შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი მკვლელობა გახსნილია და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ვ.წ, რომელმაც შურისძიების მოტივით ხატოევს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. “სამართალდამცველებმა გუშინ, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. ჩატარებული აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებმა 1975 წელს დაბადებული ვ.წ. განზრახ […]
კატეგორია: სამართალი
,,მკვლელის ფეხებთან იყო ჩემი შვილი… მკვლელი ცდილობდა, რომ თავში ესროლა…” – დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობის დეტალებს იხსენებს
7 თებერვალს თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს, საკუთარ სახლში ერთადერთი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი მოუკლეს, თავად კი მძიმედ დაჭრეს. მკვლელის ვინაობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. დოდო გუგეშაშვილი საქმის მთავარი მოწმეა. ის მოწმეთა დაცვის პროგრამაშია ჩართული და კონსპირაციულად, დაცვის თანხლებით გადაადგილდება. დოდო გუგეშაშვილი ,,პირველი არხის” ჟურნალისტთან დეტალურად იხსენებს ტრაგიკულ 7 თებერვალს და ამბობს, რომ მისმა შვილმა მკვლელს […]
ვინ არის ვერაზე მოკლული ყოფილი კანონიერი ქურდი გოგი (ხატოევი) რატიანი, იგივე ,,კოჩო“ – მკვლელობა შურისძიების მოტივით?
ვერაზე ტატიშვილის 26 ნომერთან მოკლული 60 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში კრიმინალური ავტორიტეტი იყო, გოგი რატიანია. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გვარად ხატოევია, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ რამდენიმე წლის წინ გვარი რატიანად გადაიკეთა. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მოკლული სამართალდამცავ უწყებაშიც რატიანად არის დაფიქსირებული. ვერაზე მოკლული ყოფილი ,,კანონიერი ქურდი“ წლების განმავლობაში კრიმინალურ სამყაროში გოგი ხატოევის, მეტსახელად […]
ვერაზე მოკლული მამაკაცი გოგი ხატოევია – ”თქვეს, რომ გვერდით ოთახში მის დისშვილს ეძინა”
მეზობლების ინფორმაციით, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი წარსულში მრავალგზის ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია. მათივე ინფორმაციით, გოგი ხატოევი საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა, თუმცა მეზობლის თქმით, წუხელ მასთან დის შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც ბიძის მკვლელობის შესახებ ვერ გაიგო. – თქვეს, რომ გოგის გარდა სახლში მისი დის შვილიც იყო. დის შვილს ეძინა გვერდით ოთახში, მაგრამ შემთხვევის შესახებ […]
ვერაზე კაცი მოკლეს
ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე კაცი მოკლეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე არიან სასწარფო და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მას ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოკლული ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია.
მწყემსი მხარში დაჭრეს – მწყემსების ჩხუბი დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროში, მწყემსებს შორის დაწყებული ჩხუბი ერთ-ერთი მათგანის დაჭრით დასრულდა. 43 წლის მამაკაცს თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მარჯვენა მხარის არეში მიაყენა. დაჭრილ;ი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში მოათავსა. ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ამოღებულია იარაღი. შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.
ბორის კაკუბავა ხორავაზე მომხდარ მკვლელობაზე ალაპარაკდა – ”ჩემს მეცხრეკლასელ შვილიშვილზე უფროსკლასელები ძალადობდნენ”
51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის მოწმეების მოსყიდვაში დადანაშაულებული ბაბუა დუმილს არღვევს. ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა და პოლიტიკოსმა ბორის კაკუბავამ, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობის ბრალდებით გაასამართლეს, კურიერს წერილი გამოუგზავნა. ორგვერდიან გზავნილში კაკუბავა წერს, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის მოწმეები არ მოუსყიდია და ეს კამპანია დაინტერესებულმა პირებმა აუგორეს. ბორის კაკუბავას სიძე თენგიზ კალანდია ახლა გლდანის […]
„გავიგუდე, ყელში ნუ მიჭერ“ – პოლიციელებმა თელავში 25 წლის გიორგი ქიტოშვილი დააკავეს – ვიდეო
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თელავში დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის მიზეზით 25 წლის გიორგი ქიტოშვილი დააკავეს. თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ დაკავებისას მიწაზე დაგდებულ ახალგაზრდას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ზემოდან აწვება და ყელში უჭერს, რის გამოც ახალგაზრდა პოლიციელებს რამდენჯერმე მიმართავს, რომ სუნთქვა უჭირს. „რეგინფოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალგაზრდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით გააჩერეს. საბუთების წარდგენის შემდეგ, მძღოლმა […]
ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა – „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც მოჭერილი ჰქონდა. სავარაუდოდ, დამხრჩვალია და გადაგდებული“
ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარი დღეს, 10 მარტს, დილით იპოვეს. „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც მოჭერილი ჰქონდა. სავარაუდოდ დამხრჩვალია და გადაგდებული“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. ამ წუთებში ადგილზე პოლიციისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც დედის […]
მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს ჯარიმის სახით გადახდილი 1000 ლარი უკან დაუბრუნდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს თამაზ ურთმელიძეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შედგენისთვის დაკისრებული ჯარიმა 1000 ლარი, უკან დაუბრუნდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თამაზ ურთმელიძისსარჩელი. – მეც, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად მოვხვდი შესამოწმებელ დეკლარანტთა სიაში და ჩემი დეკლარაციაც, მსგავსად უმრავლესობისა შეფასდა უარყოფითად. დავჯარიმდი 1000 ლარით. როგორც მოგვიანებით გამოვლინდა, სხვა შემთხვევებშიც, დარღვევის ხარისხი იმდენად არაარსებითი იყო, რომ […]








