ერთი დღის განმავობაში აშშ-ში სკოლასთან მეორე სროლა მოხდა. ჯორჯიის შტატის ქალაქ კლეიტონში, სადაც სკოლის გამოსაშვები საღამო მიდიოდა, ავტოსადგომზე სკოლის მოსწავლემ სროლა ატეხა, რის შედეგადაც დაიჭრა 3 ქალი, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებით, არცერთ მათგანსსკოლასთან კავშირი არ ჰქონდა. სროლის მიზეზი კამათი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ტეხასში, ქალაქ სანტა ფეს სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. სკოლაში სროლა 2 პირმა განახორციელა, რომლებიც ამავე სკოლის სტუდენტები იყვნენ.

