საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ, სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალაში ფიგურანტი არცერთი პირი ბერად აღკვეცილი არ არის და ისინი მორჩილები არიან. ამის შესახებ საპატრიაქრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას […]
კატეგორია: სამართალი
ნინო ლომჯარია – “ეუთო/ოდირი მოითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორთან საკანონმდებლო ცვლილებები შეჩერდეს”
ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებები გაასაჯაროვა. მისივე თქმით, ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ პროცესი, […]
ნაზი ჯანეზაშვილი – “მოსამართლე 2 ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს”
კანონი ითხოვს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებდეს ორ ძირითად კრიტერიუმს, ეს არის: კეთილსინდისიერება და კვალიფიკაცია, თუმცა ჩვენ წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ მოსამართლეები ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის” თავმჯდომარემ, ნაზი ჯანეზაშვილმა, ნაშრომის, „მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობა” პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ჯანეზაშვილმა განმარტა, კვლევა, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა, მნიშვნელოვანია იმისათვის, […]
დიდუბეში ნასვამი 3 პირის დაჭრისთვის თ.ბ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ბ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულ თ.ბ.-ს თბილისში, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ, […]
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა შესაძლოა, მის საქმიანობას უკავშირდებოდეს
„ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის” სიუჟეტის მიხედვით, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს. ახალი ვერსიის მიხედვითაც 22 წლის ბიჭის მკვლელობა შესაძლოა, მის საქმიანობას უკავშირდებოდეს, რადგან ვერაზე მოკლული ბიჭი პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებელია. ოჯახის ადვოკატი, “ტვ პირველთან” ამბობს, პირდაპირ ამბობს, რომ გამოძიებამ ამ მიმართულებითაც უნდა იმუშავოს. მგონია, რომ საგამოძიებო უწყება უნდა გააქტიურდეს და […]
ცხელი ხაჭაპურის რიგში დაღლილმა პოლიციელმა 3 ახალგაზრდას სცემა და ესროლა
„ნოდარ მელაძის შაბათის” ჟურნალისტის ინფორმაციით, თბილისში, ფონიჭალაში მდებარე პურ-ფუნთუშეულის საცხობთან დაპირისპირება მოხდა – კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი იარაღიდან სამ ახალგაზრდას ცეცხლი გაუხსნა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც. ფონიჭალელი ახალგაზრდები, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, ირწმუნებიან, რომ 46 წლის თამაზ საველიევს ხაჭაპურის რიგში დიდი ხანი დგომა დაეზარა და მის წინ მდგარ ახალგაზრდებს აგინა, რასაც ადგილზე […]
ნიკა ბასილაშვილმა ცოლი ჩოგნით სცემა? – რა მოხდა ნიუ იორკში
„ნოდარ მელაძის შაბათის” სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ შტატებიდან გამოითხოვა. საქმე ეხება ნიუ იორკში, ერთ-ერთი ფეშენებელურ სასტუმროში მომხდარ შესაძლო ძალადობის ფაქტს, როდესაც არსებული ინფორმაციით, ნიკა ბასილაშვილმა ცოლი, ნეკა დროყაშვილი სპორტული ინვენტარით სცემა. საქმე ეხება მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამს ცოლს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ირკვევა, რომ ერთ-ერთი ტურნირისთვის შტატებში ჩასულ ბასილაშვილს თან მეუღლე, […]
დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ადამიანი დაჭრეს
დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევას თვითმხილველიც ჰყავდა, რომელიც აცხადებს, რომ დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბში 5-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტისას კი 3 ადამიანი დანით დაჭრეს. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საქმის დამატებითი დეტალები უცნობია.
ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე გახდა
ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე გახდა. იგი მანამდე ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში, მე-2 სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ირაკლი დგებუაძემ ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე ხვიჩა ქადაგიძე ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე გასულ წელს დაინიშნა. ამასთან, ცოტა ხნის წინ აჭარის პოლიციის უფროსად გრიგოლ ბესელია დაინიშნა. იპნ
უცნობმა მთავარ არხს სასამართლოში უჩივლა
გია გაჩეჩილაძის ოჯახმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 2021 წლის 9 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარის არხის, საღამოს შაბათის, 21:00 საათიან, ეთერში, გავიდა სიუჟეტი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირების, რომლებიც მაშინ იძებნებოდნენ, ერთ-ერთი სამალავი ადგილი ძმებ გაჩეჩილაძეების საცხოვრებელი სახლი იყო. უცნობის მტკიცებით, აღნიშნულ ფაქტს არც მთავარი პროკურატურა და არც შინაგან საქმეთა […]










