თბილისში, ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობას მორიგი გაგრძელება აქვს. როგორც დიპლომატი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, მკვლელი ამ დრომდე დაკავებული არ არის, ხოლო კახიძის ოჯახის მიმართ მუქარა და ზეწოლა გრძელდება. „ის გახმაურებული მკვლელობა, როცა ჩემი მძახალი სახლში ჩაცხრილა დაქირავებულმა მკვლელმა, ალბათ გემახსოვრებათ. მაშინ პოლიციამ ოპერატიულად იმუშავა, დაქირავებული მკვლელის ვინაობა დაადგინა, მაგრამ ის დღემდე ვერ დააკავეს. ახლა […]
კატეგორია: სამართალი
თბილისში თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის, სიმამრი მოკლეს
თბილისში, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის სიმამრი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში მოხდა და მამაკაცი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. უფრო კონკრეტულად, 65 წლის მოქალაქეს გვერდით მდებარე კორპუსიდან ნასროლი ტყვია მოხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა გარდაცვლილის ვინაობაზე არ საუბრობენ. ბრალდებული 1956 წელს დაბადებული რ.გ. დაკავებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების […]
“ვიფიქრე, რომ დავმარხო და გაცოცხლდეს, ხომ საშინელება იქნება?! ამიტომ ჩავარტყი ჩაქუჩი” – რა განუცხადა 82 წლის დის მკვლელობაში ბრალდებულმა გამოძიებას
“ვიფიქრე, რომ დავმარხო და გაცოცხლდეს ხომ საშინელება იქნება?! ამიტომ ჩავარტყი ჩაქუჩი”- ასე უპასუხა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დის მკვლელობაში ბრალდებულმა რ. თავაძემ მოსამართლე გიორგი ზვიადაძეს მომხდარის გახსენებისას. 80 წლის რ. თავაძეს გამოძიება მისი დის, 82 წლის კლარა თავაძის მკვლელობას ედავება. გთავაზობთ სასამართლო სხდომიდან მხარეების ჩვენებებს: პროკურორი შოთა ჩხაიძე: “რ. თავაძეს მიმდინარე წლის ივნისის თვეში, კონკრეტული […]
ზაზა სარალიძე: აქციებს აღარ ვგეგმავ, რადგან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს
– რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს. აღარ მინდა ჩემ გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. მისი თქმით, კონკრეტული აქცია ჯერჯერობით დაგეგმილი არ აქვს და ამ ეტაპზე მხოლოდ შსს-ს ეზოში გამოხატავს პროტესტს. კითხვაზე, ვის მიერ არის ორგანიზებული […]
ადვოკატი – ”რამაზ მარგოშვილი ჩატაევს სირიაში სუს-ის დავალებით შეხვდა”
ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული პანკისელი რამაზ მარგოშვილის ადვოკატი, ინგა ბოლოთაური, “ნიუპოსტთან” სკანდალურ განცხადებას აანონსებს. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დუმილის დარღვევა გადაწყვიტა და 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესზე იტყვის, ვისი დავალებით შეხვდა სირიაში, 2016 წლის იანვარში, აჰმედ ჩატაევს. ადვოკატმა დღეს “ნიუპოსტთან” დაასახელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი, ვის დავალებებსაც ასრულებდა რამაზ […]
ზაზა სარალიძემ შსს-ს ეზოში შიმშილობა დაიწყო
ირაკლი დოკვაძე ისევ პოლიტპატიმრად აღიარებას ითხოვს – წერილი ეკა ბესელიას
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულების პატიმრობაში მყოფი ირაკლი დოკვაძე განცხადებით მიმართავს. – ვინაიდან “ქართულმა ოცნებამ” მოსამართლეები და პროკურორები ხელისუფლების ზეწოლისაგან კი არა, არამედ სახელმწიფოსა და ერის მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულობების პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა, ჩემი ადვოკატების არაერთგზის მცდელობისა და ჩემი ორჯერ თითო თვიანი შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საქმის გადასინჯვას ვერ მივაღწიე. ვინაიდან ჩემს […]
ოზურგეთში 78 წლის კაცმა 82 წლის და მოკლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ძმამ და მოკლა და საკუთარ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ეზოში დამარხა. 82 წლის ქალის ცხედარი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ხის ძირას დამარხული იპოვეს. ცხედარი, სავარაუდოდ, 2 კვირის დამარხულია. სოფელ დვაბზუში, რ.თ.-ს საცხოვრებელ სახლში, სამართალდამცავები დილიდან მუშაობენ და ახლო პერიმეტრი ჩაკეტილი აქვთ. 78 წლის კაცმა 82 წლის დის დაკარგვის შესახებ პოლიციას 2 დღის შემდეგ […]
,,მეზობლის კაცმა დაინახა, რომ ძაღლს ადამიანის კიდური მოჰქონდა” – ჭიათურის ტრაგედიის ახალი დეტალები
ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში 26 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მეზობლის ვენახში დამწვარი ნახეს. ახალგაზრდას მეზობლები ამბობენ, რომ ბიჭს თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით კი ვენახში გარდაცვლილი იპოვეს. ,,მეზობლის კაცმა დაინახა, რომ ძაღლს ადამიანის კიდური მოჰქონდა. დაიწყეს ადგილების დათვალიერება და მიაგნეს ცხოველებისგან ნახევრად შეჭმულ ცხედარს. მორწმუნე ბიჭი იყო, რა მოხდა, ეს რატომ […]
ხაშურში მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ლ. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ხაშურში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 ივნისს, ქ. ხაშურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები […]










