კატეგორია: სამართალი

რუსთავის მე-5 ქალთა კოლონიაში 109 ქალი პატიმარი შიმშილობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ამ დროის მონაცემებით, 109 პატიმარი შიმშილობს. ქალი პატიმრები „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის ანგარიშს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, შემოწმების მიზნით, ქალთა დაწესებულებაში პატიმრების გაშიშვლების მეთოდი ისევ გამოიყენება. „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სახალხო დამცველის ანგარიში 28 ივნისს გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოწმების მიზნით პატიმართა გაშიშვლების […]

ხაშურში 35 წლის ბაკურიანელი მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა ხაშურში. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, მოკლულია 35 წლამდე მამაკაცი და დაჭრილია ერთი ახალგაზრდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა, შემდეგ კი მისი გადმოყვანა თბილისში მოხდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულიც და დაჭრილიც დაბა ბაკურიანიდან არიან და მათ შელაპარაკება ხაშურელებთან მოუვიდათ. როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ინტენსიური საგამოძიებო […]

ჭიათურაში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ჭიათურის სოფელ ნავარძეთში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთი ადგილობრივის ვენახში დამწვარი იპოვეს. გარდაცვლილს სამართალდამცავები რამდენიმე დღის მანძილზე ეძებდნენ. ფაქტზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმდებები დაწყებყლია და დანიშნულია ცხედრის ექსპერტიზა. ნიუპოსტი

სპეცოპერაცია გლდანში – კომპანია „ალბატროსის“ ოფისში სამართალდამცველები, სავარაუდოდ, ნარკოტიკს ეძებდნენ

გლდანში კომპანია „ალბატროსის“ ოფისში სამართალდამცველები აჩხრეკას რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები კომპანიის ოფისში, სავარაუდოდ, მარიხუანას და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს ეძებდნენ. სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ოფისში მარიხუანას კულტივაცია ხდებოდა. მათ ნივთმტკიცებად სამი ძირი კანაფი ამოიღეს. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ეს ყოფილი თანამშრომლის მიერ დაგეგმილი შურისძიებაა, რომელიც სამსახურიდან ცოტა ხნის წინ დაითხოვეს. კომპანია ალბატროსის იურისტი, იასონ […]

”თამთა ჯანჯღავა ფსიქოტროპულ პრეპარატებს მოიხმარდა” – რას ადასტურებს ადვოკატი შაბაშვილი

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქოტროპულ პრეპარატებს მოიხმარდა. როგორც არჩილ შაბაშვილმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, ექიმის დანიშნულებით გამოწერილი ჰქონდა მსგავსი სახის პრეპარატები. მისივე თქმით, პროკურატურა არ დაინტერესებულა იმით, თუ რის გამო მოიხმარდა ჯანჯღავა პრეპარატებს. “შესაძლოა, მკურნალობის დროს ადამიანმა მოიხმაროს ფსიქოტროპული საშუალებები, […]

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: “ხელჩართული ომი იყო…დადუნაშვილს შევესწარი, როგორ ბარბაცებდა”

ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ოცამდე მოზარდი იქნებოდა, ხელჩართული ომი იყო – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთმა თვითმხილველი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. მისი თქმით, თვითმხილველებს ახალგაზრდების დამშვიდება სურდათ, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. კითხვაზე, კონკრეტულად რა დაინახა შემთხვევის ადგილზე, ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ მან ძირითადად ტრაგედიის შემდგომ წამებში განვითარებული მოვლენები დაინახა. „ძალიან ბევრნი იყვნენ, ვფიქრობ, 20-მდე მაინც. ხელჩართული ომი იყო. ჩვენ, […]

შსს-მ ზვიად კუპრავას წინააღმდეგ საქმე აღძრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად კუპრავას მიმართ საქმე აღძრა. „2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“დაკავებულს ტელეფონის გამოყენების უფლება აქვს” – პროკურატურა ინგა გრიგოლიას პასუხობს

მთავარი პროკურატურა ინგა გრიგოლიას ბრალდებებს პასუხობს. უწყებაში აცხადებენ, რომ პირს, რომელიც ჟურნალისტის მიმართ მუქარის და ადევნების გამო დააკავეს, ფსიქიკური აშლილობა აქვს, რის გამოც ის არა საპატიმროში, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში მოათავსეს, ასევე მოხსნილი აქვს ბრალდებულის სტატუსი. შესაბამისად აქვს უფლება, რომ საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და ჰქონდეს სატელეფონო საუბარი. “ჟურნალისტ ი.გ.-ს მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე, 2018 […]

ვერეს ხეობაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სვანიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ძაღლების ყოფილი თავშესაფრის ნანგრევებში ნახეს. მომხდარის შესახებ ვრცელდება ორი ვერსია – ერთის მიხედვით მამაკაცის ცხედარი დასახიჩრებულია და მას კიდურები არ აქვს, თუმცა ამ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს. საუბარია იმაზეც, რომ ცხედარი მთის ზემოთ არსებული სასაფლაოდან ჩამოშლილ მიწის ნაშალს ჩამოჰყვა. ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ ცხედარი გამვლელმა შემთხვევით […]

”პიკასოს მოკვლას არ ვაპირებდი” – რა უთხრა თამთა ჯანჯღავამ ადვოკატს

„ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავა ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის სურვილი არ ჰქონია. „ზუსტად ვიცი, რომ არანაირი მოკვლის სურვილი და განზრახვა არ ჰქონდა. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. იმიტომ, რომ საქმის მასალებს არ ვიცნობ. თქვა, რომ მე მის მოკვლას არ ვაპირებდი, მაგრამ დანარჩენ დეტალებზე არ გვისაუბრია… ფაქტია, რომ რაღაც კამათი მოხდა მათშორის. მაგრამ […]