კატეგორია: სამართალი

ბათუმელი ბიჭი ყოფილი მხედრიონელის სახლში ზუგდიდში სასტიკად ცემეს – როგორ დაიწყო სისხლიანი კონფლიქტი

“ნიუპოსტმა” ზუგდიდში მომხდარი კრიმინალური გარჩევის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა შეძლო. როგორც კონფიდენციალური წყარო ყვება, სისხლიან გარჩევას, რომელიც სამი პირის დაჭრით დასრულდა, წინ ქურდული გარჩევა უძღოდა. რესპონდენტი, რომელიც ვინაობის გამხელას ერიდება, აღნიშნავს, რომ კონფლიქტი გუშინ, გვიან ღამით, ყოფილი მხედრიონელის სახლში დაიწყო, როცა ბათუმიდან ჩამოსული ბიჭი ადგილობრივებმა სასტიკად სცემეს. დღეს კი ქურდული გარჩევა ჭითაწყარში გაიმართა. დაჭრილი პირების […]

რესტორან “წინა ველში” ბაღდათის საკრებულოს წევრებმა იჩხუბეს – პოლიციელს თავში ჭურჭელი ჩაარტყეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ სარბევში რესტორან “წინა ველში” ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბაღდათის საკრებულოს წევრებმა სხვა სუფრის წევრებთან იჩხუბეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მოქალაქე დაცვის პოლიციის თანამშრომელია. მას თავში მინის ჭურჭელი ჩაარტყეს. რესტორნის თანამშრომელთა თქმით, ჩხუბი ეზოში გაგრძელდა. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე აღძრულია სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინციდენტს არ უარყოფს, თუმცა, ჩხუბის მიზეზს არ ასახელებს. […]

ქურდული გარჩევა ზუგდიდში – 3 კაცი დაჭრეს

ზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ქურდულ გარჩევას უკავშირდება. სამივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზეა. დანარჩენ ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ამ წუთებშიც უტარდება. ინციდენტი ქალაქის ცენტრში მოხდა. ორი პირი ცივი იარაღით არის დაჭრილი, ხოლო ერთს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება […]

დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებს 6-10 წელი მიესაჯათ

დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ქუთელიას 7 წლით, აგაჯანოვს 6 წლით, ხოლო ბექა კირვალიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიუპოსტი

“მოგვაშორეთ ქართველი პატიმრები” – შვედი მინისტრი იუჰანსონი გახარიას ქართველი დამნაშავეების წაყვანას სთხოვს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს სტოკჰოლმში შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მორგან იუჰანსონს შეხვდება. ამის შესახებ Sveriges Radio წერს. შვედური მედიის ინფორმაციით, იუჰანსონი მოითხოვს გახარიასგან, რომ საქართველომ შვედეთში სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადაყვანა უზრუნველყოს. – ამ მოქალაქეებს შვედეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ და კანონის მიხედვით, მათი საქართველოში დაბრუნება შეიძლება. არსებობს მეორე მიზეზიც, […]

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს გამომძიებელი ბ.ა. ნარკოტიკის გასაღებისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ა.-მ ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონოდ […]

გოგი ხატოევის მკვლელობისთვის დაკავებული ვალერი წივწივაძისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ

გიორგი რატიანიძის იგივე გოგი ხატოევის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვალერი წივწივაძისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ის ამ დროისთვის, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ წივწივაძე უდანაშაულოა და მას რატიანიძე არ მოუკლავს. ვალერი წივწივაძის ცოლი ასევე ადასტურებს, რომ დაკავებული გარდაცვლილს იცნობდა და მათ შორის გარკვეული კონფლიქტიც არსებობდა, რომელიც წლების წინ დაიწყო. საუბარია 2007 წელს მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაზე, სადაც სავარაუდოდ სწორედ დაკავებული წივწივაძე ფიგურირებდა. – […]

დიდ დიღომში 27 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, დიდ დიღომში, 27 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მეგობრებმა რამდენიმე დღის წინ გაქირავებულ ბინაში აღმოაჩინეს. ადგილობრივების თქმით, მეგობრებმა საცხოვრებელი სახლის კარი მას შემდეგ შეამტვრიეს, რაც ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, მეგობარი მათ ზარებს არ პასუხობდა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პირველი

სოხუმში ახალგაზრდა ქალი ჩაქოლეს

სოხუმში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შემთხვევა აიაირას გამზირზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლულია გულგაზ მამედოვა. მკვლელი კი მისი ქმარი ვიქტორ ჯანბაა, რომელმაც დანაშაული აღიარა და პოლიციას თავად ჩაბარდა. აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროც ცნობით, კაცმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. სხვა დეტალები და მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას დეფაქტო შსს ავრცელებს. თუმცა, თვითმხილველების განცხადებით ახალგაზრდა ქალი სახალხოდ […]

გოგი ხატოევი-რატიანს 2007 წელს ვ.წ.-ს ოჯახი დაუყაჩაღებია – ვერაზე მკვლელობის ახალი დეტალები

ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელი და მოკლული ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და მათ შორის გარკვეული დაპირისპირება 2007 წლიდან არსებობდა. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, გოგი ხატოევი 2007 წელს მკვლელობაში ბრალდებულის, ვ.წ-ს ოჯახში შეიჭრა და დააყაჩაღა. ყაჩაღობის გამო ვ.წ.-ს დედამ მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა. ასევე ცნობილი […]