ადვოკატი – ”გიორგანაშვილი ქორიძესთან ერთად ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა”

ადვოკატი - ”გიორგანაშვილი ქორიძესთან ერთად ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა”გიორგი გიორგანაშვილისთვის ბრალის დამძიმების საქმეზე კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, როდის წაუყენებს პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფს დამატებით ბრალს.

“მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც მოვისმინეთ. გიორგისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. დაცვის მხარეს გადმოეცემა მასალები და შესაბამისად ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს”,- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ქორიძე და გიორგანაშვილი ერთმანეთს ნამდვილად იცნობდნენ.

“მათ უნდა დაეწყოთ ბიზნესი, აპირებდნენ ელექტროსიგარეტების მაღაზიის გახსნას. გიორგიმ ამისთვის იქირავა კიდეც ფართი. ეს არის საქმე, რაც გიორგის და ირაკლი ქორიძის ურთიერთობაზე ვიცი”, – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფში ფიგურირებს მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი.

“გიორგანაშვილს ნარკოდანაშაულისთვის სხვა დაკავებულებთან ერთად წარედგინებაბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის”,-აცხადებენ უწყებაში.

მსახიობი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

იმედინიუსი