შსს-მ თბილისში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებული პირი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების თანახმად, დაკავებულმა ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გ.კ.-ს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ ა.ჭ.-ს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, […]
კატეგორია: სამართალი
გიორგი მასხულიას ცემისთვის დაკავებულ 3 პირს 2.000-2.000 ლარიანი გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიზაინერ გიორგი მასხულიას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 2.000 – ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები საპატიმროში გირაოს საფასურის გადახდამდე დარჩებიან. ბრალდების მხარე მათთვის 5.000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. დღევანდელ პროცესს ორივე მხარე დისტანციურად ესწრებოდა. ცნობისთვის, პოლიციამ დიზაინერ გიორგი მასხულიას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამი პირი: 1997 […]
კაბალში ყოფილ რწმუნებულს ეზოში ხელყუმბარა აუფეთქეს
სოფელ კაბალში პოლიციაა მობილიზებული – რამდენიმე საათის წინ, ყოფილი რწმუნებულის ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ააფეთქეს. დაზიანებულია სახლის კედლები და ფანჯრები. აფეთქების დროს სახლში ჯემალ ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ. დაწყებულია გამოძიება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 229-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და აფეთქებას გულისხმობს. უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი […]
ეკატერინე კიკნაძემ თეა წულუკიანს უჩივლა
მუზეუმის ყოფილმა მმართველმა ეკატერინე კიკნაძემ სახალხო დამცველს საჩივრით მიმართა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატისა და მისი ოთხი წევრის მიერ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა მოითხოვა. საიას ცნობით, 28 იანვარს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა კონკურსში გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც გამაჯვებულ პროექტებში შორის ეკატერინე […]
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 12 ობიექტი დააჯარიმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული 12 ობიექტი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა გურიის რეგიონსა და აჭარაში არსებულ 49 ობიექტში, მათ შორის ვეტერინარულ აფთიაქებში, ვეტერინარულ კლინიკებსა და ზოომაღაზიებში. „ობიექტების უმეტესობა დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. 12 ობიექტი, ვადაგასული პრეპარატების, ეტიკეტირების, შენახვისა […]
ბრიტანელი გამომძიებლები ბასილაშვილის საქმეზე თბილისში ჩამოვიდნენ
ბრიტანელი გამომძიებლები თბილისში, ჩოგბურთის ფედერაციაში იმყოფებიან. ანტიკორუფციული ბიუროს გამომძიებელთა ჯგუფს სავარაუდოდ კითხვები ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით ექნებათ. საქმე საქართველოს პირველი ჩოგანის ჩაწყობილ თამაშებთან შესაძლო კავშირს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, ბასილაშვილი გაყიდულ თამაშებში მონაწილეობდა.ლონდონიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოსულმა ჯგუფმა ბასილაშვილის საქმეზე გამოკითხვების სერია 22 თებერვალს დაიწყო. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ბასილაშვილს ბრალი არ დაუდასტურდება. – ხშირი კომუნიკაცია გვაქვს […]
პროკურორი ქობულაძე – “შანაი ბრუკის მკვლელობისას რაფაელ მურსაკულოვი თავის ქმედებას აცნობიერებდა”
ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, რაფაელ მურსაკულოვს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების კვალი აღენიშნებოდა, თუმცა, დანაშაულის ჩადენისას ის შერაცხადი იყო. ქობულაძის განმარტებითვე, გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ დანაშაულის ჩადენისას ის მის ქმედებას აცნობიერებდა. „ბრალდებულმა პატიება ითხოვა და დანაშაული აღიარა, ეს რამდენად გათვალისწინებული იქნება სასამართლოს მხრიდან, ვნახავთ შესაბამისი განაჩენის გამოტანისას. […]
„სააკაშვილის მდგომარეობა უკვე საყურადღებოა“ – ბექა ბასილაია
შიმშილობის მეორე დღე – საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. განცხადება ცოტა ხნის წინ, მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გააკეთა. მისი თქმით, შიმშილობის გამოცხადების შენდეგ, პენიტენციური სამსახური ვალდებულია, რომ უკვე ამ რეჟიმში განაგრძოს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია. ადვოკატი ამბობს, რომ ექიმს მოშიმშილე პატიმარი არ მოუნახულებია: „კვლავ შეუძლებელია ექიმის მიერ საკანში მიხეილ სააკაშვილის მონახულება. ასევე საღამოს 6 საათის […]
კლინიკა ვივამედში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა
კლინიკა “ვივამედში” პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. 26 წლის მამაკაცი დაზიანებებით კლინიკის პალატაში მედპერსონალმა იპოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთებში კრიტიკულად მძიმეა. პატიმარი კორონავირუსზე მკურნალობდა. იყო სუიციდის მცდელობა, პაციენტი იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარატზე. 12 საათზე გაწერეს პაციენტი, ფაქტი მოხდა 3-ის ნახევარზე”, – ამბობს კლინიკის წარმომადგენელი. ტვ პირველი
მარიამ კუბლაშვილი – “ილია ჯიშკარიანის გამარჯვება მოსალოდნელია”
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ, რომელსაც მისივე თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობაში სდებს ბრალს, გამამართლებელი განაჩენი დადგება. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამთა თოდაძის ჩვენებაში ურთიერთსაწინააღმდეგო ნიუანსები იკვეთება. „ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოსალოდნელია სასამართლომ გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია და ჩვენი მხარისთვის დამაჯერებელი გამარჯვება, გამამართლებელი განაჩენი […]










