ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა წერილს ავრცელებს. როგორც კვარაცხელიას დედა წერილში აღნიშნავს, მკვლელობაში ბრალდებულებს მიცემული აქვთ აღიარებითი ჩვენება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ბრალდებულების ოჯახი და ადვოკატები მათ „თავის დაღწევის მიზნით არ აძლევენ საშუალებას, რომ მკვლელებმა საზოგადოების წინაშეც აღიარონ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული“. ამასთან, კვარაცხელიას დედა, მკვლელობაში ბრალდებულების დედებს პირადად მიმართავს. მისი თქმით, ბრალდებულების ოჯახის […]
კატეგორია: სამართალი
პროკურატურამ ყალბი 50 და 100 ლარიანების დამზადების და გასაღებისთვის 2 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების დამზადებისა და გასაღებისთვის ორ პირს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ყალბი კუპიურების დასამზადებელი მოწყობილობები და გასასაღებლად გამზადებული 34 ერთეული ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები იქნა ამოღებული. „საქართველოს პროკურატურამ ყალბი ფულის დამზადების და გასაღების ფაქტზე ბ.ც.-ს და ლ.ჩ-ს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს […]
ადვოკატი ჯავახიშვილი – “ფოთში ჩვილის გარდაცვალებაზე დაკავებულ დედას ბრალი წარედგინა”
ფოთში, ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ დედას ბრალი უკვე წარედგინა. კერძოდ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებულის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი იცავს. მისი თქმით, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს. „შევხვდი ბრალდებულს. მასთან შეხვედრაზე დეტალებს ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით. ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გაცნობებთ სამწუხაროდ, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს. […]
დოროყაშვილის ადვოკატი თავხელიძე – “დაიკითხნენ ახალი მოწმეები”
ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეზობლის ჩვენებით, მასზე გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემის იძულებას ჰქონდა ადგილი. როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა ანა თავხელიძემ განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმეს, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა, თითქმის 2 წლის განმავლობაში არც ერთი უწყებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. „დღეს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობა […]
ახალციხის სასამართლომ ო.ნ. არასრულწლოვანთან ძალადობრივ სექსში დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ და წინასწარი შეცნობით თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის მუქარით, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ნ.-მ ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა […]
პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის 8 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის 8 პირი დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, წარსულში […]
საგამოძიებო სამსახურს კარლო კაციტაძე უხელმძღვანელებს, პერსონალურ დაცვას – ლელა ჯანაშვილი
პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია. საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს კარლო კაციტაძე, ხოლო პერსონალური მონაცემების დაცვის უწყებას – ლელა ჯანაშვილი. ამ დრომდე კაციტაძე გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი იყო. აღნიშნული ორი უწყება მას შემდეგ შეიქმნა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალეს. ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად საქართველოს პარლამენტმა 6 […]
ქუთაისში ქალს მოქალაქის კუთვნილი 50.000 ლარის მითვისებას ედავებიან
პოლიციამ ქუთაისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. […]
“საფრანგეთის მოქალაქეებს საქართველოში 159.905 ევრო მოტყუებით ჩაარიცხვინეს”
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საფრანგეთის მოქალაქეების საქმეზე ორი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ სცნო. “სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირების ფულადი თანხების მოტყუებით […]
ფოთში საკანალიზაციოში ნაპოვნი ბავშვის დედა დააკავეს
ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის დედა დააკავეს, თუმცა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. ცნობისთვის, ახალშობილის ცხედარი დევნილთა დასახლებაში მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.









