დუშეთის რაიონში ცოლ-ქმრის გარდაცვალების შესახებ ახალი სავარაუდო დეტალები ხდება ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მოტივი, არაოფიციალური ინფორმაციით, ეჭვიანობა გახდა. გარდაცვლილი ცოლ-ქმარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 115-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას […]
კატეგორია: სამართალი
დუშეთში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს – მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?
„არც ბიზნესია, არც წინა საუკუნის დაპირისპირება…“ – დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობაზე
ჟურნალისტი და დოდო გუგეშაშვილის მეგობარი მაკა რაზმაძე, გუგეშაშვილის სურვილით, თავდასხმასთან დაკავშირებით მის პირველ კომენტარს ავრცელებს: „არ არის არც პოლიტიკური თემა, არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი, არც ცხინვალი, დარწმუნებული ვარ არ არის არაფერი ამდაგვარი, უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის, ამიტომ ნურავინ ნუ მისცემს პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს, არანაირი პოლიტიკური, არც ძველი დროის და […]
გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს
ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, გლდანის #8 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ყელგამოჭრილი იპოვეს. როგორც “ნიუპოსტს” ადვოკატმა განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის იარაღი ამ დრომდე არ არის ამოღებული, რაც ეჭვებს ბადებს, რომ სუიციდის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. […]
რუსთავში 40 წლამდე კაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში, XII მიკრო რაიონში 40 წლამდე კაცი ბინაში გარდაცვლილი ახლობლებმა იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დოდო გუგეშაშვილს შვილის მკვლელთან, ვინმე ზურასთან, ქარვის ბიზნესი აკავშირებდა, ზურა დოდოს მალხაზ თოფურიას სახელით დაუკავშირდა
დაჭრილი გუგეშაშვილის ჩვენებიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ცნობილია, რომ დაკითხვის დროს დოდო გუგეშაშვილმა თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა, მას „ზურა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი მხედრიონის ყოფილ ლიდერს გასული წლის სექტემბერში დაუკავშირდა და ქარვის ერთობლივი ბიზნესის წამოწყება შესთავაზა. როგორც შეთანხმდნენ, გუგეშაშვილი ვინმე ზურას უკრაინიდან ქარვის თვლების შემოტანაში უნდა დახმარებოდა და ნაკეთობების რეალიზაციას თურქეთში ზურა უზრუნველყოფდა. კურიერის […]
დავით მუხიგული – ”დაქირავებული მკვლელი გარეთ გამოვიდოდა და დოდოს შორიდანაც ესროდა”
დოდო გუგეშაშვილის მეგობარ დავით მუხიგულს ეჭვი ეპარება იმ ვერსიის სისწორეში, რომ გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა. ამის შესახებ დავით მუხიგულმა ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა გუშინ მედიაში ამ საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. დავით მუხიგულისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი შურისძიებას ან ბიზნესს. – დაქირავებული მკვლელი რომ იყოს, გარეთ გამოვიდოდა და შორიდანაც […]
გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, რომ ბრალში კვლავ ჩაწერილიყო მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით. ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე ამ ნაწილში საქმეს. დაცვის მხარე კი უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. გასული წლის 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. […]
”დოდო გუგეშაშვილი საწოლი ოთახიდან სიგარეტით გამოვიდა და ამ დროს პისტოლეტიანი მკვლელი შეეჩეხა” – გელა ნიკოლაიშვილი დაკითხვის დეტალებს ამხელს
– დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დაქირავებულ მკვლელს დოდო გუგეშაშვილი იცნობდა, რადგან ეს პიროვნება მასთან კონტაქტის დამყარებას რამდენჯერმე ცდილობდა. ამდენად, სახლში მისვლისას დოდო გუგეშაშვილმა მას კარები გაუღო. – როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დაქირავებული მკვლელი. როგორც იცით, ხანგრძლივი დაკითხვა იყო. თითქმის 5 საათი […]
თემურ გუგეშაშვილი – “დოდოს რომ მოესწრო და ესროლა, ის ვეღარ გაისროდა”
დოდო გუგეშაშვილის ძმა თემურ გუგეშაშვილი დედა-შვილზე თავდასხმას 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირებს. როგორც თემურ გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 15 წლის წინ „მოხდა მცირე ინციდენტი, რომელიც ყოველგვარი ფიზიკური დაზიანებების გარეშე დასრულდა“, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია. – ახლობლებმა გაიხსენეს, რომ იყო რაღაც, არა ნოდარ გუგეშაშვილთან დაკავშირებული, არამედ მის სამეგობროსთან თუ მეგობართან დაკავშირებული მცირე ინციდენტი, ოღონდ ფიზიკური […]









