დოდო და ნოდარ გუგეშაშვილებზე თავდასხმის საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თადარიგის პოლკოვნიკი „ნიუპოსტთან“ ადასტურებს, რომ გამოძიებამ სახლში, სადაც 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს მესამე პირის დნმ-ის კვალი აღმოაჩინა. გუგეშაშვილის თქმით, გამოძიებას ამოღებული აქვს მის მობილურ ტელეფონზე შესული ზარების შესახებ ინფორმაცია. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვს, თუმცა შს მინისტრთან პირადად შეხვედრას […]
კატეგორია: სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მერიის თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაშა ფ. დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საერთო ჯამში 2400 კვადრატული მეტრი, 3 მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის […]
პოლიციის მაიორი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნ.ბ. თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ერთ-ერთ მოქალაქეს ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყების სანაცვლოდ ფულს სთხოვდა. “ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, […]
13 წლის მოზარდზე თავდამსხმელ 22 წლის აზერბაიჯანელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელსაც გამოძიება 13 წლის მოზარდზე თავდასხმას ედავება, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაზარალებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისა და მისი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, დახურულ სხდომაზე იმსჯელა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა მოზარდზე თავდასხმის ფაქტზე და აზერბაიჯანის მოქალაქე გ. რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. წარდგენილი […]
ადვოკატი – ”გიორგანაშვილი ქორიძესთან ერთად ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა”
გიორგი გიორგანაშვილისთვის ბრალის დამძიმების საქმეზე კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, როდის წაუყენებს პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფს დამატებით ბრალს. “მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც მოვისმინეთ. გიორგისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. დაცვის მხარეს გადმოეცემა მასალები და შესაბამისად ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს”,- განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, ქორიძე და გიორგანაშვილი ერთმანეთს ნამდვილად იცნობდნენ. “მათ […]
„კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ირაკლი ქორიძეა – დაკავების ახალი დეტალები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი – ირაკლი ქორიძე შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილია. დაკავებულმა რეანომობილის მძღოლმა, ჯაბა ხულორდავამ ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა, რომ ნარკოტიკული საშუალებები თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გიორგი გიორგანაშვილს საქართველოში კონკრეტული პირისთვის ტრანსპორტირების მიზნით გადასცა. როგორც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის ერთობლივ ბრიფინგზე […]
შსს – თურქეთიდან ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზატორი „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილია
როგორც ირკვევა, 2017 წელს თურქეთიდან რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების 900 აბის საქმის ორგანიზატორი . შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილია. “ორგანიზებული ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროს თანამშრომლებმა არაერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და დააკავეს, რომლებსაც ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ შემოჰქონდათ. ამჯერად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია […]
დავით მაისურაძე – ”კლინიკა ”იმედის” პაციენტს კლინიკა ხვალ უნდა დაეტოვებინა, მაგრამ დღეს დილით ის გარდაცვლილი იპოვეს”
ახალციხეში კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის შესახებ კლინიკის დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს. – უპირველეს ყოვლისა ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და თანადგომას ვუცხადებ მათ. პაციენტმა 28 მარტს იმშობიარა ყოველგვარი გართულების გარეშე, მშობიარობას მისი ოჯახის წევრიც დაესწრო. გუშინ დედა-შვილი მისმა ნათესავებმა მოინახულეს, პაციენტს კლინიკა ხვალ უნდა დაეტოვებინა, თუმცა დღეს დილით, გამთენიისას თანამშრომლებმა ის გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან […]
მალხაზ მაჩალიკაშვილი – უდანაშაულოდ დახვრიტეს ჩემი შვილი, ფაქტობრივად მძევლად ვიყავი აყვანილი, მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთან ერთად თბილისის პროკურატურაში იმყოფება. როგორც პროკურატურაში შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მას სრული უფლება აქვს იცოდეს, თუ რა მოხდა მის სახლში, როცა მძინარე შვილი მოუკლეს. “ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ უკანონოდ და უდანაშაულოდ დახვრიტეს ჩემი შვილი, თემირლანი საკუთარ საწოლში. იმ ღამეს მე მქონდა ყველაფრის უფლება, რომ გამეგო რა ხდებოდა იქ. მე […]
ახალციხის სამშობიაროში 22 წლის გოგო გარდაიცვალა
ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 22 წლის გოგო გარდაიცვალა.გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, 22 წლის გოგო საავადმყოფოს სააბაზანოში იპოვეს და პასუხისმგებლობას კლინიკის ხელმძღვანელობას აკისრებენ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ახალციხეში შ.პ.ს კლინიკა ,,იმედში” მშობიარობიდან მეორე დღეს […]










