რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე, ე.წ. “საყოფაცხოვრებო სახლის” შენობაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება არალეგალურ აზარტულ თამაშებს, რომელიც საბილიარდოში იმართებოდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. ასევე უცნობია, მოხდა თუ არა ვინმეს დაკავება. ,,არ ვიცი ვიღაცეები იყვნენ, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, რატომ იყვნენ მოსული არ ვიცი. დავინახე, რომ მანქანები იდგა,“-აცხადებს […]
კატეგორია: სამართალი
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ძებნილი რუსი დიზაინერი დააკავეს
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ძებნილი რუსი დიზაინერი მიხაილ ორლოვი დააკავეს. მას 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ ‘იმედი” წერს. ორლოვი საზღვრის რუსულ მხარეს მაშინ დააკავეს, როდესაც სხვისი პასპორტით საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას გეგმავდა. დიზაინერს 3-წლიანი პატიმრობა კლუბ Barfly-ში 2 ადამიანის გარდაცვალების გამო მიუსაჯეს. 2014 წელს 2 მთვრალი სტუმრის გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმა გახდა. 2015 წელს მიხაილ ორლოვს 3-წლიანი […]
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი მას ოჯახთან ერთად ეძებდა – ტრაგედიის ახალი დეტალები
21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული, გარდაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავა. გრიგალაშვილი ჯერ მოწმის სტატუსით დაიკითხა, ხოლო მოგვიანებით ის დააკავეს. გრიგალაშვილმა ბრალი აღიარა. 21 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს, გამთენიისას, მამამ ყელგამოჭრილი იპოვა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი სახლთან ახლოს, ავტოფარეხებთან ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ოჯახმა ანა ნაცვლიშვილის ძებნა დაიწყო, ლადო გრიგალაშვილიც მათთან ერთად […]
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის პოლიციამ 1997 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავა
ცოტა ხნის წინ თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა. უწყების ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი, რომელმაც მკვლელობა შურისძიების მოტივით ჩაიდინა და 20 წლის გოგოს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. უწყობის ცნობით, დანაშაულის გამო დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული […]
ლიზა ბაგრატიონი – ”საერთოდ რომ მიდის გამოძიება აქ, ეს ჩემთვის გაუგებარია” – „ბადაგონის“ პიარმენეჯერმა საგამოძიებო სამსახური დატოვა
კომპანია „ბადაგონის“ პიარმენეჯერმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. ლიზა ბაგრატიონი გამოძიების კითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდა. მისი განცხადებით, კითხვები, ძირითადად, ფინანსურ საკითხებს ეხებოდა, რაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა და საგამოძიებო ორგანოს მხოლოდ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. – მე, ჩემი მოვალეობებიდან და პროფესიიდან გამომდინარე, არ შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, რომელიც ეხება უშუალოდ […]
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა მისმა შეყვარებულმა აღიარა? – შსს კომენტარს არ აკეთებს
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნა. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა მისმა შეყვარებულმა აღიარა. “ნიუპოსტი” შს სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყება საკითხთან დაკავშირებით კომსნტარს არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ 20 წლის სტუდენტი, საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სკვერში გამთენიისას მოკლეს. გოგონას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, სასიკვდილო კი სავარუდოდ, ყელის არეში მიყენებული ჭრილობა […]
ვინ მოკლა 20 წლის ანა ნაცვლიშვილი? – გოგონას მობილურზე ბოლოს მეგობარმა ბიჭმა დაურეკა
ამ დრომდე უცნობია, ვინ მოკლა 20 წლის ანა ნაცვლიშვილი. ყელგამოჭრილი გოგონა დღეს დილით, თემქაზე მდებარე ერთ-ერთ სკვერში შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა. ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, გოგონას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს, სახლიდან ხალათით გამოიყვანეს, ავტომობილში ჩასვეს და მკვლელობის ადგილზე მიიყვანეს. სასტიკი მკვლელობის ავტორის ვინაობა უცნობია. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 2 საათზე მეტია, […]
თბილისის პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურაში – არსებული ინფორმაციით თანამდებობიდან რამდენიმე პირია გათავისუფლებული, მათ შორის თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით საკადრო ცვლილებები ნამდვილად განხორციელდა, თუმცა გათავისუფლებული მაღალჩინოსნების გვარებს ამ ეტაპზე არ ახმაურებენ.
„ვიმედოვნებ, საქართველოს სასამართლო ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს“ – ჩაბუქი
დემირელის კოლეჯის მენეჯერი Amnesty International-ის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო. ცნობილია, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან აფგან მუხთარლისთან ერთად, მისი საქმე ადამიანის უფლებების შესაძლოდარღვევის კატეგორიაში მოხვდა. მუსტაფა ემრე ჩაბუქმა Amnesty International-ს, სახალხო დამცველის აპარატსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დემირელის კოლეჯის მენეჯერმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სასამართლო მისი ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს. „ვიმედოვნებ, საქართველოს სასამართლო არ მიიღებს […]
თემქაზე მოკლული გოგოს მეზობლები დეტალებს იხსენებენ
თემქაზე ნაპოვნ ახალგაზრდა გოგოს ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოკლული გოგოს მეზობელმა განუცხადა. სააგნეტო ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ერთი მეზობლი ამბობს, რომ გოგო სახლიდან წუხელ გაიყვანეს. „სახლში მოაკითხა ვიღაცამ. ხალათით იყო უკვე და ისე გაიყვანა სახლიდან. მანიაკებითაასავსე ქალაქი“, – აღნიშნა კიდევ ერთმა მეზობელმა. მომხდარზე მედიასთან […]










