ქოლ ცენტრების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მათი ადვოკატები 40 ათას და 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ევროკავშირის მოქალაქეების ძარცვის ბრალდებით დაკავებულებმა პროცესზე დანაშაული აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, თუმცა არც ერთს არ უთქვამს ვისი დავალებით მოქმედებნენ და ვინ არიან თაღლითური სქემის მფარველები. პროკურატურამ, შსს-სთან ერთად, […]
კატეგორია: სამართალი
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის პროცესზე ნიკოლოზ ფეიქრიშვილის სახელი დაფიქსირდა
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე საქალაქო პროცესის შემდეგ სასამართლოს ეზოში დაზარალებულები ბრალდებულებს დაუპირისპირდნენ.მოკლული ნიკო კვარცხელიას მამიდა მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატს, ონისე მარგიანს დაუპირისპირდა. “მკვლელები ხართ”, – ასე მიმართა მოკლული ბიჭის ნათესავმა ადვოკატს. საქალაქო სასამართლოში პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა საზარელი მკვლელობის დამკვეთი ცნობილი არ ისევ არის. სასამართლო პროცესზე ახალმა გვარმა გაიჟღერა, ეს არის ნიკოლოზ ფეიქრიშვილი. “პირველების” ინფორმაციით, […]
თამთა თოდაძე – “ილია ჯიშკარიანს სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერავინ წამიშლის”
სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს, – ამის შესახებ საკრებულოს ყოფილმა თანამშრომელმა თამთა თოდაძემ, რომელიც საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. ,,დღეს მოვისმინე ილია ჯიშკარიანის მიერ შეთხზული, სრულიად აბსურდული რეალობა. მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება განსხვავდება სასამართლოში […]
მარიამ კუბლაშვილი – “თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანს გაშლილი ხელით სცემდა”
ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძე თავად დაესხა თავს. ის არ არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც თამთა თოდაძე თავს დასხმია ასეთივე ფორმით, – ამის შესახებ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. “თამთა თოდაძე დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა დაწინაურებას, თანამშრომლებთანაც და სხვა პირებთანაც იმეორებდა, რომ მისი ადგილი პატარა ბიუროში არ უნდა ყოფილიყო, […]
თბილისის და ბათუმის აეროპორტებში ყაზახეთის და თურქეთის მოქალაქეებს არადეკლარირებული ფული უპოვეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ო.რ.-ს და ზ.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 46.300 დოლარი და 113.500 არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული […]
პროკურატურამ ქოლ-ცენტრის საქმეზე 5 პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა – საქმე ეხება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს. პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ: “საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ […]
გამოძალვისთვის, იარაღის დაუფლებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 6 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში 6 პირი დააკავეს, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მათ ბრალად თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოძალვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. „გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1987 წელს […]
სარფში 84.272 ლარის არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში 84.272 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. კერძოდ, როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილების, საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 745,62 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის […]
ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა
ფოთში, ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. დაცვის მხარემ პროცესზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა თქვა, რომ ქალს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და მისი ოჯახური მდგომარეობა მძიმეა. ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. პროკურატურა ამბობს, რომ ქალმა შვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ საკანალიზაციო […]
ნოდარ მელაძე – “ღარიბაშვილმა ჩვენი ხელფასების და სახლების დაყადაღება მოითხოვა”
ფინანსური სანქციები ჟურნალისტებისთვის – ხელისუფლება კრიტიკული მედიის გაჩუმების ახალ ხერხებს მიმართავს. პრემიერ ღარიბაშვილის გარემოცვამ “ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა. საქმე ეხება ბიზნესმენ ნუგზარ ალუღიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მამის სავარაუდო ბიზნეს ინტერესებზე მომზადებულ გამოძიებას. – სასამართლოში მედიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები უკვე ბრძოლის წესად იქცა, – ამბობენ ჟურნალისტები. “ნოდარ მელაძის […]










