კატეგორია: სამართალი

სუსმა მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ზაურ ბ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელსაც ქ. ქუთაისში, გელათის ქუჩა N191-ში მდებარე შენობაზე, პროექტის გარეშე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში მფარველობის […]

“ეს იყო ხუმრობა, ზეწოლა არ ყოფილა” – მოწმე ბექა რუსიას ტელეფონში ნაპოვნ ვიდეოზე

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებულ ფოტო-ვიდეომასალასთან დაკავშირებით კიდევ ორი მოწმე დაიკითხა. მთავარი კითხვები სკანდალურ კადრებს ეხებოდა, რომელიც რუსიას მობილურ ტელეფონში ინახებოდა. რიგითმა, რომელიც მუჟავაში, რუსიასთან ერთად მსახურობდა, აღნიშნა, რომ კადრებში მოცემული მოქმედებები ხუმრობა იყო. – ვიდეო მასალა ყველაფერი იყო ხუმრობა. არაფერ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, – განაცხადა ერთ-ერთმა წვევამდელმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ. გარდაცვლილი […]

მახარე მერებაშვილმა იუსტიციის სამინისტროს 28.000 ლარი და 3 წლიანი სასამართლო მოუგო

იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ს დანაშაულის პრევენციის ცენტრს თანამშრომლის უკანონო გათავისუფლების გამო 28.000-ლარიანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტის მაგდა ჯიმშელეიშვილის დახმარებით მოქალაქე მახარე მერებაშვილმა 3 წლიანი დავა მოუგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მახარე მერებაშვილის გათავისუფლება ცალსახად უკანონოდ მიიჩნია. შესაბამისად, მოპასუხეს კომპენსაციის სახით 28.000 […]

“კვალის დამალვის მიზნით გვამს ტანსაცმელი დააყარა…” – განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევ ი.ბ.-ს და ა.ბ.-ს შორის, […]

ალეკო ელისაშვილი – ”ნარმანია უნდა ჩაჯდეს ციხეში, მიუჯდეს გვერდით „ყვარელრემმშენის“ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელი უფროსი”

– ნარმანია ამის გამო უნდა ჩაჯდეს ციხეში, მიუჯდეს გვერდით შპს „ყვარელრემმშენის“ ხელმძღვანელი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი,  – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ალეკო ელისაშვილი ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოშლის ფაქტს და აცხადებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით უნდა დაიწყოს. როგორც ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე არანაირი საჭიროების კვლევა არ ჩატარებულა […]

შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და 3 თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფებიან

შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და 3თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფებიან. მათი დაკითხვაზე დაბარება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დღეს დილით მომხდარ შემთხვევას უკავშირდება. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაკითხვა ისნის რაიონული პოლიციის მე-8 გამყოფილებაში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც ჭერი ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ განახორციელა.

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ცემეს – “მემუქრებოდა ფიზიკური ლიკვიდაციით”

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მას შელაპარაკება უცნობ პირთან მოუვიდა, რის შემდეგაც მამაკაცი ავტომანქანიდან გადმოვიდა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებული მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. „გადმოხტა მანქანიდან და მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მემუქრებოდა ფიზიკური ლიკვიდაციით, ფიზიკური ანგარიშსწორებით. დიდი იმედი მაქვს, რომ გადაკვალიფიცირდება ეს 365-ე მუხლის მესამე ნაწილზე,“ – აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი. […]

რატომ მივიდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ქუთათელაძის მკვლელობის ადგილზე

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ლექსო კობაიძის ბრალდებებს ეხმაურება. ირაკლი ტაბაღუა ადვოკატის ბრალდებებს პასუხობს და მისი მისამართით გაჩენილ კითხვებს აბსურდულს უწოდებს. რუსთავის მერი აღნიშნავს, რომ ის ბაზრობაზე იმ დღეს ნამდვილად იმყოფებოდა. როგორც მერი განმარტავს, მერიის ცხელ ხაზზე სხვადასხვა ტიპის ზარები შედის და შესაბამისად რეაგირების მიზნით მას ხშირად უწევს ხოლმე შესაბამის ლოკაციებზე გასვლა. – […]

ნათია მეზვრიშვილი – “დავაკავეთ დამნაშავეთა სამყაროს წევრები “ჩიკი”, “ბუბა”, “ამბერგუნა”

შსს-მ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ექვსი პირი დააკავა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. – გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო პერიოდში შს სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, სამინისტროს მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი […]

პროკურატურა ექიმ ირაკლი მერკვილაძის განაჩენზე ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ექიმი ი.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, – ინფორმაცია პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ”სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2012 წლის 18 ივლისს ორსულმა ვ.მ.-მ ქ. ქუთაისში შპს ”ქუთაისის N3 სამშობიარო სახლს“ მიმართა და ექიმ […]