თემქაზე 20 წლის გოგო ცივი იარაღით მოკლეს

თემქაზე 20 წლის გოგო ცივი იარაღით მოკლესთემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედრი იპოვეს, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

“დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.