართველოში გადმოსახლებული, ხალიჩების ქსოვით დაინტერესებული რაიანი მაშინ ლეილა სულეიმანოვასთან საქსოვი დაზგის სათხოვნელად მივიდა. აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის თავმჯდომარეს მან შეხვედრისას უთხრა, რომ ტრადიციული საქმის აღორძინება ტრაგედიის გადატანაში ეხმარება. „მახსოვს მაშინ რომ შევხვდით შავებში დადიოდა. დაზგებს ეძებდა იმისთვის, რომ სოფელ იორმუღანლოში ხალიჩების მქსოველებისთვის […]










