კატეგორია: სამართალი

თელავის სასაფლაოზე 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 18 წლის ახალგაზრდის დაჭრით დასრულდა. შემთხვევა თელავის ერთ-ერთ სასაფლაოზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცავებისთვის […]

”ტყუილს აქვს ფასი” – ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილს ხვალ სასამართლოში უჩივლებს

ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ – იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხვალ საქალაქო სასამართლოში დიმიტრი გვრიტიშვილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლებს. საქმე ეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სამი თვის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ანა დოლიძე 2008 წელს რუსულ ორგანიზაციაში მუშაობდა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო ინფორმაციას აწვდიდა. – ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს ერთხელ […]

”პროკურორმა სუბელიანმა დანაშაული დაფარა” – ,,კურიერი“ სკანდალურ კადრებს ასაჯაროებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ რუსთავი 2 სკანდალურ ვიდეომასალას აქვეყნებს. ,,კურიერის“ მიერ მოპოვებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ადასტურებენ, რომ დანაშაულის დაფარვაში ყოფილმა სამართალდამცველმა მირზა სუბელიანმაც მიიღო მონაწილეობა, იმ დროს, როცა ის ჯერ კიდევ მოქმედი პროკურორი იყო. ,,კურიერის” მიერ მოპოვებული სასამართლო დაკითხვის და კაზინო ”აჭარის” ვიდეოთვალის ჩანაწერები ორი მოზარდის მკვლელობის შემდეგ კალანდიების სახლთან განვითარებულ მოვლენებს ასახავს. […]

ინგა გრიგოლია – ”კამერების წინ ვაცხადებ, რომ ჩემს თავს თავად დავიცავ!”

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია შსს-ს მთავარ სამმართველოში მივიდა. ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინგა გრიგოლიას განცხადებით, წლების განმავლობაში ადამიანი, რომელიც მის მიმართ მუქარას ახორციელებს, კანონმა ვერ გააკავა. ამიტომ, ჟურნალისტის განცხადებით, ის იძულებული გახდა ამ ფაქტის შესახებ ღიად, სოციალურ ქსელში დაეწერა, რის მერეც გრიგოლია სამართალდამცავ უწყებაში დაიბარეს. ჟურნალისტის თქმით, მისთვის გაუგებარია სამართალდამცავი უწყების პოზიცია. […]

,,მაქვს გარკვეული ინფორმაცია“ – დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას კვლავ ითხოვს

დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს, როგორც თადარიგის პოლკოვნიკი აცხადებს, მას აქვს გარკვეული ინფორმაცია მისი შვილის მკვლელობის საქმეზე, რომლის მიწოდებაც გახარიასთვის სურს. გუგეშაშვილმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ ,,ნიუპოსტთან“განაცხადა, რომ გამოძიებამ სახლში მესამე პირის დნმ-ის კვალი აღმოაჩინა. დოდო გუგეშაშვილი ფიქრობს, რომ მკვლელობის საქმე გიორგი გახარიამ პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს. ამჯერად თადარიგის პოლკოვნიკი ამბობს, რომ გაკრვეული […]

ინგა გრიგოლია დღეიდან შეიარაღებული ივლის – შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისმობს მუქარას. საქმესთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს შსს-ში. შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლია შინაგან […]

პოლიციამ ანა სუბელიანი დაკითხა – ”გადავეცი მუქარის და ძალადობის შემცველი მესიჯები, ვიდეო-ჩანაწერები, კომენტარები”

– გამომძიებლისგან ვხედავ მოტივაციას, იმუშაონ ამ საქმეზე ისე, როგორც საჭიროა, – ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა ანა სუბელიანმა, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცნობილია, მოკვლევა სუბელიანის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს. – გამოძიება დაიწყო იქიდან გამომდინარე, რომ მე მედიაში განვაცხადე იმ მუქარის შესახებ, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით […]

პროსტიტუცია ახალციხის თურქულ ბარებში – დააკავეს 11 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო ერთ კვირაში, 9 ე.წ. „თურქულ ბარსა“ და 5 რესტორანში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე მხილებულ იქნენ ახალციხესა და ახალქალაქში მდებარე ბარებისა და რესტორნების დროებითი მფლობელები – სულ 11 […]

რიონმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა – ”კასრში იყო, დამწვარი იპოვეს”

არსებული ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში მდინარე რიონმა ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია. – კასრში იყო, დამწვარი იპოვეს, – აცხადებს სოფლის მცხოვრები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ს 108-ე), დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“ბადაგონის” წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა

“ბადაგონის” წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა,- ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. “2018 წლის 18 იანვარს, შპს „ბადაგონის“ ყოფილი პარტნიორების განცხადების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება შპს „ბადაგონის“ წილის შესაძლო მითვისების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ჩატარებული გამოძიებით მხარეთა ქმედებაში არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები და სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა […]