წითელ ბაღში ახალგაზრდების დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ჭკადუას თქმით, დაკავებულ მოზარდს ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარდგენია. ის ამ დროისთვის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს N7-ე განყოფილებაშია. ბრალდებულის პოზიციასთან დაკავშირებით ადვოკატმა მისი არასრუწლოვნობიდან გამომდინარე კომენტარი არ გააკეთა. დღეს შსს-მ საბურთალოზე 2 მოზარდის დაჭრის საქმე გახსნა. უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის […]
კატეგორია: სამართალი
წითელ ბაღთან მოსწავლეების დაჭრის ბრალდებით მათი ყოფილი თანაკლასელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წითელ ბაღთან, 2 მოზარდის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 17 წლის ახალგაზრდა დააკავა: როგორც ირკვევა, ახალგაზრდა დაშავებულების ყოფილი კლასელია. გამოძიების ინფორმაციით, სამი არასრულწლოვანის დაჭრის შემდეგ, ბრალდებული მიიმალა. “ნიუპოსტი” გთავაზობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ა.ნ. […]
ადვოკატი ჩინჩალაძე – ”ცივი იარაღი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლემ გამოიყენა” – წითელ ბაღში ჩხუბის ახალი დეტალები
35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც 35-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გაგარინის მოედანზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში, გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თუ ვის ეჭირა ცივი იარაღი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატმა კონკრეტული სახელი და გვარი, თუ ვინ გამოიყენა აღნიშნული კონფლიქტისას […]
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ირაკლი შოთაძეს ხვალ თბილისში შეხვდება – ”მოვითხოვთ, ჩემს შვილს მოაშორონ დამნაშავის სტატუსი”
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი თანახმაა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ხვალ, თბილისში შეხვდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ განუცხადა. – ხვალ ჩავალთ თბილისში და შევხვდებით შოთაძეს, რადგან მხოლოდ ოჯახთან უნდა შეხვედრა და სხვა გარეშე პირებთან არა. ჩვენთან ერთად იქნება ადვოკატიც. გვაქვს ბევრი კითხვა და იმედია, პასუხებს მივიღებთ, თუმცა კარგი იქნებოდა ხეობაში მომხდარიყო […]
“გოგოს სახელს ახსენებდნენ, 1 ბიჭს აგინებდა 3 ბიჭი…”- რას ამბობს მეეზოვე, რომელიც წითელ ბაღში მოზარდების ჩხუბს შეესწრო
მეეზოვე იუზა პაპუნაშვილი 31 იანვარს წითელ ბაღში მოზარდების ჩხუბს შეესწრო და დეტალებს იხსენებს. ამბობს, რომ 10-მდე ბიჭი ერთმანეთს აგრესიულად მიმართავდა და გოგოს სახელს ახსენებდნენ. – მე არ გამომიძახებია პოლიცია, თვითონ მოვიდა. 10 ბიჭი იქნებოდა დაახლოებით, ვიღაც გოგოს სახელს ახსენებდნენ და მერე გინება დაიწყეს. მე წამოვედი და 20 წუთში დავბრუნდი უკან. დაბრუნებულს აღარავინ დამხვდა იქ. 15 წუთში […]
“ისე დაგვჭრეს ამ ბიჭებმა, ვერ მივხვდითო” – ერთ-ერთი დაჭრილი ფეხბურთელია – წითელ ბაღში ჩხუბის ახალი დეტალები
რა გახდა თბილისში ორი არასრულწლოვანის დაჭრის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეგობარმა მიიყვანა. – ყვიროდა, მეგობარი დაჭრეს, სისხლისგან იცლებაო. რაც შეეხება მეორე მოზარდს, ის კლინიკაში თავად მივიდა. საბედნიეროდ, დაჭრილებს ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირდათ. როგორც ირკვევა, დაჭრილთაგან ერთი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია. საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი გიგი კიკაბიძე ამბობს, რომ დაჭრილი […]
თბილისის #35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე საბურთალოზე, წითელ ბაღში, დაჭრეს
თბილისის #35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პირად საუბარში ერთ-ერთი დაჭრილის ახლობელმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, შემთხვევამდე დაზარალებული რეპეტიტორთან მიდიოდა. ახლობლისთვის ინციდენტის დეტალები უცნობია, თუმცა აღნიშნავს, რომ მოზარდებს რამდენიმე პირი დახვდა და მათ ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს. სავარაუდოდ, მოზარდებს ჭრილობა […]
თბილისის 35-ე სკოლის 2 დაჭრილი მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 დაჭრილი მოზარდი შეიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაჭრილი მოზარდები თბილისის #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი. ინტერპრესნიუსი
მალხაზ მაჩალიკაშვილი ირაკლი შოთაძეს პანკისში ეპატიჟება
თემირლან მაჩალიკაშვილის მამას სურს, მთავარი პროკურორი პანკისის ხეობაში იმ ადგილობრივებს შეხვდეს, ვინც ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მოთხოვნა გაავრცელა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, დაუკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან და შოთაძესთან შეხვედრა სთხოვეს. – დამიკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან, რომ თბილისში შევხვდე შოთაძეს, მაგრამ ხეობის მოსახლეობამ მოითხოვა მთავარ პროკურორთან შეხვედრა და აქედან გამომდინარე, მე შევთავაზე სწორედ ხეობაში შედგეს შეხვედრა, რაზეც ველოდები […]
ირაკლი შოთაძე მზადაა, შეხვდეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს. – მე ზოგადად, ყველასთან ვარ მზად, რომ მქონდეს შეხვედრა. ჩვენ ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ვატარებთ გამოძიებას გამჭვირვალედ. ოჯახს […]










