ანგისის დასახლებაში, თევზაობის დროს დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, 14 წლის ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. პაციენტს სხეულის დაახლოებით 80% ჰქონდა დამწვარი. დაშავებული თბილისში დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს. სამედიცინო დაწესებულებაში რჩება კიდევ ერთი მოზარდი და მამაკაცი. შემთხვევა 19 მაისს, თევზაობის დროს მოხდა. სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო. ”ენერგო პრო […]
კატეგორია: სამართალი
„გამიკვირდა, კლუბთან რატომ დამიბარა? პოლიცია წარსულით აშანტაჟებდა“ – რას აცხადებს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 23 წლის ბორის დარახველიძე და ვინ არის აზიტა ზაკერი
12 მაისს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირიდან ასაკით ყველაზე უმცროსი, 23 წლის ბორის დარახველიძეა. მისი ადვოკატი, ნინო ლალიაშვილი „ნიუპოსტთან“ ირწმუნება, რომ დარახველიძე პროვოკაციის მსხვერპლია. გამოძიება ახალგაზრდას სამ ეპიზოდს ედავება, ბრალდება კი იმდენად მძიმეა, რომ მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტის წინააღმდეგ ერთადერთი ჩვენება არსებობს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქემ მისცა. ჩვენი […]
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული – თავს დამნაშავედ არ ვცნობ
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულმა მოსამართლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მოსამართლემ გრიგალაშვილს განუმარტა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებამოვალეობები და ბრალდების შინაარსი, რის შემდეგაც კითხა, ცნობს თუ არა ის თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. “არ ვცნობ თავს დამნაშავედ არც ერთ ბრალში”, – განაცხადა ლადო გრიგალაშვილმა. ანა […]
ჟურნალისტ ნათია კობერიძეს წამებითა და გაუპატიურებით ემუქრებიან – “ვინმე ვახტანგ ჯაბანაშვილმა მომწერა მუქარის რამდენიმე მესიჯი”
ნათია კობერიძე აცხადებს, რომ ლგბტ ადამიანების ტელევიზიის ეთერით დაცვის გამო წამებითა და გაუპატიურებით ემუქრებიან. ჟურნალისტი კონკრეტულ პირს ასახელებს და პოლიციის გამოხმაურებას ელოდება. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის საბუძველზეც გამოიკითხება ნათია კობერიძის მიერ დასახელებული პირი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. სარჩელში მითითებულია, რომ მუქარა ჟურნალისტის საჯარო გამოსვლას უკავშირდება. ნათია კობერიძე: “მოქალაქემ, ვინმე ვახტანგ […]
“შსს არის შოკში” – კლუბ ბასიანის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი პოლიციაში დაიბარეს
ღამის კლუბების დამფუძნებლების გამოკითხვა თბილისის პოლიციის სამმართველოში ისევ გრძელდება. რუსთავი 2-ის ცნობით, უწყებაში დღეს „ბასიანის“ კიდევ ერთი მფლობელი ზვიად გელბახიანია დაბარებული. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების ფონზე, რომ კლუბების მეპატრონეებს ნარკორეალიზატორებთან კავშირი არ აქვთ, გელბახიანისთვის გაუგებარია მისი გამოკითხვის მიზეზი. მიუხედავად ამისა, ის მზადაა გამომძიებლების ყველა კითხვას უპასუხოს. „სიმართლე გითხრათ არც ვიცი, რატომ ვარ დაბარებული, როდესაც შს […]
მთავარმა პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა
საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველომ, შსს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ო.მ. დააკავა. როგორც “ნიუპოსტს” უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.მ-მ მისი ნაცნობები ფ.ვ. და ნ.კ დაარწმუნა, რომ იგი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის […]
პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია – 48 წლის რ.ნ.-ს 2 წელი ემუქრება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს. მის […]
“იცოდა მკვლელები სად იმალებოდნენ და დამალა” – ხორავაზე მოკლული ბიჭის მამა სუბელიანის დაკავებას ითხოვს
ხორავას ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით სარალიძის მამა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანის მირზა სუბელიანის პასუხოეგებაში მიცემას მოითხოვს. როგორც ზაზა სარალიძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, ტელევიზიით გავრცელებულმა კადრებმა მისი განცხადებები დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანი „საქმის შეკერვით“ მომხდარის პირვველივე წუთიდან იყო დაკავებული და საზარელი დანაშაული დაფარა. “მირზა სუბელიანის საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მქონდა, ის პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ საქმეში, […]
სისხლიანი გარჩევა თელავის სასაფლაოზე – 26 წლის ახალგაზრდის დაჭრისთვის 40 წლის მამაკაცი დააკავეს
თელავში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია – 40 წლამდე ასაკის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა. გამოძიების ინფორმაციით, მან 26 წლის ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა სასაფლაოზე მოხდა და მას წინ მამაკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. დაჭრილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გულ-მკერდის არეში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების […]










