კატეგორია: სამართალი

„პოლიციელებმა მცემეს და იარაღი პირში დამიმიზნეს – აღიარე, თორემ მოგკლავთო“

– ღამის პირველ-ორ საათზე შემოცვივდნენ. ძაღლს და იარაღს ეძებდნენ. მე ვუთხარი რა ძაღლი, რა იარაღი. ვერაფერი რომ ვერ იპოვეს, ტაბურეტი აიღეს და თავში მირტყეს. ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო, პირთან მომიტანა, დამიმიზნა და მიყვიროდა, აღიარე, თორემ მოგკლავთო, – ამბობს 30 წლის ალექსი ტარაშენკოვი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, ფერმაში მწყემსად მუშაობს. მისივე თქმით, პოლიციელებმა წიხლებით ცემეს. მისგან […]

“თავდასხმა მიუღებელია, არავინ არ უნდა დარჩეს დაუსჯელი” – წულუკიანი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ადამიანებზეც ვინც არ უნდა იყოს, თავდასხმა მიუღებელია. „ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ერთგული ელემენტარული პრინციპებისა, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფოებრიობა. ჩემი მიდგომა არის მარტივი და მე ვფიქრობ ასეთი მიდგომა აქვს ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ერთგული ელემენტარული პრინციპებისა, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული […]

„ქართული მარშის“ დაკავებული წევრებიდან 1 ხელწერილით გაათავისუფლეს, 2 საავადმყოფოშია, 3-ის პროცესი კი დღეს გაიმართება

“ქართული მარშის” წევრები ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ქართული მარშის” პრესსამსახურში განუცხადეს. “ქართული მარშის” ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სულ 6 პირი დააკავეს, აქედან მიხეილ ამისულაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხელწერილით არის გათავისუფლებული, ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი საავადმყოფოში გადიან მკურნალობას, ხოლო 3 პირის სასამართლო […]

დინამო არენას ავტოსადგომზე გ.ჭ.-მ თავის მანქანაში უცხო ნივთი შენიშნა – რა იპოვა პოლიციამ

შსს დინამოსთან პარკირების ადგილზე მდგარ ავტომობილში აღმოჩენილი ნივთის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, „დინამო არენას“ ავტოსადგომზე მდგომ ერთ-ერთ ავტომობილში უცხო ნივთი მისმა მფლობელმა, გ.ჭ.-მ შენიშნა და 112-ში დარეკა. “შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიულად, 21:08 საათზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ექსპერტები და გამნაღმველები. ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა, ამოიღეს ხსენებული ნივთი, რომლის დეტალური შესწავლის […]

ამ წუთებში ბათუმში პოლიცია ასახლებს 82 წლის მოხუცს, რომელიც ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა

ამ წუთებში აღსრულების პოლიცია ბათუმში, საიათნოვას 4-დან ალექსანდრა ტერუნს ასახლებს. პოლიციას ჩაკეტილი აქვს შესასვლელი ჭიშკარი და არავის უშვებენ, მათ შორის, 82 წლის მოხუცის მინდობილ პირს. ალექსანდრა სახლის ეზოში ზის და ამბობს, რომ ბინას არ დატოვებს. 82 წლის ალექსანდრა ტერუნმა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის მეორე სართულზე ორი დღის წინ ამწეთი შევიდა. იგი ამ ბინაში 1983 წლიდან […]

არეულობა ახალციხეში – “მანქანები დაგვიბრუნეთ, თორემ გზას გადავკეტავთ!”

ახალციხეში, მძღოლებმა, რომლებსაც მანქანები ხე-ტყის გადატანისთვის აქვთ ჩამორთმეული, პროკურატურას საქმეების დასასრულებლად 5 დღე მისცეს. იმ შემთხვევაში თუ გამოძიება 23 მარტამდე არ დასრულდება და მძღოლებს კუთვნილ მანქანებს არ დაუბრუნებენ, ისინი ბორჯომში ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან, მძღოლების მიერ გუშინ გამართული აქცია იმ პირობით დასრულდა, რომ საოლქო პროკურატურა საქმეების გამოძიებას დააჩქარებს. აქციის […]

,,მეუფე იაკობის საქმე“ – რომელი სასამართლოს წინაშე წარდგება ეპისკოპოსი

“ციანიდის საქმის” ერთ ერთი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, დეკანოზ მამალაძესა და ნიკა გვარამიას შორის კომუნიკაცია აღარ მომხდარა. რამიშვილი საქმის დეტალებზე საუბრისაგან კვლავ თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ის ადვოკატები, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ჩართული საქმეში, უზენაეს სასამართლოსთვის ემზადებიან, ხოლო იმიტომ, რომ დრო არ დაიკარგოს, ნიკა გვარამია მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასმართლოში შესატანი სარჩელის […]

პოლიციამ დინამო არენასთან მანქანიდან სათვალთვალო კამერა ამოიღო

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი ავტომობილიდან ფარულად დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერა ამოიღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 157-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფას გულისხმობს. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ასევე ცნობილია, რომ ავტომობილიდან ამოღებული ნივთი უკვე გადაეცა შესაბამის სამსახურს და მიმდინარეობს მისი ექსპერტიზა. სამართალდამცავებმა “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობა […]

შსს – “დინამოს სტადიონთან პოლიცია უკანონო ჩანაწერებს ეძებს”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დინამო არენასთან ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ სიცრუეა. “პირWელს” უწყებაში დაუდასტურეს, რომ ადგილზე სამართალ დამცველები სამძებრო სამუშაოებს ასრულებენ, თუმცა ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. შსს-ში განმარტეს, რომ გამოძიება 157-ე პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის […]

დინამოს სტადიონთან ნაღმს ეძებენ – პოლიციამ ვერცხლისფერი ოპელი შემოსაზღვრა, რომელიც გუშინდლიდან იქ დგას

თბილისში, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე სავარუდოდ ნაღმს ეძებენ – როგორც „ნიუპოსტს“ თვითმხილველმა განუცხადა, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე ადგილზე იმყოფებიან კრიმინალისტები და გამნაღმველებს ელოდებიან. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ვერცხლისფერი „ოპელის“ მარკის ავტომობილის ირგვლივ ტერიტორია შემოსაზღვრეს, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს კი ადგილის დატოვება და მანქანების გაყვანა მოსთხოვეს. ასევე, ცნობილია, რომ აღნიშნული „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გუშინ საქართველო-რუმინეთის […]