მდინარე გუბისწყალთან ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – მას თავში ჭრილობა აქვს

მდინარე გუბისწყალთან ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - მას თავში ჭრილობა აქვსხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბისწყალთან ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი