კატეგორია: სამართალი

დაჭრილი თაკო გამრეკელაშვილის გადარჩენას მისი შვილები ცდილობდნენ

კურიერმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალები მოპოვა. დოკუმენტებით დგინდება, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მამინაცვალმა შვილების თვალწინ მოკლა. დედის გადარჩენას, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, 3 და 6 წლის ბავშები ცდილობდნენ. დის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ამბავი თათია გამრეკელაშვილს პირველად 5 წლის დისშვილმა უამბო. მცირეწლოვანი ბავშვი, 4 წლის ძმასთან ერთად, დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჭრეს ყელი დედას და […]

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით გურჯაანში სლოტ-კლუბის დაცვის თანამშრომლები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული შ.ე. და 1995 წელს დაბადებულიდ. ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ გურჯაანში,ერთ-ერთი სლოტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე კლუბის […]

“პიქსელის” შენობასთან, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული შ.ტ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 19, 108-ე მუხლით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, ქ.თბილისში, ილია ჭავჭავაძის […]

მურთაზ ზოდელავა – ”პროკურატურა დასჯით მემუქრება – ტელეიმედის დარბევაზე საქმე შეკერილია”

– ხელისუფლება მეუბნება, შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და დაგსჯით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებს პროკურატურაში მისი გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც ის დღეს „ტელეიმედის“ დარბევის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა. როგორც მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, „იმედის“ დარბევის საქმეზე ბრალდებული პირების მიმართაც “საქმე შეკერილია” და ხელისუფლება მასაც მიმართავს, რომ ამ ბრალდებულთა […]

”თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ტელეფონი ეჭირა და არა – ხელყუმბარა” – ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დღეს ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნის შედეგები მიიღეს. რამდენიმეთვიანი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის ვერც თითის ანაბეჭდი და ვერც დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს. ბოლო ოთხი თვეა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ სპეცრაზმელმა მაჩალიკაშვილს იმის გამო ესროლა, რომ მას ხელში ხელყუმბარა ჰქონდა და სამართალდამცველების აფეთქებას აპირებდა. – პასუხი არის შემდეგი, არის გარკვეული ნაწილაკები, თუმცა რთულია […]

რუსთავში პატრულმა “იქს ფაქტორი”-ს ჯგუფი 500 ლარით დააჯარიმა

რუსთავში სატელევიზიო შოუს, “იქს ფაქტორი”-ს გადაღებები მიმდინარეობდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე პროექტის ერთერთ მნიშვნელოვან მომენტს იღებდნენ. ჟიურის წევრების ავტომობილები უნდა გაჩერებულიყო იმ კონკურსანტებთან ვისი მენტორებიც იქნებიან მთელი პროექტის მანძილზე. რუსთავში გადაღებულ სცენებს მაყურებლები 22 მაისს ნახავენ. შოუს ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ არ გაგიმხელთ ჟიურის რომელ წევრს რომელი კონკურსანტები შეხვდნენ, თუმცა გაგიმხელთ მცირე ინციდენტს რომელიც გადაღებების პარალელურად მოხდა. საპატრულო პოლიციამ “იქს […]

გურჯაანში ვასო მაისურაძის ცემისთვის სლოტ კლუბის დაცვის თანამშრომლები დააკავეს

სამართალდამცავებმა გურჯაანში შპს „ვეგას“ სლოტ კლუბის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დ.ა. და შ.ე. დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 16 აპრილს, ქ. გურჯაანში, შპს „ვეგას“ სლოტ კლუბის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დ.ა.-მ და შ.ე.-მ სლოტ […]

“ლუხუმ ჯანჯარია ქართველმა მოკლა” – ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს

თურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარია საქართველოში ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს. მას სარფის საბაჟოზე ოჯახის წევრები დახვდნენ. ცხედარს დღესვე გადაასვენებენ სახლში. იზმირში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქე სტამბოლის სკვერში გარდაცვლილი იპოვეს, მას ყელის არეში ჭრილობაა აქვს მიყენებული. მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ოჯახი თურქეთის პოლიციისგან ობიექტურ გამოძიებას და იმ მამაკაცის დაკითხვას ითხოვს, რომელმაც ჯანჯარია სამუშაოდ წაიყვანა. საეჭვო გარემოებების გარკვევას მოკლულის ახლობლები საქართველოს შინაგან […]

სტამბოლის სკვერში 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია ყელგამოჭრილი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს

თურქეთში 47 წლის საქართველოს მოქალაქე – ლუხუმ ჯანჯარია მოკლეს. ოჯახის მონაყოლის მიხედვით, ჯანჯარია იზმირში, ერთ-ერთი ქართველის მიწვევით ჩავიდა და მას მთებში მუშაობა უნდა დაეწყო. გარდაცვლილის ოჯახის თქმით, მამაკაცს პირობები და ანაზღაურება არ მოეწონა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც მკვლელობით დასრულდა. ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლის სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. მამაკაცს სახეზე დაზიანებები და ყელი, სავარაუდოდ, ბასრი დანით აქვს გამოჭრილი. ოჯახი […]

სუს-ის მაღალჩინოსანი რამაზ ეჯიბია მოხსნეს – რა კავშირი აქვს ამასთან ეკა ბესელიას?

სამეგრელო-ზემო სვანეთის ანტიკორუფციული სამსახურის უფროსი რამაზ ეჯიბია თანამდებობიდან მოხსნეს. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ეჯიბიას თანამდებობა სახელისუფლო ბიზნესინტერესებს შეეწირა, კერძოდ, საქმე ეხება თევზჭერასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემას.,, რა კავშირი აქვს რამაზ ეჯიბიას თანამდებობიდან მოხსნასთან ეკა ბესელიას და ბუტა რობაქიძის საქმეს?კონფიდენციალური წყარო ჰყვება, რომ ეჯიბია პირადად ეკა ბესელიას მოთხოვნით გაათავისუფლეს, რადგან წყაროს ცნობით იკვეთებოდა ბესელიას ბიზნესინტერესები ფოთში, მისივე თქმით, ბესელია […]