კატეგორია: სამართალი

„შევედი ტუალეტში და “ბრიტვით” დავისერე კისერი“-15 წლის მოზარდმა სექსუალურ ძალადობაში პედაგოგის მხილების შემდეგ თავის მოკვლა სცადა

არასრულწლოვანმა გოგონამ, რომელიც 66 წლის პედაგოგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, თვითდაზიანებები მიიყენა. მიზეზი სოციალური ქსელიდან მის მიმართ განხორციელებული აგრესია გახდა, რაც გოგონას მიერ სექსუალური ძალადობის შესახებ მამაკაცის სატელევიზიო მხილებას მოჰყვა. “შაბათის კურიერში” გასული რეპორტაჟის შემდეგ საზოგადოების ნაწილი “რუსთავი 2”-ის ვებგვერდზე არასრულწლოვანის მიმართ ღია აგრესიას გამოხატავს. გოგონას ამოცნობა მისმა თანაგუნდელმა შეძლო, რის გამოც მოზარდმა კისერი დაისერა. – […]

პროკურორი ირინა ჩოჩია – ”ირაკლი ქორიძე მხოლოდ ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზე არაა დაკავებული”

– მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ქორიძემ დანაშაულს ორგანიზება გაუწია. ამის შესახებ პროკურორმა ირინა ჩოჩიამ ჟურნალისტებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ჩოჩიამ აღნიშნა, ქორიძის წინააღმდეგ ათეულობით მოწმის ჩვენება არსებობს, რაც საქმის მასალებშიც დევს. – სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა […]

სალომე ჯანიაშვილი – ”ირაკლი ქორიძისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას გავასაჩივრებთ”

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა სალომე ჯანიაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ადვოკატმა განმარტა, დაცვის მხარეს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 48 საათი აქვს. “ერთადერთი გზა გვაქვს, რომ გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ეს გადაწყვეტილება, რაც ბრალდებულთან შეთანხმებული პოზიციაა. აღკვეთის ღონისძიების შეფასებას თავისი კრიტერიუმები აქვს. […]

ადვოკატი კორკოტაშვილი – ”წარმოუდგენელია, რომ მიუნხენიდან ქორიძეს 300 აბი სუბუტექსი შემოეტანა მაშინ, როდესაც მას გავლილი ჰქონდა საბაჟო კონტროლი”

ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვისთვის ბრალდებული ირაკლი ქორიძის ადვოკატის, დავით კორკოტაშვილის განცხადებით, 2010 წელს, ირაკლი ქორიძის მიმართ წინა ხელისუფლების მიერ რეპრესიული მოქმედებები დაიწყო. როგორც კორკოტაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ირაკლი ქორიძე ფლობდა იშვიათი მოდელის „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, რის გამოც მას სთხოვეს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტისთვის ეთხოვებინა ავტომობილი, რაც დააკმაყოფილა. ადვოკატის ინფორმაციით, […]

ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – ”შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, მაგრამ სამართლიანობას მაინც დავაყენებ”

– მე შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, მაგრამ სამართლიანობას მაინც აღვადგენ. ამის შესახებ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვისთვის ბრალდებულმა ირაკლი ქორიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა. როგორც ქორიძემ აღნიშნა, მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია. – ამ ხნის განმავლობაში თუ რამე დანაშაული ჩამიდენია, 2013 ან 2014 წელს […]

დააკავეს 66 წლის პედაგოგი ა.კ., რომელსაც 15 წლის გოგონა გარყვნილ ქმედებას აბრალებს

66 წლის პედაგოგი, რომელსაც 15 წლის მოზარდი გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს, სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროდან აცნობეს, მამაკაცი სსკ-ის 141 ნუხლის პირველი ნაწილითაა დაკავეული და მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული […]

დავით მათიკაშვილი – ”ირაკლი ქორიძეს 30 წელი ჰქონდა მისჯილი და 2014 წელს მარგველაშვილმა შეიწყალა”

– მინდა, ქორიძეზე იმ ფაქტებზე ვისაუბრო, რა ფაქტებიც რეალურად არსებობს. ეს არის პიროვნება, რომელიც 2011 წელს იყო გასამართლებული 300 აბი სუბოტექსის შენახვა-შემოტანაზე. მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2013 წელს მას შეეხო ამნისტიის აქტი. ამ დროს მას სასჯელის ვადის 1/4 მოაკლდა. 2014 წელს ის არა ამნისტიის, არამედ უკვე შეწყალების აქტით, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაათავისუფლა, – […]

დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლები მოსამართლე ნათია გუდაძის მოხსნას ითხოვენ

მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის ოჯახის წევრებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გამართეს. დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და ის აუცილებლად უნდა გადადგეს. – ნათია გუდაძის მოხსნას მოვითხოვთ. ნათია გუდაძისნაირი დამღუპველი მოსამართლეები არ უნდა არსებობდნენ ქვეყანაზე. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალს არ ვიპოვით, რომ იქ ყაჩაღობა არ ყოფილა, – განაცხადა ბექა კირვალიძის დედამ, […]

ირაკლი ქორიძე 2010 წელს ნარკოტიკებით დააკავეს, 2012 წელს კი პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვეს

კურიერის ინფორმაციით, ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის გუშინ დაკავებული კატასტროფის მედიცინის ცენტრის დირექტორი ირაკლი ქორიძე ამავე დანაშაულისთვის სასჯელს წარსულშიც იხდიდა. ირაკლი ქორიძე 2010 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკებით დააკავეს და 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატიც ადასტურებს. რაც შეეხება ირაკლი ქორიძეს, ის თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარუდგენიათ. ირაკლი ქორიძის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებასთან […]

ჩხოროწყუში 70 წლის მასწავლებელს მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ყოფილ პედაგოგს, 70 წლის კაცს ამავე სკოლის ქალთა გუნდის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. როგორც სპორტსკოლის ხელმძღვანელი რამაზ კოხია imedinews-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, ამ თემასთან დაკავშირებით, მისთვის კონკრეტული დეტალები უცნობია. რაც შეეხება პედაგოგს, მან პოსტი გასულ კვირას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო […]