თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედრი იპოვეს, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. “დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს […]
კატეგორია: სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილის ბიძამ მეზობლის ძაღლს თოფი ესროლა
ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბიძამ თანასოფლელის, ნინო მწითურის ძაღლს ესროლა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. ფაქტზე ტყვიავის შს განყოფილებაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, 2018 წლის 6 თებერვალს დაიწყო. ნინო მწითური ამბობს, რომ ელგუჯა ოქრუაშვილმა ძაღლი, ორი ფრინველის გამო გაიმეტა და ,,გეკო“ ესროლა. “თანასოფლელებმა შეაკავეს, თორემ კიდევ უნდოდა ესროლა და მოეკლა“, – ამბობს ნინო მწითური. […]
ოზურგეთში ჩაის ფაბრიკა გაქურდეს
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქურდობა მოხდა ორი დღის წინ ოზურგეთში, დაბა ანასეულში. გამოძიებისთვის ჯერ-ჯერობით დაუდეგენლმა პირებმა ანასეულის ჩაის ფაბრიკა გაქურდეს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, წაღებულია ჩაის გადამამუშავებელი ე. წ. როლერი და დამზადებული პროდუქცია. როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. კონკრეტულად, თუ რა თანხის ზარალი მიადგა ფაბრიკას მომხდარი ქურდობის გამო, […]
ორბელიანის მოედანზე, ქუჩაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს
დოდო გუგეშაშვილს კლინიკიდან დღეს გაწერენ
თადარიგის პოლკოვნიკს დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. “დღეს დაგეგმილია, რომ კლინიკიდან გაეწეროს დოდო გუგეშაშვილი, 14:00 საათისთვის შეამოწმებს ექიმი პაციენტს, რის შემდეგაც დაზუსტდება კონკრეტულად როდისთვის გაეწერება“, – განაცხადა პრესსამსახურმა. შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის […]
მოწმის ჩვენება – სერგო თეთრაძეს ხელკეტით სცემდა ფაცაცია, მუშტებს ურტყამდა მუხაძე, 10 წუთი სცემდნენ, პატიმარი ჩაიკეცა
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს პატიმარ ოლეგ რამიშვილის ჩვენება გამოქვეყნდა. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ჩვენება პროკურორმა წაიკითხა. ჩვენების თანახმად, რამიშვილთან საკანში კონტროლიორი მივიდა და უთხრა, რომ მასთან N8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს საქმე ჰქონდა. “ჩემთან საკანში მოვიდა კონტროლიორი, გამომიყვანა სკანიდან და მითხრა, რომ მუხაძეს საქმე ჰქონდა ჩემთან. დამხვდა ის და მითხრა, ვიყავი თუ არა მზად დავალების შესასრულებლად. მითხრა, […]
დეა გოშხეთელიანს ყოფილი ქმრის, გრიგოლ ბაკურაძის, ოჯახზე პოსტის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს
ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, დეა გოშხეთელიანს ყოფილი ქმრის ოჯახზე Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. გოშხეთელიანის ყოფილმა მამამთილმა შესაბამისი განცხადებით პოლიციას 6 თებერვალს მიმართა და განაცხადა, რომ დეას მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა. 17 თებერვალს, ყოფილმა დედამთილმა და მულმა ასევე მიმართეს პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. პოლიციამ ამჯერადაც დააკმაყოფილა მოთხოვნა და დეა გოშხეთელიანს აუკრძალა სოციალურ […]
”ზ.გ.-მ მოკლა გ.ჩ., საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა” – შსს-მ მუხიანში მკვლელობა გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ […]
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1.000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა
დღეს პროკურატურამ ჩაბუქისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა. ამის შესახებ სასამართლოდან On.ge-ს EMC-ის იურისტმა თამთა მიქელაძემ აცნობა. სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1.000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, თურქეთის მოთხოვნით, თბილისში 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მეორე დღეს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების თანახმად, […]
მუხიანში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს – საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა
თბილისში, მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მას დაზიანებები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. მამაკაცი სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შსს-მ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ნიუპოსტი










