მწყემსი მხარში დაჭრეს – მწყემსების ჩხუბი დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროში, მწყემსებს შორის დაწყებული ჩხუბი ერთ-ერთი მათგანის დაჭრით დასრულდა. 43 წლის მამაკაცს თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მარჯვენა მხარის არეში მიაყენა.

დაჭრილ;ი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში მოათავსა.

ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ამოღებულია იარაღი.

შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.