რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის მეორე გასასვლელში საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული. ინფორმაციას “TV ქვემო ქართლი” ავრცელებს. ადგილობრივები არასამთავრობო ორგანიზაცია „იანგ ლაიფ“-ს არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ ორგანიზაციაში და აცხადებენ, რომ მათი საქმიანობის არეალი მხოლოდ ახალგაზრდების სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობას გულისხმობს. ადგილობრივები მოსახლეობა მათი საქმიანობის გამოძიებას ითხოვს და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. იმედინიუსი
კატეგორია: სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ტანრივერდი კ. და რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დმანისის რაიონში მცხოვრებმა ტანრივერდი კ-მ საქართველოს მოქალაქეს ყალბი ფულის შესყიდვა შესთავაზა. მისი განმარტებით, ყალბი ფული მას თურქეთის რესპუბლიკიდან ჰქონდა შემოტანილი. ტანრივერდი კ-მ და მისმა თანამზრახველმა, რუსეთის […]
ჯორჯიის შტატში სკოლის მოსწავლემ ერთი ქალი მოკლა და ორი დაჭრა
ერთი დღის განმავობაში აშშ-ში სკოლასთან მეორე სროლა მოხდა. ჯორჯიის შტატის ქალაქ კლეიტონში, სადაც სკოლის გამოსაშვები საღამო მიდიოდა, ავტოსადგომზე სკოლის მოსწავლემ სროლა ატეხა, რის შედეგადაც დაიჭრა 3 ქალი, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. პოლიციის განცხადებით, არცერთ მათგანსსკოლასთან კავშირი არ ჰქონდა. სროლის მიზეზი კამათი გახდა. შეგახსენებთ, რომ ტეხასში, ქალაქ სანტა ფეს სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. […]
სროლა ვაკეში – დააკავეს 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარე წლის 18 მაისს შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ გასროლა 1979 წელს დაბადებულმა ლ.რ.-მ განახორციელა.სამართალდამცველებმა იგი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლ. რ.-სა და მის ძმას – […]
ქეთი მურუსიძის დედა – ”სოლომონ მათიკაშვილმა ქეთისთან მჭიდრო კავშირი დაამყარა” – პროკურატურის ოქროს მოწმე საქართველოდან მიდის
„კურიერის“ ინფორმაციით, ნარკორეალიზატორების საქმეში პროკურატურის ოქროს მოწმე საქართველოს რამდენიმე საათში დატოვებს და გერმანიაში გაფრინდება. სავარაუდოდ, პოლიციის აგენტი, სოლომონ მათიკაშვილი დღეს პროკურატურის მოთხოვნით მაგისტრმა მოსამართლემ დაიკითხა. საქმის მთავარმა მოწმემ, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზში სათადარიგო შესასვლელიდან შეიყვანეს, ჩვენება ხუთი ბრალდებულის წინაღმდეგ მისცა. სოლომონ მათიკაშვილის გადაღებულია ის ფარული ვიდეომასალაც, სადაც ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა ჩანს. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ პროკურატურა ჩქარობს […]
ფონიჭალა, ინტერნეტი, კლუბები – გახარიამ ნარკორეალიზაციის 3 არხი დაასახელა
შს მინისტრი გიორგი გახარია ნარკოტიკების გავრცელების სამ ძირითად არხს ასახელებს. გახარიას თქმით, მის უწყებას აქვს ხედვა, როგორ ებრძოლოს აღნიშნულ მიმართულებებს და სურს, გავიდეს გავრცელების და შემოტანის ქსელებზე. – დღეს რეალურად საქართველოში არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული წყარო და არხი. პირველი გახლავთ ფონიჭალა. ბოლო სამი თვის განმავლობაში 10-მდე კილოგრამი ჰეროინი არის იქიდან ამოღებული. იქ ძირითადად ვმუშაობთ […]
„არ განიხილება შემამსუბუქებელი ღონისძიება. დაისჯება კანონით,“ – შსს 15 წლის მოძალადეზე
შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი, რომელიც ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა, დაკავებული არ არის, თუმცა როგორც გახარიას უწყებაში განმარტავენ, ის, რომ თავდამსხმელი არასრულწლოვანია, არ ნიშნავს, რომ პასუხს არ აგებს. 15 წლის ს.კ.- ს მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რაც შეეხება არდაკავების მიზეზსს, უწყებაში ამბობენ, რომ მას არასრულწლოვანთა კოდექსი კრძალავს. „ს.კ. პასუხს აგებს 126-ე მუხლით (ძალადობა) გათვალისწინებული […]
შეყვარებულის სასტიკი მკვლელობა თემქაზე – ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა
ბოლო დროის ერთ-ერთი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი: 20 წლის შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. ახალგაზრდისთვის წაყენებული ახალი ბრალი კი განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.ბრალდების მხარემ უკვე მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მოკლულ ანა ნაცვლიშვილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული. ექსპერტიზის მიხედვით, 20 წლის გოგონას ასევე თავის არეში ბლაგვი საგნით ჩარტყმის შედეგად მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. „ნიუპოსტი“ ლადო […]
მე-8 კლასელმა გოგონამ მე-9 კლასელი ბიჭი დაჭრა – რა მოხდა 87-ე სკოლაში
87-ე სკოლაში მერვეკლასელმა გოგონამ საკანცელარიო ნივთით სხეულზე მსუბუქი დაზიანება მიაყენა მეცხრეკლასელ ბიჭს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მე-8 და მე-9 კლასების ორ მოსწავლეს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მერვეკლასელმა გოგონამ საკანცელარიო […]
კაფე “ამბავში” ჩხუბი მოხდა – 6 კაცი გაიქცა
ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ამბავში“ დაცვის წევრებსა და ნასვამ მოქალაქეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. გავრცელდა ინფორმაცია გასროლის შესახებ, მაგრამ კაფის თანამშრომელი ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებს. როგორც თვითმხილველმა imedinews-თან საუბარში განაცხადა, ჩხუბში მონაწილე დაახლებით 5-6 ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა და მათ პოლიცია დაედევნა, თუმცა არ აქვს ინფორმაცია დაიჭირეს თუ არა ისინი.









