კატეგორია: სამართალი

ნუგზარ კახიძის მკვლელობის თვითმხილველი ქალი დაკითხვაზე წაიყვანეს

თბილისში მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის, ახლობლებს და ოჯახის დამხმარე ქალს, რომელიც დანაშაულის ერთადერთი თვითმხილველია, პოლიცია კითხავს. დამნაშავემ აღნიშნული ქალბატონიც დაჭრა და ის თავდაპირველად სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მკვლელობა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთ ერთი ბაზრობის მეწილე და ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს […]

თბილისში საკუთარ სახლში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს – პოლიცია 30 წლის კაცს ეძებს

დღეს თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს. როგორც ახლობლები ამბობენ, 30 წლამდე ასაკის კაცი დღის პირველ ნახევარში ბიზნესმენის სახლში მივიდა, თქვა, რომ ბანკიდან იყო და წერილი უნდა გადაეცა. მას შემდეგ, რაც დამხმარე ქალმა კარი გააღო, კაცმა სროლა დაიწყო. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დაჭრილია დამხმარე ქალიც. ნუგზარ  კახიძეს 7-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი. არსებული […]

ადვოკატი: სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ

“ქართული მარშის” დაკავებული წევრების ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი ამბობს, რომ სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ. მისი ინფორმაციით, ღუდუშაურის საავადმყოფოში ბრეგაძის კაბინეტთან დაცვაა მობილიზებული. ადვოკატის თქმით, ბრეგაძე გუშინ იმის გამო ვერ დააკავეს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ბრეგაძე სასტიკად აწამეს, რადგან დაკითხვის ოთახში უჰაერობა იყო […]

მელორ ვაჩნაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყოფილი პოლიტპატიმარი, მელორ ვაჩნაძე დააკავეს. ფაქტი “პირველს” შსს-ში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჩნაძე გუშინ საღამოს არაფხიზელ მდგომარეობაში ღუდუშაურის კლინიკაში მივიდა და ერთ-ერთ პაციენტთან შესვლას ითხოვდა, რისი უფლებაც მას კლინიკის დაცვამ არ მისცა. ვაჩნაძემ დაცვას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის დააკავეს. ვაჩნაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და […]

ყოფილი პროკურორი მილენა მითაიშვილი ყოფილ ქმარს, რივერა ბენდელიანს, ძალადობაში ადანაშაულებს

ყოფილი პროკურორი მილენა მითაიშვილი, რომელიც ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. საქმე მითაიშვილის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას ეხება, სადაც ყოფილი პროკურორი, ყოფილ ქმარს რივერა ბენდელიანს ძალადობაში ადანაშაულებს. რივერა ბენდელიანი პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა და ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება, მისი დაკავების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რივერა ბენდელიანის ადვოკატმა ინგა არახამიამ განუცხადა, ბენდელიანი მზადაა გამოძიებასთან […]

თელავში შვილმა დედა ნაჯახით მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტში შვილმა დედა მოკლა. როგორც “ინტერპრესნიუსს” მეზობლებმა განუცხადეს, სოფელ კონდოლში კონფლიქტის ნიადაგზე 91 წლის ქალს შვილმა სასიკვდილო ჭრილობა ნაჯახით მიაყენა. მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია.

“რომ დააგვიანდა, ძებნა დავიწყე, თურმე უკვე გარდაცვლილი მყოლია” – ავტოავარია, რომელსაც მე-11 კლასელი ქეთი აფრიდონიძე ემსხვერპლა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ოფიციალური სტატისტიკით, ოთხი მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათგან ორი არასრულწლოვანი. წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი ქეთი აფრიდონიძე შეეწირა. მასთან ერთად კი მძიმედ დაშავდა იმავე ავტომანქანაში მჯდომი მისივე ოთხი თანატოლი გოგონა. “ავტომანქანა, რომელშიც ხუთი გოგო იჯდა, ბოძს შეეჯახა. ამ შეჯახებას ქეთი უკვე შეეწირა, დანარჩენები […]

ნიკა გვარამია – “ლადო სადღობელაშვილი დიდი ხანია, უნდა იყოს პატიმრობაში, რადგან პრორუსული ძალებისგან იღებს დაფინანსებას”

– უფრო მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილ და საჭიროა, რომ იყოს მიყვანილი ბოლომდე იმიტომ, რომ ხულიგნობის შემადგენლობაში ვერაფრით ვერ ჩაჯდება ის, რომ ადამიანები ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკვეთის პირობებში, – ასე გამოეხმაურა რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ლადო სადღობელაშვილის დაკავებას. მან იმედი გამოთქვა, რომ მის მიმართ არ იქნება გამოყენებული საპროცესო შეთანხმება, ჯარიმა და მას შეუფარდებენ პატიმრობას. – ლადო […]

პოლიციის მიერ დაკავებული სანდრო ბრეგაძე ცუდად გახდა და ღუდუშაურში გადაიყვანეს – ქართული მარში პოლიციასთან აქციას მართავს

ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან “ქართული მარშის” წევრები აქციას მართავენ და დაკავებულ პირებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვენ. როგორც ადვოკატმა დავით გირგვლიანმა “ინტერპრესნიუსს” განუცხდა, მან პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა დოკუმენტაცია და უთხრა, რომ დაკავებულ ლუკა ნაცვლიშვილის ადვოკატია, თუმცა, მას მიზეზების განმარტების გარეშე სამმართველოს შენობაში შეშვებაზე უარი უთხრეს და შენობის ტერიტორია დაატოვებინეს. – დაკავებულ ლუკა ნაცვლიშვილის დასაცავად მოვედი, თუმცა, შენონაში არ […]

რუსთავი 2-ზე თავდასხმისთვის ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო „ქართული მარშის“ წევრი ლადო სადღობელაშვილი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, 2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ წევრი ლ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული. „დანაშაული 2-დან 5 წლამდე […]