შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში ყოფილი დეპუტატის ბორის კაკუბავას გამოკითხვა დასრულდა. კაკუბავა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შეკითხვებს პასუხობდა. გამოკითხვაზე მისი დაბარების საფუძველი, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადება გახდა, რომელმაც კაკუბავას საჯარო განცხადებებზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბორის კაკუბავამ კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტებს გინებით დაემუქრა. – […]
კატეგორია: სამართალი
შსს-მ რუსთავი 2-ის ეზოში ”ქართული მარშის” 6 წევრი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. მათივე ცნობით, ადგილზე სამართალდამცავები კვლავ რჩებიან. “ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები. თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ […]
”ქართულმა მარშმა” გიორგი გაბუნიას მანქანა დაუმტვრია და მას რუსთავი 2-ში არ უშვებს – პოლიციამ ტელეკომპანიის ეზოში 3 პირი დააკავა
„რუსთავი2“- თან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ე.წ „ქართული მარში“ რ2-ის გადაცემა „არჩევანის“ წამყვანს ტელეკომპანიის ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევდა და მას გზა გადაუკეტეს. ქართული მარშის წარმომადგენლები გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან „არჩევანის“ ეთერში გააკეთა. მათი თქმით, გიორგი გაბუნიამ მკრეხელური განცხადება გააკეთა და მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო. შენობასთან შეკრებილმა ლადო სადღობელაშვილმა და […]
ბორის კაკუბავა გამოკითხვაზე დაიბარეს ხორავაზე მკვლელობის საქმეზე
ბორის კაკუბავა გამოკითხვაზეა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმის გარშემო აქვს. კაკუბავას გამოკითხვა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადების საფუძველზე მოხდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, კაკუბავა გამოკითხვაზე დღესაა დაბარებული და მას საგამოძიებო ორგანოში დღის განმავლობაში ელოდებიან. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ბორის კაკუბავა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორი […]
”მერაბ კვირიკაშვილზე შურისძიებას არ ვაპირებ” – სასამართლოზე ავტოავარიაში დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა, მალხაზ პაპასკირი, დაკითხეს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, ავტოავარიის შედეგად დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა მალხაზ პაპასკირი დაკითხეს. მისი თქმით, ის არ აპირებს შურისძიებას და მისთვის მთავარია სიმართლის დადგენა. მას ბრალდებულთან ადრეც ჰქონდა შეხება, თუმცა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მერაბ კვირიკაშვილის განცხადება, რომ ის უდანაშაულოა. – ჩემი სურვილია, რომ […]
სააპელაციო სასამართლო სალომე ტატიშვილის დაღუპვის საქმის განხილვას იწყებს
თბილისის სააპელაციო სასამართლო სალომე ტატიშვილის დაღუპვის საქმის განხილვას იწყებს. მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა. ამის შესახებ 1tv-ი წერს. არასრულწლოვანი 2016 წლის იანვარში გუდაურში, სრიალისას, თხილამურებზე მდგომი ლიპარტელიანის დაჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით […]
დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება
დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის ბრალდების საქმეზე საქმის არსებითი განხილვა გაიმართება. ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. ნუგზარ კვინიკაძის ინფორმაციით, პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაიკითხებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი 7 თებერვას წარედგინა. ქუთაისის შემოვლით გზაზე, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო […]
თბილისის ქუჩები, სადაც ყველაზე მეტი ავტოავარია ხდება
თბილისში ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა 2017-2018 წელს კახეთის გზატკეცილზე, აღმაშენებლის ხეივანსა და წერეთლის გამზირზე მოხდა. ამის შესახებ allnews.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. მხოლოდ წელს, კახეთის გზატკეცილზე 21 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 2017 წელს კი 113 შემთხვევა დაფიქსირდა. აღმაშენებლის ხეივანში 2018 წლის დასაწყისიდან 14 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გასულ წელს კი 81. წერეთლის გამზირზე წელს […]
“ნინოს დედა შემთხვევით შეესწრო ავარიას, დასახმარებლად მივიდა და მანქანაში გარდაცვლილი შვილი დახვდა”
“მთელი ოჯახი, ბავშვებით, მეორე დღეს საბერძნეთში მიდიოდა” ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახიჯვარში ტრაგედია დატრიალდა. “რავ 4” ტიპის ავტომანქანა სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის ჭიშკარს შეეჯახა, რის შედეგადაც 24 წლის ნინო თიბილაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე 30 წლის დავით კალიეჩევი და ამ უკანასკნელის დეიდაშვილი ნათია მინდიაშვილი უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყავნეს. დაშავებულები არიან ნინო თიბილაშვილის მცირეწლოვანი შვილებიც, რომლებიც ასევე კლინიკაში გადიან მკურნალობას. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის […]
გაგრის საავადმყოფოს რეანიმაციაში რამინ ხაშიგი მოკლეს – მიხეილ ბარციცის მკვლელობისთვის ნათესავებმა შური იძიეს
ოკუპირებული გაგრის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციაში 1981 წელს დაბადებული რამინ ხაშიგი მოკლეს. ინფორმაციას 1TV ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხაშიგს „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის საავადმყოფოში დაჭრილი იყო შეყვანილი. ე.წ. გენერალური პროკურატურა მომხდარ ფაქტზე წერს, რომ ხაშიგი საავადმყოფოს პალატაში მოკლეს მიხეილ ბარციცის ნათესავებმა. 58 წლის მიხეილ ბარციცი 2018 წლის 17 მარტს, […]








