დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის მეორე დღეს ”ახალი თაობა” ნანა კაკაბაძეს ესაუბრა, რომელიც დოდო გუგეშაშვილს კარგად იცნობს. ნანა კაკაბაძე: – ძალიან მიჭირს იმის თქმა, ეს ანგარიშსწორება იყო თუ სხვა რამ. ვიცი ერთი რამ, რომ მკვლელს ორივე სასიკვდილოდ ჰყავდა გამეტებული, რადგან ჭრილობები ისე იყო მიყენებული. დოდოს ვაჟს თავის არეში აქვს ნასროლი და თვითონ დოდოს – გულმკერდის არეში და […]
კატეგორია: სამართალი
დოდო გუგეშაშვილს დღეს პალატაში არ გადაიყვანენ
მიუხედავად იმისა, რომ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, ექიმების გადაწყვეტილებით, პალატაში მას დღესაც არ გადაიყვანენ. გუგეშაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ასევე, დოდო გუგეშაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერც დღეს დაკითხავენ. ჯერ უცნობია, თუ როდის შეატყობინებენ მას შვილის დაღუპვის შესახებ. „დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. როდის გადაიყვანენ პალატაში, ამ ყველაფერს ექიმები გადაწყვეტენ. როგორც ექიმები გადმოგვცემენ, ქალბატონი დოდო […]
“მოსამართლეს შეეძლო, ფარმან ჯეირანლი 200.000 ლარით დაეჯარიმებინა, მაგრამ მან 6 წელი მიუსაჯა” – ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი “ლანცეტის” დირექტორის საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს
კლინიკა “ლანცეტის” დირექტორს ფარმან ჯეირანლის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯეირანლი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სხვა მოლოდინი ქონდა მის ადვოკატს, რომელიც მიიჩნევდა, რომ სასამართლო მისი კლიენტის უდანაშაულობას აღიარებდა და გაანთავისუფლებდა. ფარმან ჯეირანლი წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში გამტყუნდა, ხოლო სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვაში გამართლდა. “ახალი თაობა” ფარმან ჯეირანლის ადვოკატ […]
”ბადაგონისთვის” ყადაღა არ დაგვიდია, არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება – ამოღება” – რას აცხადებს საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია ,,ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა თამარ გოდერძიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შპს ,,ბადაგონის“ წილის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია ,,გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელმა საგამოძიებო სამსახურს მიმართა განცხადებით, რომლის შესწავლის შემდგომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე. – გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოს […]
ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ
შვილის მკვლელობის თვითმხილველი და ერთადერთი მოწმე, დოდო გუგეშაშვილი, გამომძიებლებს ჯერ არ დაუკითხავთ. პირველი რადიოს ცნობით, მხედრიონის ყოფილი ლიდერი რეანიმაციიდან პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ. ექიმები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, ზუსტად როდის იქნება შესაძლებელი გუგეშაშვილის დაკითხვა. დოდო გუგეშაშვილი ისევ საძილე პრეპარატების ზემოქმედების ქვეშაა და ჯერ ისევ არ იცის შვილის დაღუპვის ამბავი. სამართალდამცავებს დოდო გუგაშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის, მკვლელი […]
დოდო გუგეშაშვილს პალატაში გადაყვანამდე არ დაკითხავენ – მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა
– დოდო გუგეშაშვილს მდგომარეობიდან გამოსვლამდე და პალატაში გადაყვანამდე არ დაკითხავენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკასთან განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელოვნური სუნთვის აპარატიდან მოხსნის მიუხედავად, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. – ისევ მძიმედაა, თუმცა, ყველა ვარიანტში გადარჩენილია. ვიდრე პალატაში არ გადაიყვანენ, დაკითხვა არ იქნება, – განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ. რაც შეეხება […]
„ყველას ახსოვს 8-10 წლის წინ, გოგოს გამო მომხდარი დაპირისპირება“ – რას ჰყვებიან მოკლული ნოდარ გუგეშაშვილის მეგობრები
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, 2 დღის წინ, დიღმის მასივში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პოლიციასთან ერთად, მოკლულ ნოდარ გუგეშაშვილის მეგობრებიც ეძებენ. როგორც გუგეშაშვილის მეგობრებისგან შევიტყვეთ, მომხდარიდან მალევე, ნოდარის მეგობრები იმ პირის სახლში ავიდნენ, რომლთანაც, მათი ინფორმაციით, მოკლულს წლების წინ კონფლიქტი ჰქონდა. რა სახის დაპირისპირება იყო ნოდარ გუგეშაშვილსა და მკვლელობაში ბრალდებულ პირს შორის, ამაზე ჩვენი რესპოდენტი არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, […]
დოდო გუგეშაშვილს დღეს, 12 საათზე დაკითხავენ
მხედრიონის“ ყოფილ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში დღეს 12:00 საათზე დაკითხავენ. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გუგეშაშვილის მეგობარმა, დავით მუხიგულმა განაცხადა. მისი თქმით, გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაკითხვის პროცედურას თავადაც დაესწრება. თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, პოლკოვნიკი კი […]
ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელმა საქართველო დატოვა?
გავრცელებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელმა საქართველო უკვე დატოვა, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტროში არ ადასტურებენ. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავმდამსხმელი, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს, რამდენიმე წელი სასჯელს იხდიდა. ნიუპოსტი
ირმა ჭკადუა: “მე არ მითქვამს, რომ ჩემს კლიენტს მხოლოდ იმიტომ უნდა შეფარდებოდა გირაო, რომ კარგი მოსწავლეა”
ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავს იმ მოსწავლეს, რომელსაც 35-ე სკოლის 2 მოსწავლის დაჭრა ედება ბრალად. “ახალი თაობა” ირმა ჭკადუას ესაუბრა. – ქალბატონო ირმა, თქვენ იცავთ იმ მოსწავლეს, რომელსაც 35-ე სკოლის 2 მოსწავლის დაჭრა ედება ბრალად. საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვია თქვენმა განცხადებამ, როდესაც აღნიშნეთ, რომ თქვენი კლიენტი წარმატებული მოსწავლეა და სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. – ჩემი პასუხი კონტექსტიდან […]









