გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში, XII მიკრო რაიონში 40 წლამდე კაცი ბინაში გარდაცვლილი ახლობლებმა იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.
როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.