კატეგორია: სამართალი

გურჯანიის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსად თამაზ თამაზაშვილი დაინიშნა

გურჯაანის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. შოთა მოსულიშვილი ამ თანამდებობაზე 41 წლის თამაზ თამაზაშვილმა შეცვალა. საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს. ცვლილებებია სხვა უწყებებშიც, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა გიორგი რუაძემ. აღნიშნულ სამსახურს უხელმძღვანელებს გიორგი ჩარკვიანი, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას ორ კვირაზე მეტია შეუდგა.

“გამოუშვით ლალი ლემონჯავა!” – გარემოვაჭრეები ზუგდიდის პოლიციას მიადგნენ

ზუგდიდში პოლიციის სამმართველოსთან გარემოვაჭრეები არიან შეკრებილნი, ისინი გარემოვაჭრის ლალი ლემონჯავას დაკავებას აპროტესტებენ, რომელიც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათი თქმით გარემოვაჭრეებს ისედაც თეთრებზე უწევთ მუშაობა და მისთვის ჯარიმის გამოწერა, უსამართლობა იქნება. პოლიციის სამმართველოსთან შელაპარაკება მოხდა პოლიციის უფროსსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ანი წითლიძეს შორის. გარემოვაჭრეები ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. ნიუპოსტი

ძიძების სკანდალში გახვეული პროკურორი მილენა მითაიშვილი გადადგა – ძიძები ამბობენ, რომ პროკურორი მათ აშანტაჟებდა და გადასახადს არ უხდიდა

ძიძების სკანდალში გახვეულმა პროკურორმა მილენა მითაიშვილმა თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მთავარ პროკურორს მიმართა. ეს ინფორმაცია მილენა მითაიშვილმა “ქრონიკას“ პირადად დაუდასტურა. “ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზედაც მე ვარ დაზარალებული, კერძოდ რივერა ბენდელიანის მიერ ჩემს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ასევე ინგა არახამიას მიერ ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე, რომლებზედაც მიმდინარეობს გამოძიება, საზოგადოებაში რომ არ დაისვას კითხვის ნიშნები […]

აღმაშენებლის გამზირზე ლომბარდი გაძარცვეს

აღმაშენებლის გამზირზე 140 ნომერში მდებარე ლომბარდთან პოლიციაა მობილიზებული, შემოსაზღვრულია მიმდებარე ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, ობიექტი გაძარცვეს. წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხაც. ამ დროისთვის ლომბარდში სამართალდამცველები იმყოფებიან. გაძარცვის ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. შესაბამისად, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. იმედინიუსი

დიღომში 3-მა მოზარდმა მაღაზიიდან 18 ლარი გაიტაცა

დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია სამმა ახალგაზრდამ გაძარცვა. სალაროდან წაღებულია 18 ლარი. არასრულწლოვნები სავაჭრო პუნქტის კამერებმა დააფიქსირა. ნიუპოსტი

მეტრო „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებულებს 1.000 და 500 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. დაკავებულ 2 პირს ხულიგნობისა და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდათ ბრალად, რომლებიც სასამართლომ კანონდამრღვევად სცნო და სასჯელის სახით 1.000 და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლოზე ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით წარადგინა მეტროში დამონტაჟებული და პოლიციელების სამხრე კამერის ვიდეო ჩანაწერები. შემთხვევა 28 იანვარს მოხდა. მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე […]

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ირაკლი ჩხვირკიას – მსჯავრდებულის დედამ მარგველაშვილს მიმართა

ირაკლი ჩხვირკიას დედა, პრეზიდენტს შვილის შეწყალების თხოვნით განცხადებით მიმართავს. ციცო როსტობაია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა და შესაბამის განცხადება კანცელარიაში დატოვა. მას იმედი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილი მსჯავრდებულს შეიწყალებს. „პირადად პრეზიდენტს ვთხოვ, გაეცნოს ჩემს საბუთებს და შევიდეს ჩვენს მდგომარეობაში. მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი როცა გაეცნობა ამ საბუთებს, გადახედავს ამას და ჩემს განცხადებას, გულთან […]

ლელა გაფრინდაშვილი – “ჰონორარი მაქვს მიღებული კვლევაში და არა ბორდის წევრობისთვის”

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის ყოფილი წევრი ლელა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში შეცდომებია. ამის შესახებ გაფრინდაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი. აღნიშნულის შესახებ გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მას თანხა ბორდის წევრობისთვის არ […]

“საზმაუს” ბორდის ყოფილ წევრ ლელა გაფრინდაშვილს 5 თვე ჰონორარს უხდიდნენ – ტელევიზიის ფინანსების ხარჯვის კანონიერებას პროკურატურა შეისწავლის

პროკურატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ფინანსების ხარჯვის კანონიერების შესწავლას იწყებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დოკუმენტაციის ერთი ნაწილი, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურებას ეხება, შემოწმების შემდეგ პროკურატურას გადაუგზავნა. აუდიტმა გაარკვია, რომ 2015-2016 წლებში მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ხელფასები მილიონ 200 ათასი ლარით გაზარდა, რაც სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. დადგინდა, რომ სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა […]

35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრის საქმეზე დანაშაულის იარაღი, დანა, სანაგვეში იპოვეს

35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრის საქმეზე დანაშაულის იარაღი, დანა სანაგვეში იპოვეს – „კურიერის“ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ მიმდინარეობდა დანაშაულის იარაღის ამოღება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მეთორმეტე კლასელის დაჭრის ბრალდებით სკოლის ერთი მოსწავლე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. ნიუპოსტი